ქალაქ ქუთისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიასთან ახალგაზრდული საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და ამ საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 |
|
2018 წლის 14 მარტი ქ. ქუთაისი |
(დებულება წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის)
|
2. საბჭო იქმნება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის უფლებამოსილების ვადით.
3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებით, 2014 წლის 2 აპრილის საქართველოს მთავრობის №533 განკარგულებით „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი“, 2015 წლის 5 მარტის საქართველოს მთავრობის №349 განკარგულებით „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა (2015 – 2020 წწ.)“ ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
ა) საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ახალგაზრდობის სექტორში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება, არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის დახვეწა, ან საჭიროებისამებრ, ახალი პოლიტიკის შემუშავება – განსაზღვრა;
ბ) კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიასთან ერთად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, ახალგაზრდული მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
გ) ახალგაზრდების განვითარებისთვის მეტი რესურსის მოზიდვა და შესაბამისი ინიციატივების წარდგენა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიისათვის;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მისაღწევად ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
ე) მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება-დანერგვა, ასევე, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ვ) ახალგაზრდობის საქმეთა შესახებ წარდგენილი განცხადებებისა და სხვა ინფორმაციის კომპეტენციის ფარგლებში განხილვა, მათზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთჯერ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სახის ურთიერთობებში;
ბ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
გ) საბჭოს უფლება აქვს სხდომაზე მოიწვიოს საჯარო სამსახურის დაწესებულების ნებისმიერი თანამდებობის პირი;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის (შემდგომ, კომისია) თავმჯდომარე.
3. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით, განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
4. საბჭოს წევრის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება ახალგაზრდულ თემებზე საბჭოს წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობას ან/და მუშაობის გამოცდილებას. საბჭოს თავმჯდომარის მიერ, წევრებად შესაძლებელია მოწვეულ იქნეს სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის, ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ერთობლივი წარდგინების არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები.
2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. საბჭოს სხდომა საჯაროა. საბჭოს სხდომა, ან სხდომის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს დახურულად საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული, ან შეზღუდულია კანონით.
4. საბჭოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ საკრებულოს თავმჯდომარეს, საბჭოს წევრებს, მერს, აგრეთვე, ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს.
5. საბჭოს სხდომების დღის წესრიგს, საბჭოს წევრებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ, განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. საბჭოს წევრებს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოთ სხდომამდე 3 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ.
6. საბჭო, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავს კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებს.
7. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხებზე წინადადებები და რეკომენდაციები შემოტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით 2 დღით ადრე მაინც. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს.
8. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
9. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.
10. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.
11. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
12. კომისიის თავმჯდომარის, კომისიის, ან საბჭოს ინიციატივით შეიძლება ჩატარდეს კომისიისა და საბჭოს ერთობლივი სხდომა.