სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.03.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016387
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2024
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.01.2015
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2018 წლის 16 მარტი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის,156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №17 დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ’’სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 იანვრის №1 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი
დანართი
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗.
უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ასანაზღაურებელი ყოველთვიური თანხა არ უნდა აღემატებოდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს, რომელიც შეადგენს 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარს.
მუხლი 2🔗.
უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს წევრს აუნაზღაურდება საკრებულოს სხდომაზე დასწრების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადების, დადგენილების პროექტის ინიციირების, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისათვის კითხვით მიმართვის, ამომრჩეველთა მიღების, ამომრჩეველთან შეხვედრის, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვისა და ანგარიშების საჯარო განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება, რომლის გაწევაც მას მოუხდება ზემოჩამოთვლილი უფლებაბოსილებების განხორციელებისას.
2. ყოველი თვის არაუგვიანეს 1 რიცხვისა, საკრებულოს წევრი აპარატში წარმოადგენს მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმს. საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს წევრების მიერ ინდივიდუალურად წარმოდგენილ ოქმებზე დაყრდნობით, საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს, რომელშიც მოცემულია საკრებულოს წევრთა მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციათა სხდომებზე დასწრების სტატისტიკური მონაცემები, რაც საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარმოადგენს მათ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს.
3. საკრებულოს აპარატში ყოველთვიურად ინახება საკრებულოს წევრთა მიერ ხარჯების ასანაზღაურებლად წარმოდგენილი ოქმები.
მუხლი 3🔗.
უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას განახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.