ქუჩის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 09.03.2018
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.174.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/03/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.03.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №49 2018 წლის 9 მარტი ქ. გორი | გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №49 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დოკუმენტის ტექსტი
ქუჩის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №49
2018 წლის 9 მარტი
ქ. გორი
ქუჩის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის 2018 წლის 7 თებერვალს შემოსულია №71 წერილი, რომელითაც წარმოდგენილია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის სხდომის 2017 წლის 22 დეკემბრის ოქმი №10, რომელშიც გამოთქმულია თანხმობა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოფელ ვარიანში (მეურნეობის დასახლება) არსებული უსახელო ქუჩისათვის იაკობ გოგებაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე.
ასევე, 2017 წლის 29 მარტს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილი №1476-გ/2, რომლითაც ითხოვს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში (მეურნეობის დასახლება) არსებული უსახელო ქუჩის სახელდებას.
გამომდინარე იქიდან, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა გორის მუნიციპალიტეტი, ეს უკანასკნელი წარმოადგენს 2017 წლის 14 ნოემბრამდე არსებული გორის მუნიციპალიტეტის სამართალმემკვიდრეს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განაგრძოს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული, აუცილებელი პროცედურების განხორციელება.
ზემოაღნიშნულ წერილში მოხსენიებულ ქუჩის, რომელიც მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ვარიანში (მეურნეობის დასახლება) რომლის კოორდინატებია:
ქუჩა (100 მ) – ჩრდილოეთით (შ- 198) გორი-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკის ს/გზის მე-4 კმ-დან – ვარიანი-საქაშეთი-ბრეთი-თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ 101 (ქარელის გადასახვევი)
აღმოსავლეთი – დაურეგისტრირებელი კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
დასავლეთი –
კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: 66.43.04.051 ; 66.43.04.064 სამხრეთი- დაურეგისტრირებელი კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
საწყისი კოორდინატი X 417659 საბოლოო კოორდინატი X 417645,7
Y 4660327,9 Y 4660232
სავარაუდო სახელს –
იაკობ გოგებაშვილის ქუჩა, დაეთანხმა საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია.
„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №
239 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №
239 დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2017 წლის -- ივლისის N-- სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად:
1. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ვარიანში (მეურნეობის დასახლება) მდებარე ქუჩას, რომლის კორდინატებია:
ქუჩა (100 მ) -- ჩრდილოეთით (შ- 198) გორი-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკის ს/გზის მე-4 კმ-დან – ვარიანი-საქაშეთი-ბრეთი-თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ 101 (ქარელის გადასახვევი)
აღმოსავლეთი-დაურეგისტრირებელი კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
დასავლეთი-კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: 66.43.04.051; 66.43.04.064 სამხრეთი
-- დაურეგისტრირებელი კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
საწყისი კოორდინატი X 417659 საბოლოო კოორდინატი X 417645,7
Y 4660327,9 Y 4660232
დაერქვას იაკობ გოგებაშვილის ქუჩა.
2. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით, გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე