მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესისა და პირობების და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 21.03.2018
ძალის დაკარგვა 06.09.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №72
სარეგისტრაციო კოდი 100060020.22.038.016978
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,239 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2018 მიღება
06.09.2022 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესისა და პირობების და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  ერთობლივი ბრძანება №72/№30/ნ 2018 წლის 21 მარტი ქ. თბილისი მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესისა და პირობების და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ პატიმრობის კოდექსის 115​1 მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ​11“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ: მუხლი 1🔗 მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვროს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 განისაზღვროს იმ სპეციალობათა ჩამონათვალი, რომელზეც მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 1. ამ ბრძანების ამოქმედებიდან 6 თვეში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ შექმნას მსჯავრდებულისათვის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მისაღებად საჭირო შესაბამისი სპეციალური ელექტრონული პროგრამა. 2. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულებზე, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე სარგებლობდნენ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით. ეს პირები განაგრძობენ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების შესაძლებლობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს მობილობის უფლებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილისაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი დანართი №1 მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებულისათვის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესსა და პირობებს. 2. ეს წესი ვრცელდება შემდეგი კატეგორიის მსჯავრდებულებზე (შემდგომში – მსჯავრდებული): ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული; ბ) დაბალი რისკის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; გ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული. 3. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულზე არ ვრცელდება ამ წესის მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული სარგებლობს პატიმრობის კოდექსის 71​6 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასწავლო გრაფიკის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების უფლებით. ამ შემთხვევაში, მსჯავრდებული აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. მსჯავრდებულისათვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარებას უზრუნველყოფენ: ა) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო (შემდგომში – სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო) და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება; ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; გ) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 5. აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) მსჯავრდებულის მიერ განათლების მიღების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრო ქმნის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამას (შემდგომში – სპეციალური ელექტრონული პროგრამა), რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალისა და მსჯავრდებულის ტექნიკურ კავშირს და გამოიყენება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. მსჯავრდებულის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლება 1. მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრული სპეციალობების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამ ბრძანებით განსაზღვრული წესითა და პირობებით, მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრული სპეციალობების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით განახორციელოს კვლევა; გ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; დ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით, სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გადაიტანოს სახელმწიფო დაფინანსება; ე) საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად, სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; ვ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. მსჯავრდებულ არ აქვს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში შეიძლება შეეზღუდოს იმავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები. 3. მსჯავრდებულს დისციპლინური პატიმრობის მოხდისა და სამარტოო საკანში მოთავსების პერიოდში ეზღუდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები, ასევე  სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება. 4. პატიმრობის კოდექსის 47-ე მუხლის 2​​​2 ნაწილით ან 71​​​8 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულს შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე, ეზღუდება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება. 5. პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდისათვის სასწავლო კურსის პროგრამებით (სილაბუსებით) გათვალისწინებული სასწავლო მასალის გადაცემას/სასწავლო მასალაზე წვდომას მსჯავრდებულისათვის, დისციპლინური პატიმრობის მოხდისა და სამარტოო საკნის დატოვების შემდგომ. მუხლი 3🔗. სამინისტროს ვალდებულებები სამინისტრო მსჯავრდებულის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების მიზნით უზრუნველყოფს: ა) მსჯავრდებულის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობას, კომპეტენციის ფარგლებში; ბ) მსჯავრდებულის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვასთან დაკავშირებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის გაცნობას მსჯავრდებულისათვის; გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ურთიერთობის მიზნით სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლის/წარმომადგენლების განსაზღვრას; დ) მსჯავრდებულისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მოწოდებული სასწავლო მასალის გადაცემას/მასალაზე წვდომის უზრუნველყოფას, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) მსჯავრდებულის კავშირს შესაბამის აკადემიურ პერსონალთან, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) სასწავლო მიზნებისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების დაშვებას პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) სასწავლო ფართისა და ინვენტარის გამოყოფას, ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნას; თ) აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების პროცესში შუალედური შეფასებისა (ერთჯერადი ან მრავალჯერადი) და დასკვნითი შეფასების ტექნიკურ უზრუნველყოფას; ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მსჯავრდებულთა განათლების ხელმისაწვდომობისათვის გამიზნული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვალდებულებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მსჯავრდებულთა აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების მიზნით, უზრუნველყოფს: ა) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობას; ბ) სამინისტროსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოორდინაციას; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მსჯავრდებულთა აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების მიზნით, უზრუნველყოფს: ა) მსჯავრდებულის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) მსჯავრდებულისათვის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსთვის ინფორმაციის მიწოდებას მსჯავრდებულის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თაობაზე; დ) სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსთან ურთიერთობის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი წარმომადგენლის განსაზღვრას; ე) საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულისათვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შედგენას; ვ) სამინისტროსათვის სასწავლო მასალის მიწოდებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) სწავლის პროცესში მსჯავრდებულისათვის შესაბამისი დავალებების განსაზღვრასა და სამინისტროსათვის მიწოდებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) მსჯავრდებულისათვის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამის თითოეული კომპონენტის შეფასების ცალკეული კომპონენტის შედეგების მიწოდებას; ი) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთან აკადემიური პერსონალის ვიზიტის უზრუნველყოფას; კ) მსჯავრდებულისათვის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის მიღწევის შემთხვევაში, კვალიფიკაციის მინიჭებასა და მსჯავრდებულისათვის დიპლომის გადაცემას; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამაზე მსჯავრდებულ აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებამდე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრი) აცნობოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაში განხორციელებული ცვლილების შესახებ. აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილებების განხორციელებამ არ უნდა გამოიწვიოს საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგებისა და მისანიჭებელი კვალიფიკაციის ცვლილება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია მონიტორინგის გზით განახორციელოს ავტორიზაციის/აკრედიტაციის პირობების შემოწმება. მუხლი 6🔗. მსჯავრდებულის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა 1. მსჯავრდებულის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხორციელდება მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის ჩარიცხვიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს. 2. აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) მსჯავრდებული სახელმწიფო დაფინანსებას მოიპოვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. მსჯავრდებული აკადემიურ რეგისტრაციას გადის კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლის ან/და სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (შემდგომში – საკონტაქტო პირი) მეშვეობით, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე. მუხლი 7🔗. მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების ორგანიზება 1. მსჯავრდებულის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო უკავშირდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმების მიზნით. 2. სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წერილობით აწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას თავიანთი წარმომადგენლების ვინაობისა და მათი საკონტაქტო მონაცემების შესახებ. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს გადაეცემა სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაზე წვდომის მონაცემები, ხოლო საკონტაქტო პირს – სტუდენტის ელექტრონულ ბაზაზე წვდომის მონაცემები. 4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობის შემთხვევაში, საკონტაქტო პირს გადაეცემა ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე წვდომის მონაცემები. მუხლი 8🔗. მსჯავრდებულისათვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიწოდება 1. სასწავლო სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 15 სამუშაო დღით ადრე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მიაწოდოს საკონტაქტო პირს სასწავლო კურსის პროგრამები (სილაბუსები). 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, შეთანხმებულ ვადებში და შეთანხმებული პერიოდულობით, საკონტაქტო პირს აწვდის სასწავლო მასალას მსჯავრდებულისათვის. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე, შესაბამისი პერიოდულობით, საკონტაქტო პირს აწვდის მსჯავრდებულის მიერ შესასრულებელ დავალებებს. სასწავლო მასალა და შესასრულებელი დავალებები შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს როგორც მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით, ასევე ციფრული მატარებლის მეშვეობით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სასწავლო მასალა/შესასრულებელი დავალება, მისი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, საკონტაქტო პირის მიერ უნდა აიტვირთოს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ან/და გადაეცეს მსჯავრდებულს. სასწავლო მასალის/შესასრულებელი დავალების მატერიალური ან/და ციფრული მატარებლის მეშვეობით გადაცემის თაობაზე მსჯავრდებულსა და საკონტაქტო პირს შორის დგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. 4. საკონტაქტო პირი ვალდებულია გააკონტროლოს მსჯავრდებულის მიერ დავალების შესრულების პროცესი და შესრულებული დავალება არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით მიაწოდოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 5. საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, მსჯავრდებულისათვის შეიძლება შედგეს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა. მუხლი 9🔗. მსჯავრდებულისა და აკადემიური პერსონალის კონტაქტი 1. მსჯავრდებულისა და აკადემიური პერსონალის კავშირი შესაძლებელია: ა) პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრის გზით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, პირდაპირი ტელეხიდის გზით; გ) წერილობითი ფორმით, ფოსტის ან/და საკონტაქტო პირის შუამავლობით – ელექტრონული ფოსტის მეშვეობით; დ) მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის შემთხვევაში; ე) მსჯავრდებულის მიერ ვიდეოპაემნის უფლებით სარგებლობის შემთხვევაში; ვ) მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულებიდან ხანმოკლე გასვლის უფლებით სარგებლობის შემთხვევაში. 2. უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების დაწყებამდე, ასევე საჭიროებისამებრ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს შორის ურთიერთშეთანხმების გზით განისაზღვრება მსჯავრდებულისა და აკადემიურ პერსონალის შეხვედრის განრიგი სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული განრიგი, შეხვედრამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე, აცნობოს სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს. პენიტენციურ დაწესებულებაში აკადემიური პერსონალის დაშვება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აკადემიური პერსონალი უნდა გამოცხადდეს სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, საიდანაც მოხდება მისი პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირება სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აკადემიური პერსონალის ვიზიტამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს. 4. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 10🔗. მსჯავრდებულის შუალედური შეფასება (ერთჯერადი ან მრავალჯერადი) და დასკვნითი შეფასება 1. მსჯავრდებულის შუალედურ შეფასებამდე (ერთჯერადი ან მრავალჯერადი) და დასკვნით შეფასებამდე, არანაკლებ 7 სამუშაო დღით ადრე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საკონტაქტო პირთან ათანხმებს შუალედური და დასკვნითი შეფასების თარიღსა და დროს, იმ შემთხვევაში თუ შეფასების ფორმად გამოყენებულია ზეპირი/წერითი გამოცდა ან/და ზეპირი/წერითი გამოკითხვა. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი შეთანხმებულ ვადაში საკონტაქტო პირს აწვდის შესაბამის შუალედური/დასკვნითი შეფასების საკითებს ელექტრონული ფორმით ან/და მატერიალურად – დალუქულ მდგომარეობაში. შუალედური/დასკვნითი შეფასების დღეს მსჯავრდებულისათვის შესაბამისი საკითხების გადაცემას/საკითხებზე წვდომას უზრუნველყოფს საკონტაქტო პირი. 3. საკონტაქტო პირი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის მიერ შუალედური/დასკვნითი შეფასებისას შესრულებული დავალების გადაცემას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის. დავალების გადაცემა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, შუალედური/დასკვნითი შეფასებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ან/და მატერიალური ფორმით, შუალედური/დასკვნითი შეფასების თარიღიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. 4. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია გამოყოს შესაბამისი სივრცე მსჯავრდებულის მიერ შუალედური/დასკვნითი შეფასებისას შესაბამისი დავალების შესასრულებლად. 5. შუალედური/დასკვნითი შეფასების შედეგები მსჯავრდებულს ეცნობება საკონტაქტო პირის მეშვეობით. 6. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს შუალედური/დასკვნითი შეფასებისას მის მიერ შესრულებული დავალების გაცნობა ან/და გაასაჩივროს შუალედური/დასკვნითი შეფასების შედეგი როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით – საკონტაქტო პირის მეშვეობით. შუალედური/დასკვნითი შეფასებისას მსჯავრდებულის მიერ შესრულებული დავალების  გაცნობა და შედეგების გასაჩივრება ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დადგენილი პროცედურების შესაბამისად. გასაჩივრების შედეგი მსჯავრდებულს ეცნობება საკონტაქტო პირის მეშვეობით. 7. მსჯავრდებულის მიერ შუალედური/დასკვნითი შეფასების შესაბამისი დავალების შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პატიმრობის კოდექსის მოთხოვნების დაცვით, შესაძლებელია მსჯავრდებულის მიმართ განხორციელდეს ელექტრონული საშუალებით ზედამხედველობა.  8. მსჯავრდებულის მიერ შუალედური/დასკვნითი შეფასების შესაბამისი დავალების შესრულებისას დაუშვებელია დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა ან/და სასწავლო მასალის ქონა, გარდა სასწავლო კურსის პროგრამით წინასწარ განსაზღვრული შემთხვევებისა. 9. იმ შემთხვევაში, თუ შუალედური/დასკვნითი შეფასება უნდა განხორციელდეს ზეპირი ფორმით, აკადემიური პერსონალისა და მსჯავრდებულის დაკავშირება ხორციელდება ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული წესით. მუხლი 11🔗. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ინფორმაციის მიწოდება 1. საკონტაქტო პირი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, არაუგვიანეს მომდევნო 3 სამუშაო დღისა აცნობოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას: ა) მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე; ბ) მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე; გ) მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების თაობაზე; დ) მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსების თაობაზე; ე) მსჯავრდებულის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე; ვ) მსჯავრდებულის გარდაცვალების თაობაზე. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებული გადაყვანილ იქნა იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც შესაძლებელია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღება ამ წესის მიხედვით, სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო უფლებამოსილია განსაზღვროს სხვა საკონტაქტო პირი. 3. თუ მსჯავრდებული გადაყვანილ იქნა იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც ამ წესის მიხედვით არაა შესაძლებელი აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს მსჯავრდებულისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსთვის. მუხლი 12🔗. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა მსჯავრდებულს უფლება აქვს, სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 13🔗. მსჯავრდებულისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა მსჯავრდებულისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №2 იმ სპეციალობათა ჩამონათვალი, რომელზეც მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით შემდეგ სპეციალობებზე: 1. ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება: ა) საბუღალტრო აღრიცხვა ბ) მარკეტინგი გ) მენეჯმენტი დ) ფინანსები. 2. ინჟინერიის მიმართულება – კომპიუტინგი/ინფორმატიკა. 3. მეცნიერების/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულება: ა) მათემატიკა ბ) გეოგრაფია. 4. სამართლის მიმართულება – სამართალმცოდნეობა. 5. სოციალური მეცნიერებების მიმართულება: ა) ეკონომიკა ბ) პოლიტიკის მეცნიერება გ) საზოგადოებრივი გეოგრაფია დ) სოციოლოგია ე) ფსიქოლოგია ვ) კულტურული მემკვიდრეობა ზ) დემოგრაფია. 6. ხელოვნების მიმართულება: ა) დიზაინი ბ) სახვითი ხელოვნება. 7. ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება: ა) ეთნოლოგია ბ) თეოლოგია გ) ისტორია დ) ფილოლოგია, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით ე) ფილოსოფია ვ) ხელოვნებათმცოდნეობა/ხელოვნების ისტორია და თეორია. 8. მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები: ა) სოციალური მუშაობა ბ) ტურიზმი გ) რეგიონმცოდნეობა, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით დ) ანთროპოლოგია.