📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე

მიღების თარიღი 17.03.2018
ძალის დაკარგვა 25.08.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №21/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016396
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 316 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.03.2018 მიღება
25.08.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №21/2018 2018 წლის 17 მარტი ქ. თბილისი პოლიტიკური პარტიების მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტის, 185​16 მუხლისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს პოლიტიკური პარტიების მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესი და პირობები დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დაევალოს სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს, ცესკოს ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მფლობელ პირთა ბაზის გადაცემა, ამ დადგენილების მიზნებისთვის შესაბამისი ელექტრონული პროგრამის შექმნის უზრუნველსაყოფად. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისთვის აღნიშნულ ელექტრონულ პროგრამაზე წვდომა და დამუშავების უფლების მინიჭება, განხორციელდეს ცესკოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, მათ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით. მუხლი 3🔗 პარტიების მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ქმედებების განხორციელება ნებაყოფლობითია. პარტიები უფლებამოსილი არიან, იმოქმედონ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესების მიხედვით. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების მიერ ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 26 თებერვლის №9/2018 დადგენილება. მუხლი 5🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 6🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი