📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.03.2018
ძალაში შესვლა 01.05.2018
ძალის დაკარგვა 02.03.2026
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016367
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,743 სიტყვა · ~24 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.03.2018 მიღება
01.05.2018 ძალაში შესვლა
02.03.2026 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ სალუქვაძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №19 2018 წლის 16 მარტი ქ. ბათუმი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად, ქალაქ ბათუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დე­­ბულება, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკი­ცე­ბის შე­სახებ“ ქალაქ ბა­თუ­­მის მუნიციპალიტეტის საკ­რებულოს 2017 წლის 28 ივნისის №14 დად­გე­ნი­ლე­ბა (გამოქ­ვეყ­ნე­­ბის წყარო, თარიღი: www.matsne.gov.ge, 04/07/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016318). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთამაზ სალუქვაძე დანართი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემ­დგომ­ში – მე­­რია) სტრუ­ქტურული ერთეულის – მერიის ადმინისტრაციის (შემ­დგომ­ში – ადმინისტრაცია) სამართლებრივ სტატუსს, სტრუ­ქ­ტუ­რას, უფლება­მო­სი­ლე­ბა­სა და ანგა­რი­შ­ვა­ლდე­ბუ­ლე­ბას, ასევე, აწესრიგებს მის საქმიანობასთან და­კავ­შირებულ სხვა საკი­თ­ხებს. 2. ადმინისტრაცია წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერ­თე­­ულს, რომელიც შექმ­ნი­ლია საქარ­თ­­ველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­­ლობის კოდექსი“ და მერიის დე­ბუ­ლე­ბის შე­საბამი­სად. 3. ადმინისტრაციის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია. 4. ადმინისტრაცია შედგება ადმინისტრაციის უფროსის, მეორადი სტრუ­ქ­ტუ­რული ერთეულების – განყოფილებების და თანამშრომ­ლე­ბის­გან. 5. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერ­თა­შორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ ბა­თუმის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ორგანოების სამართლებ­რივი აქტებითა და ამ დებულებით. 6. ადმინისტრაციას გააჩნია ბლანკი და ბეჭედი – საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 7. ადმინისტრაცია არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დას­რუ­­­ლებული ბალანსი და ანგარიში. 8. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ­ში – მე­რი) წინაშე. 9. ადმინისტრაციის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციე­ლებს მერი. 10. ადმინისტრაცია მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მე­რიას. 11. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის საქმიანობის პრინციპები ადმინისტრაციის საქმიანობის პრინციპებია: ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა; ე) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძ­ველზე; ვ) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგა­წონას­წორე­ბით; ზ) მიუკერძოებლობა; თ) საქვეყნოობა და საჯაროობა; ი) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის ამოცანები და ფუნქციები 1. ადმინისტრაციის ამოცანებია: ა) მერის, მერიის თანამდებობის პირების და მერიის სტრუქტურული ერთეუ­ლე­ბის საქ­მიანობის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება; ბ) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრუ­ლების კოორდინაცია; გ) მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგილ(ეებ)ის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნ­ველ­ყოფა; დ) მერიის სტრუქტურული ერთეულების კონსულტირება სამართლებრივ საკითხებზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების სამართ­ლებ­რივი უზრუნველყოფა; ვ) მერიის, სტრუქტურული ერთეულების და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთ­რების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლობა სასამართლოში; ზ) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების აღრიცხვა/რეგისტრაცია; თ) მერიაში ადამიანური რესურსების პოლიტიკის მართვა, სამსახურებრივი ინსპექტი­რე­ბი­სა და დისციპლინური წარმოების განხორციელება; ი) მასმედიასა და საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჯარო ინფორმა­ციის გაცემის უზრუნველყოფა და საჯარო მმართველობის მხარდაჭერა; ლ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა მომართვებზე რეაგირების პროცესის კოორდინაცია; მ) მერიაში ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, მერიის არქივის წარმოება; ნ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მოქალაქესა და მის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის დოკუმენტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორ­ციე­ლებაში მონაწი­ლეო­ბა; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ინსტიტუციური გაძლიერების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; პ) შრომის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა. 2. ადმინისტრაციის ფუნქციებია: ა) მერისათვის, ვიცე-მერისათვის, მერის მოადგილ(ეებ)ისათვის კანონმდებლობით მინი­ჭე­­ბუ­­ლი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობა, მერიის სტრუქტურული ერთე­ულების საქმიანობის კოორდინაცია; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგილ(ეებ)ის დავალებების, ასევე, მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში მუ­ნი­ციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – საკრებულო) გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი; გ) მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგილ(ეებ)ის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ან­გა­რი­შების მომზადება; დ) მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის შეხვედრებისა და თათბირების გამართვი­სათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და სხვა დო­კუმენტების პროექტების მომზადება და/ან შეთანხმება/ვიზირება (ასეთი მოთხოვნის შემ­თხვე­ვაში); ვ) შესაბამისი მო­თხოვნისას მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართ­ლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი ანალი­ზი და მათი სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება, ასევე, მუნიციპალიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებებისა და პროექ­ტების მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მერიაში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების გან­ხილვა (ზეპირი მოსმენის გამართვა) და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტე­ბის პროექტების მომზადება; თ) მერიის და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლობა სასამართლოში, ასევე, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობისას (კომპეტენციის ფარგ­ლებში), თვითნებურად დაკა­ვე­ბულ მიწაზე საკუთ­რების უფლების აღიარების კომისიის წარ­მომადგენლობა სასამართლოში; ი) მერიაში ადამიანური რესურსების მართვა, ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის მოწყობის ორგანიზება, მოხელეთა შეფასების ორგანიზება, მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, საკადრო მონაცემების ინფორ­მა­ციის ბაზის წარმოება და სხვა უფლება­მოსილების განხორციელება საკადრო საკითხებთან და­კავშირებით; კ) მერიაში სამსახურებრივი ინსპექტი­რე­ბი­სა და დისციპლინური წარმოების განხორ­ციელება; ლ) მერიაში ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნ­ვის უზრუნველყოფა, მერიის არქივის წარმოება; მ) კომპეტენციის ფარგლებში საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაც­ვის უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ნ) მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, საჯარო ინფორმაციის გაცემა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება და საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ანგარიშების წარდგენა; ო) მასმედიასა და საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა; პ) მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის და სტრუქტურული ერთეულების პერიო­დუ­ლი უზრუნველყოფა მედიის მიერ გავრცელებული მე­რიის საქმიანობის ამსახველი ინფორ­მაციით; ჟ) დადგენილი წესით, მერიის საქმიანობისა და მერიის სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; რ) მერის, ვიცე-მერისა და მერის მოადგილ(ეებ)ის მოქალაქებთან შეხვედრებისა და მოქა­ლა­ქეთა მიღების ორგანიზება; ს) კომპეტენციის ფა­რგლებში, მერიაში შემოსული განცხადებების, ოფიციალური კორეს­პონდენციის, წერილების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ტ) მერიის თანამშრომელთა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, მერიის და სტრუქ­­­­ტურული ერთეულების მიერ დაკავებული შენობა-ნაგებო­ბების და მასთან დაკავშირებული საინჟინრო სისტემების ექსპლუატაცია და მოვლა-შე­ნახვა; უ) მერიის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება; ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეებისათვის მუნიციპალური სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა; ქ) თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე პროგრამების დაგეგმვა, მომზადება და გან­ხორ­ციელება, პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის საჭირო შესყიდვების დოკუმენ­ტაციის მომზადება; ღ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სა­კი­თ­ხებზე წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება; ყ) მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგილ(ეებ)ის სხვა დავალებების შესრულება; შ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს ადმინისტ­რა­ცი­ულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციის უფლებები და ვალდებულებები 1. ადმინისტრაცია უფლებამოსილია: ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია და მონაცემები სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ორგანიზა­ციე­ბი­დან და საწარ­მოებიდან, აგრეთვე, ფიზიკური და იური­დიული პირებისგან; ბ) თავის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის, შეი­მუ­შაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგა­ნი­ზა­ციული მექანიზმები; გ) დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე და­უ­ყოვნებლივ მოამზადოს სათანადო წინადადებები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორ­გა­ნო­ში; დ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს საზოგა­დოე­ბის ინფორმირება, დარგში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ; ე) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს ადგი­ლო­ბრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 2. ადმინისტრაცია ვალდებულია: ა) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს იგი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რო­მელთა აღსრულებაც შედის მის კომპეტენციაში; ბ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კა­ნო­ნმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მო­თ­ხოვნები. მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დად­გე­ნილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი. 2. ადმინისტრაციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს ადმინისტრაციას და პასუხისმგებელია ადმინისტრაციაზე დაკისრებული ამო­ცა­ნებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე უნაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს ადმი­ნისტრაციის საჯარო მოსამ­სახუ­რეებს, ისმენს მათ ანგა­რიშებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციის საკადრო საკითხებთან დაკავშირე­ბით, ადმინისტრაციის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმ­გებ­ლო­ბის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფე­სიუ­ლი გან­ვი­თა­რების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგე­ნი­ლი წესით; ე) განსაზღვრავს ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორ­მებსა და მე­თოდებს, ადმინისტრაციის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ვ) უნაწილებს თანამშრომლებს ადმინისტრაციაში შემოსულ კორესპონდენციას და აწესებს კონ­ტ­როლს მათ შესრულებაზე; ზ) კო­ნ­ტ­როლს უწევს ადმინისტრაციის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას; თ) ადმინისტრაციის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინა­განაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს; ი) ხელს აწერს ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუ­მენ­­ტა­ციას, მათ შორის ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუ­მენ­ტა­ციის მოქ­მედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილ ხარ­ვე­ზე­ბის დად­გე­ნის შე­სა­ხებ შესაბამის წერილებს; კ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინ­დი­ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ლ) ადმინისტრაციისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ საკითხებს და მერიის თანამდებობის პირე­ბის ად­მი­ნისტრაციულ-სა­მა­რ­თლებრივი აქ­ტე­ბის პროექ­ტებს; მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგი­ლე(ებ)ს, ასევე, სტრუქტურული ერთეულების ხელმძ­ღ­ვა­ნე­ლებს; ნ) მერს წარუდგენს ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დას­კვნე­ბ­სა და რეკომენდაციებს; ო) მოთხოვნის შემთხვევაში, შეიმუშავებს და წარადგენს ადმინისტრაციის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ; პ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ საბჭოებში, სა­მუშაო ჯგუფებში და კომისიებში; ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონა­წი­ლეობ­დეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოად­გი­ლ(ეებ)ის ცა­ლ­­­კეულ დავალებებს; ს) ადმინისტრაციის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლო­ბით, მერიის დებულებით, ამ დებუ­ლე­ბითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ადმინისტრაციის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოფს ადმინისტრაციის და ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების  ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 4. ადმინისტრაციის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს ადმინისტრა­ციისადმი ან/და ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნების­მიერი უფლე­ბა­მო­­­­სილება. 5. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, ადმინისტრაციის უფროსის ფუნქ­ციებს, მერის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს ადმინისტრაციის ერთ-ერთი განყო­ფი­ლე­ბის უფროსი. 6. ადმინისტრაციის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის საქმიანო­ბი­სათვის მერის წინაშე. 7. ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახუ­რებ­რივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­სა­ზ­­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება ადმინისტრაციის გამგებლობას მიკუთ­ვნე­ბუ­ლი უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად. 2. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) სასამართლოსთან ურთიერთობის და ადმინისტრაციული დავების განყოფილება; გ) საქმისწარმოების განყოფილება; დ) მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; ე) საჯარო ინფორმაციის და არქივის განყოფილება; ვ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ზ) მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; თ) მოქალაქეთა საკითხების განყოფილება. 3. განყოფილებების ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 7🔗. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება 1. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია: ა) მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და მერიის მიერ ინი­ცი­რებული საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებ­რი­ვი ექს­პე­რ­ტიზა ან/და ვიზირება; ბ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზა­დე­ბუ­ლი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების სამართ­ლებ­რივი ექსპერტიზა ან/და ვიზირება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, მერისა და საკრებუ­ლოს ადმინისტრაციულ-სამართლებ­რი­ვი აქტების პროექტების მომზადება; დ) კომპეტენციის ფარგ­ლებში, მუნიციპალიტეტის ან მერიის მიერ დასადები ხელშეკრუ­ლებების პროექტების მომზა­დება, ხოლო შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, მუნიცი­პა­ლი­ტეტის ან მერიის მიერ დასადები ხელშეკ­რუ­ლე­ბების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა ან/და ვიზირება; ე) საჭიროებისას, მომართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ან მერიის მიერ დადე­ბუ­ლი ხელშეკრუ­ლებების შეწყვეტის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების/წარმოების განხორციე­ლე­ბა და სამართ­ლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ვ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსი­ლე­ბას მიკუთვ­ნე­ბულ ცალკეულ საკითხებზე სამართ­ლებრივი დასკვნების მომზადება; ზ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციუ­ლი ორგანოებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე დას­კვ­ნებისა და წინადა­დე­ბების მომზადება; თ) მუნიციპალიტეტის საქ­მიანობის მარეგულირებელი სამარ­თ­ლებრივი აქტების სრულ­ყო­ფის შესახებ წინადადებებისა და პროექტების მომზადება; ი) სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით მერიის თანამშრომლებისათვის სამართ­ლებრივი კონსულტაციების მიცემა; კ) თავისი კომპეტენციის ფარგ­ლებ­ში, ადმინისტრაციაში შესული კორესპონდენციის გან­ხილ­ვა; ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინი­ჭე­ბული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციის უფროსის დავალებით განსაზღვ­რუ­ლი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადმი­ნისტრაციის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს ადმი­ნისტრაციის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, ამზადებს და ადმი­ნისტრაციის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, ადმი­ნისტრაციის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ადმინისტრაციის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმი­ნისტრაციის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რი­ვი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 8🔗. სასამართლოსთან ურთიერთობის და ადმინისტრაციული დავების განყო­ფილება 1. სასამართლოსთან ურთიერთობის და ადმინისტრაციული დავების განყოფილების ფუნ­ქ­ციებია: ა) შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, მერიის და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლობა სასამართლოში, ასევე, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და ორგანიზაციებ­თან ურთიერთობისას (კომპეტენციის ფარგ­ლებში), თვითნებურად დაკა­ვე­ბულ მიწაზე საკუთ­რების უფლების აღიარების კომისიის წარ­მომადგენლობა სასამართლოში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მერიის ინტერესების დაცვა სახე­ლმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის ამ ორ­განოთა სხდომებზე, თათბირებზე და ა.შ.); გ) მერიის მიერ სასამართლოში წარსადგენი საპროცესო დოკუმენტაციის (სარჩელი, განც­ხა­დება, შუამდგომლობა, შესაგებელი, საჩივარი, მორიგების აქტი და ა.შ) მომზადება და კანონ­მ­დებ­ლობით დად­გე­ნილი წესით, ვადებში მათი წარდგენის უზრუნველყოფა სასამართლოში; დ) სასამართლოში წარმომადგენლობის სრულყოფილად განხორციელებისა და თავის კომ­პე­ტენციას მიკუთვნებული საკითხების სრულყოფილი განხილვა-გადაწყვე­ტი­ს მიზნით, მე­რიის სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორ­განიზაციებთან ურთიერთობა, შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვა და მოპოვება; ე) სასამართლო წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით, მერიაში შესული ად­მი­ნისტრაციული ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების, მიმარ­თ­ვე­ბი­სა და წერილების განხილვა; ვ) მერიაში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა (ზეპირი მოსმენების გა­მარ­თ­ვა), შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ზ) სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონის­ძი­ე­ბების განხორციელება; თ) თავისი კომპეტენციის ფარგ­ლებ­ში, ადმინისტრაციაში შესული კორესპონდენციის გან­ხილ­ვა; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინი­ჭე­ბული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციის უფროსის დავალებით განსაზღვ­რუ­ლი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადმი­ნისტრაციის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს ადმი­ნისტრაციის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და ადმი­ნისტრაციის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, ადმი­ნისტრაციის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ადმინისტრაციის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმი­ნისტრაციის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რი­ვი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 9🔗. საქმისწარმოების განყოფილება 1. საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციებია: ა) მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ისა და ადმინისტრაციის უფროსის თათ­ბი­რე­ბ­ზე დამსწრე პირთა მოწვევა; ბ) მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ისა და ადმინისტრაციის უფროსის თათ­ბი­რე­ბის ოქმების მომზადება, დამ­რავ­ლე­ბა, მისი ამონაწერების შესაბამის თანამდებობის პირებზე დაგ­ზავნა; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ინსტრუქციის შემუშავება, საქ­მისწარმოების ინსტრუქციით დადგენილი წესების დაცვა; დ) საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება, ელექტრონული სისტე­მის წვდომის დაშვება/შეწყვეტის უზრუნველყოფა და უსაფრთხოების მიზნით მუდმივი კონ­ტროლი; ე) მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის სამართლებრივი აქტების პროექტების რე­დაქ­ტირება, სტილისტური დახვეწა, დამუ­შა­ვე­ბა, საბოლოო ექსპერტიზისა და რედაქტირე­ბის შემდეგ ხელმოსაწერად მომზადება; ვ) მერიის თანამდებობის პირების, ასევე, სხვა უფლებამოსილი მოხელეების (კომი­სიების) სამართლებრივი აქტების რეგისტრაციაში გა­ტარება და თანმხლები რეკ­ვიზიტების შე­მოწმება; ზ) მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის სამართლებრივი აქტების შესაბამის მე­რიის სტრუქტურულ ერ­თეუ­ლებზე და თანამდებობის პირებზე დასაგზავნად მომზადება და მისი დაგზავნის უზ­რუნ­ველყოფა, მათი სისტემატიზაცია და შენახვა, სამართლებრივი აქ­ტების ელექ­ტრონული ბაზის წარმოება; თ) მერიაში ერთიანი საქმისწარმოების, კორესპონდენციის ცენტრალი­ზე­ბული დოკუმენ­ტბ­რუნვის და საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება; ი) მერიაში შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია, მათი თან­დართული მასალებით დამუშავება შემსრულებლამდე მიწოდება და საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით შენახვა არქივში ჩაბარებამდე; კ) მერიიდან გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია და დანიშნუ­ლე­ბისამებრ ადრესა­ტისათვის ჩაბარება ან საფოსტო კავშირებით გადაგზავნა და საქმეთა ნომენკლატურის მიხედ­ვით შენახვა; ლ) მერიის შიდა კორესპონდენციის რეგისტრაცია, მათი დროულად და­მუშავება და შემ­სრულებლამდე მიწოდება; მ) დამტკიცებული  საქმეთა  ნომენკლატურის  მიხედვით  მერიაში ერთიანი საქმისწარ­მო­ე­ბის განხორციელება; ნ) მერიაში შემოსულ, კონტროლზე აყვანილი კორესპონდენციის შესრულების ვადების დაცვისათვის შეხსენების სისტემის განხორციელება, ცალკეულ დავალებათა დროულად შეს­რუ­ლების მიზნით საკონტროლო წერილების შედგენა და შემს­რულებელზე გაგზავნა; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისათვის მუნიციპალური სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა; პ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინი­ჭე­ბული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციის უფროსის დავალებით განსაზღვ­რუ­ლი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადმი­ნისტრაციის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს ადმი­ნისტრაციის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და ადმი­ნისტრაციის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, ადმი­ნისტრაციის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ადმინისტრაციის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმი­ნისტრაციის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რი­ვი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 10🔗. მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება 1. მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციებია: ა) მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან, პრესსამსახურებთან და სხვადასხვა უწყებებთან მერიის თანამდებობის პირების და სხვა თანამშრომლების შეხ­ვედრების ორგანიზება; ბ) მერიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, გან­ც­ხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი საინფორ­მა­ციო საშუალებებისათვის მიწოდება; გ) მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესა­ხებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; დ) პრეს­კონფერენციების, ბრიფინგების ორგანიზება და მოწყობა, პრესრელიზების, ანონ­სე­ბის, ინტერვიუების მომზადება; ე) ბუკლეტების, ბროშურების, ცნობარების და სხვა სახის ბეჭდური პროდუქციის მომზა­დე­ბა; ვ) მერიის სარეკლამო კამპანიის მართვა, ყოველდღიური პრესის მონიტორინგი, ნე­ბის­მიე­რი საინფორმაციო მასალის აღრიცხვა და დაარქივება; ზ) მერიის PR აქციების დაგეგმვა, ორგანიზება და ანალიზი, სტრატეგიის შემუშავება; თ) მერიის სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების სის­ტემური ინფორ­მირება, ასევე, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება მასმედიის სა­შუ­ა­ლებებში გავრცელებული საზოგადოებისათვის პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირე­ბით; ი) მერთან ან/და ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, შესაბამისი სტრუქტურული ერ­თეუ­ლე­ბის თანამშრომლების შერჩევა, რომლებიც უზრუნველყოფენ მედია საშუალებები­სათ­ვის ინტე­რ­ვიუებისა და სატელეფონო კომენტარების მიცემას; კ) ინფორმაციის მიღების მიზნით, კონფერენციებზე, სხდომებზე, თათბირებსა და შეხვედ­რებ­ზე დასწრება; ლ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების სრულყოფილი განხილვა-გადაწყ­ვეტი­სათვის, მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწე­სე-ბუ­ლებებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა, შესაბამისი მასალების გამოთხოვა და მო­პო­ვება; მ) კონტაქტების დამყარება მასმედიის და საზოგადოების წარმომადგენლებთან; ნ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან მი­ღე­ბუ­ლი ინფორმაციის, წინადადებებისა და შენიშვნების ანალიზი; ო) სოციალური ქსელების და ვებგვერდის ადმინისტრირება, სოციალურ ქსელებში, ვებ­გვერ­დზე განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება, განახლება, რედაქტი­რე­ბა, საინფორმაციო უზრუნველყოფა და მართვა; პ) საქართველოში მერიის ხაზით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგე­ნელ­თა ვიზიტების, გამართული შეხვედრებისა და მიღწეული შეთანხმებების შესა­ხებ ინფორმაციის გავრცელება მედიის საშუალებებით და საზოგადოების ინფორმირება; ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინი­ჭე­ბული, ასევე კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციის უფროსის დავალებით განსაზღვ­რუ­ლი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადმი­ნისტრაციის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს ადმი­ნისტრაციის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და ადმი­ნისტრაციის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, ადმი­ნისტრაციის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ადმინისტრაციის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმი­ნისტრაციის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რი­ვი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 11🔗. საჯარო ინფორმაციის და არქივის განყოფილება 1. საჯარო ინფორმაციის და არქივის განყოფილების ფუნქციებია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქ­ვეყ­ნების უზრუნველყოფა; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ყოველწ­ლიური ანგარიშის მომზადება, ანგარიშების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში გაგზავნის და გამოქვეყნების უზრუნველყოფა; გ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნების სისტემის სრულყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება; დ) მერიის საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, დასამტკიცებლად წარდგენა მერთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამ­მარ­თვე­ლოსთან შეთანხმება; ე) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ გადაცემული მასალების აღრიცხვა, სის­ტემატიზაცია, დაცვა და დადგენილი წესით შენახვა, საარქივო მასალების შენახვა და საუწყებო არქივის წარმოება; ვ) არქივის დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო ბაზის შექმნა და სისტემატურად გაუმ­ჯობესება; ზ) საარქივო წარმოების საკითხებში მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის მეთო­დუ­რი დახმარება და კონსულტაცია; თ) დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, საორგანიზაციო და მეთოდური ღონისძიებების კომპლექსის განხორციელება დოკუმენტების მუდმივი შენახვისათვის გადასა­ცემად; ი) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების სრულყოფილი განხილვა-გადაწყ­ვე­ტი­სათვის, მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწე­სებუ­ლე­ბებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა; კ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინი­ჭე­ბული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციის უფროსის დავალებით განსაზღვ­რუ­ლი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადმი­ნისტრაციის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს ადმი­ნისტრაციის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და ადმი­ნისტრაციის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, ადმი­ნისტრაციის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ადმინისტრაციის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმი­ნისტრაციის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რი­ვი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 12🔗. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება 1. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციებია: ა) მერიის საჯარო მოსამსახურეების სამუშაოზე მიღებისა და სამუ­შაოდან გათავი­სუფ­ლე­ბის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების, შვებულებებისა და მივ­ლინებების, აგრეთვე, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სხვა სამა­რ­თ­ლებრივი აქ­ტე­ბის პრო­ექტების მომზადება; ბ) მერიაში ახლადმიღებულ თანამშრომელთა მიერ საჯარო მოხელის ფიცის დადებისა და შინაგანაწესის გაცნობის ხელწერილების ჩამორთმევის პროცედურის განხორციელება; გ) მერიის საჯარო მო­სამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, საკადრო მონაცემების ინფორმაციული ბაზის შექმნა; დ) მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მერიის საჯარო მოსამსახურეების თა­ნამ­დებობრივი ინსტრუქციების და სამუ­შაო აღწერილობების მომზადება, დამატებითი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვნებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტე­რიუ­მებისა და მეთო­დო­ლოგიის განსაზღვრა; ე) დადგე­ნი­ლი წესით, მოხელის შეფასებისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავე­ბ­ლად კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ვ) სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების ორ­განიზება და პროცესის ზედამხედველობა; ზ) მერიის შინაგანაწესის შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; თ) სამსახურებრივი ინსპექტი­რე­ბი­სა და დისციპლინური წარმოების განხორციელება; ი) დადგენილი წესით, მერიის თანამშრომელთა ხელფასებზე კანონმდებლობით გათვა­ლის­წინებული დანამატების განსაზღვრის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმ­გებ­ლო­ბის ზომების გამოყენების თაობაზე სა­მართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ინსტიტუციური გაძლიერების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ლ) შრომის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა; მ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინი­ჭე­ბული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციის უფროსის დავალებით განსაზღვ­რუ­ლი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადმი­ნისტრაციის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს ადმი­ნისტრაციის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და ადმი­ნისტრაციის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, ადმი­ნისტრაციის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ადმინისტრაციის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმი­ნისტრაციის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რი­ვი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 13🔗. მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება 1. მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია: ა) მერის, მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება, მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა, შენახვა და რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა; ბ) მერის, მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო პირობების შექმნაზე ზრუნვა და მათი აღჭურვა საქმიანო­ბი­სათვის აუცილებელი ტექნიკითა და ინვენტარით; გ) კომპეტენციის ფარგლებში ბაზრის კვლევის განხორციელება, წლის განმავლობაში მე­რიის მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო უზრუნველყოფის მიზნით განსახორ­ციე­ლე­ბელი შესყიდვების გეგმისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; დ) ადმინისტრაციული დანიშნულების მატერიალური რესურსების ინვენ­ტა­რიზაციის პრო­­­ცესის ხელშეწყობა/ორგანიზება; ე) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში გაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების ხელ­შეკრულებების ინსპექტირება, მიღება-ჩაბარებების აქტების მომზადება და გაფორმება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საფინანსო სფეროს მერიის სტრუქტურული ერთეულისათ­ვის გასაგზავნი მატერია­ლური რესურსების მოძრაობის და ხარჯვის საკითხებთან დაკავშირე­ბუ­ლი დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი კორესპონდენციის მომზადება; ზ) მერიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართული ექსპლუა­ტა­ცია და ფუნქციონი­რე­ბა, მისი გაუმჯობესება და სრულყოფა; თ) მერიის ადმინისტრაციულ შენობებში სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების კოორდინაცია; ი) მერიის საყოფაცხოვრებო საქონლით, საწვავ-საპოხი მასალით, მანქანა-მოწყობილო­ბე­ბით, ტრანსპორტით, სამშენებლო მასალით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი საქონლით მომარაგება; კ) მერიის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება; ლ) ადმინისტრაციული შენობებისა და მასთან დაკავშირებული საინჟინრო სისტემების ექსპ­ლუ­ა­ტაცია და მათი მოვლა-შენახვა; მ) მერიის თანამშრომლის საქართველოს ტერიტორიაზე მივლინე­ბების ორგანიზება და ამ მიზნით ტრანსპორტით უზრუნველ­ყო­ფა; ნ) მერიის სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალი­ზე­ბუ­ლი აღრიცხვა, დადგენილი წესის შესაბამისად, საწვავის ლიმიტების განაწილება და საწვავის ხარჯვის უწყისების წარმოება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ო) მერიის სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის შესა­ხებ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებისა და მატერიალური პასუხისმგებლობის ხელ­შეკრუ­ლე­ბის გაფორმება; პ) მერიის სარგებლობაში არსებულ ავტომანქანებზე ადმინისტრაციული სამართალ­დარღ­ვე­ვის ოქმების (ვიდეო ჯარიმები) პასუხისმგებელი პირებისთვის ჩაბარება და დროულად, კა­ნონ­მდებლობით დადგენილი წესით შედგენილი ჯარიმის გადახდის კონტროლი; ჟ) მერიის გამართული ფუნქციონირებისათვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნ­ველ­ყო­ფის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; რ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინი­ჭე­ბული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციის უფროსის დავალებით განსაზღვ­რუ­ლი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადმი­ნისტრაციის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს ადმი­ნისტრაციის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და ადმი­ნისტრაციის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, ადმი­ნისტრაციის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ადმინისტრაციის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმი­ნისტრაციის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რი­ვი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 14🔗. მოქალაქეთა საკითხების განყოფილება 1. მოქალაქეთა საკითხების განყოფილების ფუნქციებია: ა) მუნიციპალური პროგრამების, პროექტებისა და სერვისების შესახებ მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევა; ბ) მერიაში მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, საშვთა სისტემის მუშაობის უზრუნველ­ყოფა; გ) მერიის თანამდებობის პირებთან, აგრეთვე, მათ წარმომადგენლებთან მოქალაქეების შეხ­ვედრის ორგანიზება; დ) მერისა და მისი მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღებასთან დაკავშირებული საკით­ხე­ბის ორგანიზაციული და დოკუმენტური უზრუნველყოფა, ინფორმაციის წინასწარი მოპოვე­ბისა და დამუშავების გზით; ე) მოქალაქეთა მიღების პროცესში მერისა და მისი მოადგილეების მიერ გაცემული დავა­ლე­ბების აღრიცხვა (რეესტრის წარმოება), მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო მოსამსახუ­რეე­ბისათვის გადაცემა და დავალებათა შესრულების კონტროლი; ვ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების სრულყოფილი განხილვა-გადაწყ­ვე­ტი­­­სათვის, მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწე­სებუ­ლე­­ბებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა, შესაბამისი მასალების გამოთხოვა და მო­პო­ვე­ბა; ზ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან მიღე­ბუ­ლი ინფორმაციის, წინადადებებისა და შენიშვნების ანალიზი, მათ შესრულებაზე მონიტო­რინ­­გი; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემოსული განცხადებებისა და ოფი­ცია­ლური კო­რეს­­პონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების განხორციელება; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციე­ლე­ბაში მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; კ) მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა უწყებებთან,  ადგი­ლობრივ და საერთაშორისო ორგანიზაცებთან თანამშრომლობა; ლ) მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ სერვისცენტრებთან თანამშრომლობა და მოქალაქეთა მომსახურების საკითხების კოორდინაცია; მ) მოქალაქეებსა და ინტერეს ჯგუფებთან კონტაქტების დამყარება; ნ) მერიაში ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ო) დადგენილი წესის შესაბამისად, მერის მიერ საპატიო წოდებების მინიჭების საკითხების განხილვის ხელშეწყობა; პ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინი­ჭე­ბული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციის უფროსის დავალებით განსაზღვ­რუ­ლი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადმი­ნისტრაციის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს ადმი­ნისტრაციის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და ადმი­ნისტრაციის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, ადმი­ნისტრაციის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ადმინისტრაციის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმი­ნისტრაციის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რი­ვი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 15🔗. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეები 1. ადმინისტრაციის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტა­ტო ნუს­ხით. 2. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდე­ბობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და ადმინისტრაციის უფროსის დავა­ლებით გან­სა­ზ­ღ­ვ­­რულ ფუნქციებს. 3. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმ­დებ­ლო­ბა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და ადმინისტრაციის უფროსის ადმი­ნის­ტრაციულ-სა­მა­რ­თლებრივი აქტები.  მუხლი 16🔗. ადმინისტრაციის დაფინანსება და ქონება  1. ადმინისტრაციის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრე­ბით. 2. ადმინისტრაციის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიცი­პა­ლი­ტე­ტის საკუთრებას. მუხლი 17🔗. დასკვნითი დებულებები 1. ადმინისტრაციის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მო­­ქ­მე­დი კანონმდებლობით დადგენილი წე­სით.