ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, გურამ პატარაიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის გზისკარის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 06.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016363
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/03/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.03.2018 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ისტორიკოსის, აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და ერთი შესახვევისთვის რქაწითელის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, სადგერის ქუჩასა და აკაკი ჩხენკელის ქუჩებთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ოთხი გასასვლელისთვის და ერთი შესახვევისთვის სახელმწიფო მოღვაწის ყადირ შერვაშიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მედდების ინგა გვასალიას და რუსუდან ჩხეტიანის სახელების მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩასთან არსებული უსახელო მოედნისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ზურაბ პატარიძის ქუჩისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, გურამ პატარაიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის გზისკარის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №46
2018 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, გურამ პატარაიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის გზისკარის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) კრწანისის რაიონში გურამ პატარაიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ოთხ შესახვევს მიენიჭოს გზისკარის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე