„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №16 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№96
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.121.016324
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №96

2018 წლის 15 მარტი

ქ. ვანი

 

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №16 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №16 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 24.03.2015 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016160) დანართში –„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი“ - შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დანართის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მერი - ვანის მუნიციპალიტეტის მერი;“.

2. დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის მიზნით, მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას), რომელიც უნდა შეიცავდეს განკარგულებას შესაბამისი მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს: მონაცემებს მიწის ნაკვეთის კატეგორიის, ადგილმდებარეობისა და ფართობის შესახებ. ბრძანებას უნდა დაერთოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.“.

3. დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მერის ბრძანება, შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონულ ვერსიებთან ერთად, სარეგისტრაციოდ წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

4. დანართის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იგივე მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია დაიცვას თავისი უფლება  მერთან შესაბამისი განცხადების შეტანის გზით, რომელიც განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. განცხადებას უნდა დაერთოს ყველა დოკუმენტი, რომელიც დაინტერესებული პირის მოსაზრებით ადასტურებს მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე იმავე მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე კერძო საკუთრების უფლების წარმოშობის ფაქტს.“.

5. დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციამდე იგივე მიწის ნაკვეთი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში, მერი ბათილად ცნობს ბრძანებას შესაბამისი მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე და ამის შესახებ აცნობებს დაინტერესებულ პირს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.“.

6. დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციამდე იგივე მიწის ნაკვეთის ნაწილი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში, მერი გამოსცემს ბრძანებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესახებ და უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციას.“.

7. დანართის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები, მერის ბრძანების ნაცვლად, შეიძლება მოწესრიგდეს მუნიციპალიტეტსა და დაინტერესებულ პირს ან მის უფლებამონაცვლეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელსაც მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს მერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №16 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.03.2018.
როდის იქნა მიღებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №16 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №16 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 15.03.2018. მიმღები ორგანო — ვანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №96. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.121.016324.
რამდენი მუხლისგან შედგება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №16 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №16 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №16 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.03.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №16 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ, №96, 15.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016324 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4102006/