„პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება №02578/21 |
|
2018 წლის 14 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 10/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010290000.58.070.016047) დამტკიცებულ „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის მარეგულირებელ წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. არაფულადი შემოწირულების შეფასების წესი 1. არაფულადი შემოწირულების განხორციელების შემთხვევაში შემოწირულების ოდენობა უნდა განისაზღვროს ქონების ან მომსახურების საბაზრო ღირებულების მიხედვით. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შემოწირულების მიმღები ვალდებულია შემოწირულების ოდენობის განსაზღვრის მიზნით განახორციელოს და წარმოადგინოს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IVSC) მიერ დამტკიცებული შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (შსს 104 – ღირებულებების საფუძვლები და შსს 105 – შეფასების მიდგომები და მეთოდები) შესაბამისად მომზადებული აუდიტორული დასკვნა ქონების ან მომსახურების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ. 3. არაფულადი შემოწირულების საქონლისა და მომსახურების იდენტური საბაზრო ღირებულების არარსებობის შემთხვევაში მისი ღირებულება განისაზღვროს შეფასების ანალოგიის მეთოდის გამოყენებით. 4. პროფესიული მოხალისეობრივი სამუშაოს აღრიცხვის მიზნით არაფულადი შემოწირულების ოდენობის შეფასება უნდა განხორციელდეს საბაზრო ღირებულების შესაბამისად, ხოლო არაპროფესიული მოხალისეობრივი საქმიანობა შეფასებას არ საჭიროებს. არაპროფესიული მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებისას პირს არ მოეთხოვება ჰქონდეს სპეციალური განათლება და პროფესიული უნარ-ჩვევები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.03.2018.
- როდის იქნა მიღებული „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 14.03.2018. მიმღები ორგანო — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი. დოკუმენტის ნომერი — №02578/21. სარეგისტრაციო კოდი — 010290000.58.070.016055.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.03.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №02578/21, 14.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010290000.58.070.016055 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4099572/