ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.03.2018
ძალაში შესვლა 01.05.2018
ძალის დაკარგვა 02.03.2026
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016371
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,267 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.03.2018 მიღება
01.05.2018 ძალაში შესვლა
02.03.2026 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ სალუქვაძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №23 2018 წლის 16 მარტი ქ. ბათუმი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად, ქალაქ ბათუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო ადგენს : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერ­ვი­სების მართვის სამსა­ხურის დე­­ბულება, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბა­­თუ­­მის მუნიციპალიტეტის საკ­რებულოს 2017 წლის 28 ივნისის №18 დად­გე­ნი­ლება (გამოქვეყ­ნე­­ბის წყარო, თარიღი: www.matsne.gov.ge, 04/07/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132. 016322). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთამაზ სალუქვაძე დანართი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემ­დგომ­ში – მე­­რია) სტრუ­ქტურული ერთეულის - მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სა­მ­სახურის (შემ­დგომ­ში – სამ­სახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუ­ქ­ტუ­რას, უფლება­მო­სი­ლე­­ბა­სა და ანგა­რი­შ­ვა­ლდე­ბუ­ლე­ბას, ასევე აწესრიგებს მის საქმიანობასთან და­კავ­შირებულ სხვა საკი­თ­ხებს. 2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერ­თე­­ულს, რომელიც შექმ­ნი­­ლია საქარ­თ­­ველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­­ლობის კოდექსი“ და მე­რი­ის დე­ბუ­ლე­ბის შე­საბამი­სად. 3. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიცი­პა­ლური ქონების და სერვისების მართვის სამსა­ხური. 4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და მეორადი სტრუ­ქ­ტურული ერთეულების – განყოფილებებისგან და თანამშრომ­ლე­ბის­გან. 5. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერ­თა­შორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ ბა­­თუმის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ორგანოების სამართლებრივი აქ­ტე­ბითა და ამ დებულებით. 6. სამსახურს გააჩნია ბლანკი, ბეჭედი – სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. 7. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დას­რუ­­­ლებული ბალანსი და ანგარიში. 8. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემ­დგომ­ში – მე­რი) წინაშე. 9. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციე­ლებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე. 10. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მე­რიას. 11. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპები სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა; ე) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძ­ველზე; ვ) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგა­წონას­წორე­ბით; ზ) მიუკერძოებლობა; თ) საქვეყნოობა და საჯაროობა; ი) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები. მუხლი 3🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ამოცანებია: ა) მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტაციის შემუშავება და განხორციელება; ბ) ეკონომიკური საქმიანობის ნებართვების გაცემის უზრუნველყოფა; გ) საქართველოს ადმინის­ტრა­ციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, მუნი­ცი­პა­ლიტეტის კომპეტენციას მი­კუთ­ვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციული ზედამხედ­ვე­ლო­ბის განხორციელება; დ) საქალაქო მუნი­ციპალური სერვისებისა და ორგანიზაციების საქ­მიანობის კოორ­დინა­ცია. ე) კომუნალური სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობა; ვ) საბინაო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ზ) მუნიციპალური ქონების მართვა. 2. სამსახურის ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის ქონების მართვის პოლიტიკის - მიმართულებების განსაზღვრა; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უძრავი ქონების აღრიცხვა. პირველადი რეგისტრა­ციის მასალების საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ წარ­დგენა; გ) წინადადებების შემუშავება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნი­ცი­პა­ლი­­ტეტისათვის გადმოცემის შესახებ; დ) წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის მართ­ვი­სა და განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან - ოპტიმალურ განკარგვასთან დაკავშირებით; ე) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, წინადადებების შემუშავება მუნიციპა­ლი­ტე­ტის სა­კუთ­რებაში არსებული კონკრეტული ქონების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადა­ცე­მის შესა­ხებ; ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დას­რულების შემდეგ, მასალების მომზადება შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად; ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ თუ იური­დი­ულ პირებზე საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემისას ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება; თ) მონიტორინგის შედეგების გაანალიზება, არსებული ხარვეზების გამოვლენა, წინადა­დე­­ბების შემუშავება ხელშეკრულებაში აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობების შესა­ხებ, რომ­ლებიც გააუმჯობესებს ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მუნიციპალი­ტე­ტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ვალდებუ­ლე­ბე­ბის შესრულების მონიტორინგის კუთხით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; კ) ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების წარ­მოდგენა; ლ) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივ­რ­ცეების გამოყენებასთან დაკავში­რე­ბით; მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მი­წის ნაკვეთებზე ან/და მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ექვემ­დე­ბა­რება მუნიციპალიტეტის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, პარ­კირების ორგანიზება; ნ) „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექსპროპრიაციის პროცესის განხორციელება. საექს­პრო­პრიაციო ქონების მესაკუთრესთან მოლაპარაკების წარმართვა მხარეთა შორის შეთანხმების ნებაყოფლობით გაფორმების მიზნით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ექსპრო­პრი­აციის უფლების მოპოვების მიზნით შესაბამისი მასალების და სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელების დოკუმენტაციის მომზადება; ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობის ხელშეწ­ყობა; პ) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გა­­და­ცემა; ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, სარეკლამო საშუალებების გან­თავ­სების და კომპეტენციის ფარგლებში სხვა სახის ნებართვების გაცემა; რ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, მუნი­ცი­­პა­­ლიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციული ზედამხედვე­ლო­ბის განხორციელება; ს) საქალაქო მუნიციპალური სერვისებისა და ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია; ტ) სემინარებში, კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მი­ღება; უ) თავისი კომპეტენციის მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტე­ბის მომზადება; ფ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირება სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე, თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგა­ნიზაციებთან, ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება და კანონით დად­გე­ნილ ვადებში განხილვა; ქ) მუნიციპალიტეტის დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმით გათვალისწი­ნე­ბული ღონისძიებების კოორდინაცია; ღ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებუ­ლე­­­ბით, ამ დებულებით, მერისა და მუ­ნი­ციპალიტეტის საკრებულოს (შემ­დგომ­ში - საკრებულო) ადმინისტ­რა­ცი­ულ-სამარ­თლებრი­ვი აქ­ტე­ბით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორ­ციე­ლე­ბა. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები 1. სამსახური უფლებამოსილია: ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია და მონაცემები სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ორგანიზა­ციე­ბი­დან და საწარ­მოებიდან, აგრეთვე, ფიზიკური და იური­დიული პირებისგან; ბ) თავის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის, შეი­მუ­შაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგა­ნი­ზა­ციული მექანიზმები; გ) დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე და­უ­ყოვნებლივ მოამზადოს სათანადო წინადადებები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორ­გა­ნო­ში; დ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს საზოგა­დოე­ბის ინფორმირება, დარგში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ; ე) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს ადგი­ლო­ბრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში დადგენილი წესების და­ც­­ვასა და შესრულების შე­მოწ­მების მიზნით, შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დო­­კუ­მენ­ტაცია ნებისმიერი ფიზიკური ან/და იური­დიუ­ლი პირისაგან, საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების განურჩევლად; ზ) გასცეს გაფრთხილება, განსაზღვროს დარღვევის აღ­მო­ფ­ხვრის ღონისძიებები და ვადე­ბი, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან და დროულ შეს­რუ­ლე­ბა­ზე, მი­ი­ღოს დასაბუ­თე­ბუ­ლი გადაწყვეტილება გაფრთხილების პირობების მის მიერ ან მესამე პი­რის მეშ­ვეო­ბით ან/და საკუთარი ხარ­ჯით შეს­რუ­ლების თაობაზე; თ) აწარმოოს კონტროლი თვითმმართველი ერთეულის იერსახის, გარე რეკლამის, აბრის გან­თავსების, პარკირების, სა­ზო­გა­დოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვისა და გარე ვა­ჭ­რობის წესების დაცვაზე; ი) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრ­ღ­ვე­ვი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე სხვა პირის მიმართ გამოიყენოს საქართ­ვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები; კ) სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით, შეად­გი­ნოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი/საჯარიმო ქვითარი; ლ) საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამრ­ღვე­ვი პირის დადგენის (იდე­­ნტიფი­ცირე­ბის) ან სხვა მიზნით, დახმარებისთვის მიმართოს პოლიციას; მ) საკითხის უკეთესად შესწავლის მიზნით, თუ საჭიროა სპეციალური ცოდნის მქონე პირის მონაწილეობა, მოიწვიოს შესაბამისი ორგანოს სპეციალისტები ან დამოუკიდებელი ექს­პერ­ტები და სპეციალისტები; ნ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილებების გან­ხორ­ციე­ლე­ბისას გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: რაცია, ფოტო-ვიდეო აპარატურა, გა­ზო­მვის მო­­წ­ყობილობები, ასევე, სპეციალური მაშუქი და ხმოვანი მოწყობილობები, დასალუქი საშუა­ლე­ბები, ისარგებლოს სპეციალური უნიფორმით და ლოგოთი. ო) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 2. სამსახური ვალდებულია: ა) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს იგი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რო­მელთა აღსრულებაც შედის მის კომპეტენციაში; ბ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კა­ნო­ნმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მო­თ­ხოვნები. გ) აწარმოოს კონტროლი საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდ­ვა­ზე, ქუ­ჩე­ბში, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საე­რ­თო სარ­გე­ბლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინ­ჟინ­რო ქსე­ლე­ბის ჩაწყობა-გადაკეთებაზე, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპე­ცია­ლურად გა­მო­ყო­ფილ საყ­რელებზე გატანაზე, სამშენებლო ტერიტორიების შემოღობვების მოწყო­ბა­ზე, ქუ­ჩის დრო­­­­ე­ბით ან ნაწილობრივ გადაკეტვაზე, აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წე­სე­ბით და გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ ვადებში შესრულებაზე; დ) აწარმოოს კონტროლი ხეებისა და მწვანე ნარგავების დაზიანებაზე, მოჭრაზე, გადა­ბელ­ვა­ზე და განადგურებაზე; ე) ოპერატიულად მოახდინოს შესაბამისი რეაგირება შემოსულ ინფორმაციაზე; ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება ან/და ზი­ანის ანაზღაურების მიზნით სათანადო ღონისძიებების გასატარებლად მასალები გადასცეს მე­­­რიის შესაბამის სამ­სახურს; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევთა მიმართ გამოი­ყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამო­ცა­ნებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე უნაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამ­სახუ­რეებს, ისმენს მათ ანგა­რი­შებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირე­ბით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმ­გებ­ლო­ბის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფე­სიუ­ლი გან­ვი­თა­რების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგე­ნი­ლი წესით; ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორ­მებსა და მე­თოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ვ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და აწესებს კონ­ტ­როლს მათ შესრულებაზე; ზ) კო­ნ­ტ­როლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას; თ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინა­განა­წესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს; ი) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუ­მენ­­ტა­ციას, მათ შორის, ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუ­მენ­ტა­ციის მოქ­მედ კა­ნონ­მდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილ ხარ­ვე­ზე­ბის დად­გე­ნის შე­სა­ხებ შესაბამის წერილებს; კ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინ­დი­­ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ლ) სამსახურისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ საკითხებს და მერიის თანამდებობის პირე­ბის ად­მი­ნისტრაციულ-სა­მა­რ­თლებრივი აქ­ტე­ბის პროექ­ტებს; მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგი­ლე(ებ)ს, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელმძ­ღ­ვა­ნე­ლებს; ნ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დას­კვნე­ბ­სა და რეკომენდაციებს; ო) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ; პ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ საბჭოებში, სა­მუშაო ჯგუფებში და კომისიებში; ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონა­წი­ლეობ­დეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოად­გი­ლ(ეებ)ის ცა­ლ­­­კეულ დავალებებს; ს) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლო­ბით, მერიის დებულებით, ამ დებუ­ლე­ბითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინი­ჭე­ბულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის, სამსახურის დაქვემ­დებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციების შესრულება და პასუ­ხისმ­გებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე. 4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლე­ბა­მო­­­­­­სი­ლება. 5. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში სამსახურის უფროსის ფუნქციებს მერის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 6. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანო­ბი­სათვის მერის ან/და კურატორი მერის მოადგილის წინაშე. 7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­საზ­­­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთ­ვნე­ბუ­ლი უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მუნიციპალური ქონების პოლიტიკის და განკარგვის განყოფილება; ბ) საკუთრების აღიარების განყოფილება; გ) ეკონომიკური საქმიანობის ნებართვების განყო­ფი­­ლება; დ) ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება;   ე) საქალაქო მუნიციპალური სერვისების და ორგანიზაციების კოორდინაციის განყო­ფი­ლება. 3. განყოფილებების გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წი­­ნამ­დებარე დებულებით. მუხლი 7🔗. მუნიციპალური ქონების პოლიტიკის და განკარგვის განყოფილების უფლებამო­სი­ლებები 1. მუნიციპალური ქონების პოლიტიკის და განკარგვის განყოფილება: ა) უზრუნველყოფს მუნიციპალური ქონების პოლიტიკის  სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას და განხორციელებას; ბ) უზრუნველყოფს სამომავლო პრიორიტეტების დასახვას, ანალიტიკური ანგარიშების, რეკომენდაციების მომზადებას; გ) უზრუნველყოფს სამსახურის მიერ განსახორციელებელი პროგრამების შემუშავებას და მათ განხორციელების მონიტორინგს; დ) უზრუნველყოფს სამსახურის რისკების მართვის ორგანიზებას; ე) ახორციელებს სტატისტიკური ინფორმაციების მიღება/დამუშავებას; ვ) ახორციელებს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას, მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოებას და სისტემატიურ განახლებას; ზ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ინვენტა­რი­ზაციაში; თ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეეს­­ტრში პირველადი რეგისტრაციის, ასევე, მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საჯარო რეეს­ტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის (მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობის კორექტირების, დაზუსტების, დაყოფის, გაერთიანების, მათ შორის, საკადასტრო/შიდა აზომვი­თი სამუშაოების განხორციელების) და საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენის მიზ­ნით მასალების მომზადებას, ახორციელებს საჯარო რეესტრში მათ რეგისტრაციას; ი) ახორციელებს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მერიას შორის გა­ფორმებული მემორანდუმის თანახმად, მუნიციპალიტეტის მერიის სახელით „განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციას ელექტრონული წიგნის“ ელექტრონული პროგრამით სარგებ­ლო­ბას და პირველადი დოკუმენტაციის საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში ელექტრონულად (პროგრამულად) ჩაბარებას; კ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარ­გვასთან დაკავშირებული წინადადებების განხილვაში; ლ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით ან/და სარგებლობაში მიღებით და­ი­ნ­­­ტერესებულ პირთაგან შემოსული კორესპონდენციის განხილვას, შეთანხმებას და მის მი­ხედ­­ვით ქონების საპრივატიზაციოდ ან/და სარგებლობაში გადასაცემად მასალების (რეგისტ­რა­ციის დაზუსტების, ქონების შეფასების, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ცვლილებების შეტანის და ა.შ.), განმცხადებლებზე საპასუხო წერილების, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასა და მარ­თვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით საკრებულოს სამართლებრივი აქტების პრო­ექ­ტების მომზადებას; ნ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის, მართვის უფლებით გადაცემის მიზნით აუქციონის ორ­განიზებას და აუქციონის შედეგების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას (აუქციონის გამოცხადება, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მომ­ზადება, აუ­ქ­ციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკ­რუ­ლების დასადებად საქმის მასა­ლე­ბის მომზა­დე­ბა, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და ა.შ. მუნიციპა­ლი­ტეტის მერის სა­მარ­თ­ლებრივი აქტის პროექტის მომზადება); ო) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გზით საკუთრებაში ან/და სარგებლობაში განკარგვის, ასევე მართვის უფლებით გადაცემის საქმეების მომზადებას და შენახვას; პ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში გადაცემასთან, ასევე ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან/და სარგებ­ლო­ბაში მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, შესაბამისი მასა­ლე­ბის (ხელშეკრულებების) საჯარო რეესტრში რეგისტრაციას; ჟ) ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთ­რე­ბა­ში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებრივი საკითხების მოწესრიგებას; რ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების მართვის, სარ­გებ­ლო­ბაში გადაცემის, ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის, გასხვისების და სხვა საკითხებზე შემოსული კორესპონდენციის განხილვას, შეთანხმებას, საპასუხო წე­რი­ლე­ბის პროექტების მომზადებას; ს) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცეებისა და მი­წის ნაკვეთების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და წერი­ლების, მერის და საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად განხილვას, შე­თანხ­მე­ბას, საპასუხო სანებართვო წერილების პროექტების მომზადებას; ტ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართების (ბინების) აღრიცხვას; უ) ამზადებს ცალკეულ ფიზიკურ პირთა საცხოვრებელი ფართების სახელმწიფოს, აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყ­ვე­ტი­ლე­ბის საფუძველზე საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტო­მო­ბი­ლო გზე­ბის (სხვა ინფრასტრუქტურის) მშენებლობისათვის გამოყენებისას, მუნიციპალიტეტის საკუთ­რე­ბაში არსებული საცხოვრებელი ფართების მათთვის კომპენსაციის სახით გადაცემის მასა­ლებს, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ფ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე საკუთრებაში ან/და სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების შესრულების მონიტორინგს, მასთან დაკავშირებული წერილების პროექტების და სხვა მასალების მომზადებას; ქ) თუ ხელშეკრულების მხარე საპატიო მიზეზით ვერ ახდენს ხელშეკრულების მთლიანი ან რომელიმე პირობის განსაზღვრულ ვადებში შესრულებას, მხარის მომართვის შემთხვევაში საპატიო მიზეზების გათვალისწინებით, საპასუხო წერილის პროექტის სახით ამზადებს წინადადებებს შესრულებისათვის დამატებითი ვადის დაწესების შესახებ; ღ) ხელშეკრულების მხარის მომართვის შემთხვევაში, იხილავს და ამზადებს წინადა­დე­ბების პროექტს ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების შესახებ; ყ) ხელშეკრულების მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისას ან არაჯე­როვნად შესრულებისას, გაფრთხილების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ან უამისოდ წარ­მოადგენს წინადადებებს ხელშეკრულების ძალაში დატოვების ან/და შეწყვეტის შესახებ; ხელ­შეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, კანონმდებლობით გათვა­ლის­წი­ნე­ბული ღონისძიებების გასატარებლად ამზადებს მასალებს საკითხის მერიის შესაბამისი სამ­­სახურისათვის გადასაცემად; შ) თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს მერიის მიერ შესრულების დადასტურებას, იხი­ლავს შესრულების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობას და ამზადებს დადასტურების წერილის პროექტს; ჩ) ახორციელებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორ­თმე­ვის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექსპროპრიაციის პროცესის განხორ­ცი­ელების მასალების მომზადებას; ც) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით გან­საზ­ღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შეს­რულება და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 8🔗. საკუთრების აღიარების განყოფილების უფ­ლებამოსილებები 1. საკუთრების აღიარების განყოფილება: ა) ხელს უწყობს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალი­ტეტის ტერიტო­რი­აზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კო­მი­სიაზე განსახილ­ველად; ბ) ხელს უწყობს მუნიციპალი­ტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკა­ვებულ მიწაზე სა­კუთ­რების უფლების აღიარების კომისიის მიერ ქონებების ადგილზე დათ­ვა­ლიერების პროცესს; გ) ორგანიზებას უწევს მუნიციპალი­ტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მი­წა­ზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომების ჩატარების პრო­ცესს; დ) ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებებს მუნიციპალი­ტეტის ტერი­ტო­რიაზე თვით­ნე­ბურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქ­მი­ანობის ხელშეწ­ყობის მიზნით; ე) ახორციელებს საცხოვრებელი ბინების პრივატიზაციის თაობაზე მოქალაქეების მიერ შემო­ტანილი განცხადებების განხილვას, შესაბამისი აქტების პრო­ექტების მომზადებას; ვ) ხელს უწყობს უფლებამოსილ პირს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვე-თებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკა­დას­ტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტის წარ­მომადგენლისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებაში და ამზადებს შესა­ბა­მისი აქტების პროექტებს; ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით გან­საზ­ღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შეს­რულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 9🔗. ეკონომიკური საქმიანობის ნებართვების განყოფილების უფლებამოსილებები 1. ეკონომიკური საქმიანობის ნებართვების განყოფილება: ა) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასწარ განსაზღვრული ადგი­ლე­ბის და გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული პირობების, გარე ვაჭრობის უფლების მაძიებლის გა­ნაცხადის შესაბამისობის დადგენას და წარუდგენს წინადადებებს აღმასრულებელ ორგანოს; ბ) აღრიცხავს გარე ვაჭრობის შესაბამისი პირობების დაცვის გათვალისწინებით გაცემულ გარე ვაჭრობის ადგილებს და პერიოდულად ახორციელებს პირობების შესაბამისობასთან იდენ­ტიფიცირებას; გ) შეიმუშავებს წინადადებებს გარე ვაჭრობის გაუმჯობე­სებას­თან დაკავშირებით; დ) ამზადებს წინადადებებს გარე ვაჭრობის ადგილების ოპტიმალურად განკარგვის შესა­ხებ; ე) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის  ადგილების გა­მოყენე­ბის შესახებ წინადადებებს, ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს; ვ) გარე ვაჭრობის უფლების მფლობელის მიერ პირობების დარღვევისას ან არაჯე­რო­ვ­ნად შესრულებისას, გაფრთხილების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ან უამისოდ, წარ­მოა­დ­გენს წინადადებებს გარე ვაჭრობის უფლების ძალაში დატოვების ან/და შეწყვეტის შესახებ, ხო­ლო უფლების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, კანონმდებლობით გათვა­ლის­წინე­ბული ღონისძიებების გასატარებლად ამზადებს მასალებს საკითხის მერიის შესაბამისი სამ­სა­ხუ­რისათვის გადასაცემად; ზ) იხილავს და ამზადებს წინადადებებს უფლებაში შესატანი ცვლილებების შესახებ; თ) კვარტალში ერთხელ ამზადებს ინფორმაციას გარე ვაჭრობის უფლე­ბის პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ, პირობების შეუსრულებლობის მიზეზების მითითებით და ანალიზით, თუ პირობების შეუსრულებლობის რომელი მიზეზი უნდა იქნეს მიჩნეული საპატიოდ; ი) თუ გარე ვაჭრობის უფლების მიმღები მხარე საპატიო მიზეზით ვერ ახდენს პირობების მთლიანი ან რომელიმე პირობის გათვალისწინებულ ვადებში შესრულებას, საპატიო მიზეზების სავარაუდოდ გაგრძელების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს უფლების მთლი­ა­ნად ან ნაწილობრივ შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ; კ) ახორციელებს და აანალიზებს მონიტორინგის შედეგებს, ავლენს არსებულ ხარვეზებს; ლ) ახორციელებს  გარე ვაჭრობის ადგილებთან დაკავშირებით გაცე­მული უფლების პირო­ბების ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ანალიზს; მ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების პარკირების ორ­გა­ნი­ზების უფლებით გაცემის თაობაზე შემოსული კორესპონდენციის განხილვას, შეთან­ხ­მე­ბას, შესაბამისი მასალების  მომზადებას; ნ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების პარკირების ორ­გა­ნი­ზების უფლებით გაცემის საქმეების მომზადებას და შენახვას; ო) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალებების განთავ­სების ნებართვის მიღების თაობაზე შემოსული კორესპონდენციის განხილვას, შეთან­ხმე­ბას, სანებართვო წერილების პროექტების მომზადებას; პ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით გან­საზ­ღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შეს­რულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 10🔗. ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფ­ლებამოსილებები 1. ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება:  ა) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის იერსახეზე, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის, აბრის გან­თა­ვ­სე­ბის, საზოგა­დოებ­­რი­ვი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, ავტომანქანების პა­რკირების წე­სების დაც­ვა­ზე ზედამხედველობას, კონტროლს და დარღვევის ფაქტების გამოვ­ლე­ნის შემთ­ხ­ვე­ვაში სათა­ნა­დო რეაგირებას; ბ) ახორციელებს უკანონო, უსახური და ამორტიზირებული შენობა-ნაგებობების, ჯიხუ­რე­ბის, ავტოფა­რე­ხე­ბის, პავილიონების, მცირე არქი­ტექ­ტუ­რული ფორმების მქონე მანქანა-დანად­გა­­რების, დახ­ლე­ბის, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკა­ტე­ბი­სა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკა­ნო­ნო გან­თავ­სების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკ­ვე­თისა და სადემონტაჟო ღონისძიებებს; გ) ახორციელებს კონტროლს საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდ­ვა­ზე, ქუ­ჩის დროებით გადა­კე­ტ­ვა­ზე ან სხვაგვარად შე­ზ­ღუ­დვაზე, ქუჩებში, მა­­­გისტრალებზე, მოედ­ნებ­ზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საე­რ­თო სარ­გებ­ლობის ეზოებში და სხვა მსგავს ტერიტრორიებზე მიწის გათხრითი სამუშაოების წარ­მოებაზე, სა­მ­შენებლო და სარე­მონ­ტო ტე­რიტორიების შემოღობვების მოწყო­ბა­ზე, მიწისქვეშა საინ­ჟინ­რო ქსელების ჩაწყობა-გადა­კე­­თებაზე, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპე­ცია­ლურად გა­მო­ყო­ფილ საყრელებზე გა­ტა­ნაზე, სამუშაოების და­მ­­თავ­რების შემდეგ სამუშაოების შე­დე­გად დაზიანებული ქუჩებისა და სხვა საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა-მოწესრიგების დროულ და ხარისხიან შეს­რუ­ლებაზე, აღნიშნული სამუ­შაო­ების დადგენილი წე­სე­ბით და გან­საზ­ღ­ვ­რულ ვადებში შესრუ­ლე­ბა­ზე და დარღვევის ფაქ­ტე­ბის გამოვლენის შემთ­ხ­ვე­ვაში ახდენს სათა­ნა­დო რეა­გი­რე­ბას; დ) ახორციელებს კონტროლს ხეებისა და მწვანე ნარგავების დაზიანებაზე, მოჭრაზე, გადა­ბელ­ვა­ზე, განადგურებაზე და დარღვევის ფაქ­ტე­ბის გამოვლენის შემთ­ხ­ვე­ვაში ახდენს სათანადო რეაგირებას; ე) მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, განყოფილების საჯარო მოსამსახურეების მეშ­ვეობით ახორ­ციე­ლებს საქართ­ვე­ლოს ორ­განული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქარ­თვე­ლოს კანონით „ნარ­ჩე­ნე­ბის მართვის კოდექსი“ და საქართველოს ადმინისტრაციულ სა­მარ­­თალ­დარღვევათა კოდექსით განსა­ზ­ღვრული ად­მინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის გან­ხილვას ან/და ოქმის შედგენას სამართალდამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ;  ვ) მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, ახორციელებს საზოგა­დოებ­რივი ად­გი­ლებით სარგებლობის შეზღუდვის უფლების (ნებართვა, თანხმობა, დადასტუ­რება) მინიჭების თაობაზე ადმი­ნის­ტ­რა­ციულ წარმოებას და შესაბამისი ადმი­ნის­­ტრა­ციუ­ლი აქტე­ბის პროექტების მომ­ზა­დე­ბას; ზ) ახორციელებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებისას სამსა­ხურის მიერ სა­­­კუ­თარი ხარჯებით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გამოცემული დადგენილებების აღსრუ­ლე­­ბის ღონისძიებებს; თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით გან­საზ­ღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შეს­რულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 11🔗. საქალაქო მუნიციპალური სერვისების და ორგანიზაციების კოორდინაციის განყოფილების უფ­ლებამოსილებები 1. საქალაქო მუნიციპალური სერვისების და ორგანიზაციების კოორდინაციის განყო­ფი­ლება წარმოადგენს კომუნალური მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების, მუნიციპალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საქმიანობის კოორდინაციის ერთეულს, რომელიც: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკურატორო მუნიციპალურ  ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და საქმიანობის კოორდი­ნაციას; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს თანამშრომლობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკომუნიკაციო საშუალებებისა და ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრე/მფლობელ ორგანიზაციებთან; გ) უზრუნველყოფს საკურატორო მუნიციპალური ორგანიზაციების საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუ­შავებას; დ) უზრუნველყოფს საკურატორო მუნიციპალური  ორგანიზაციების მიერ განსახორ­ცი­ელე­ბელი პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას; ე) უზრუნველყოფს საკურატორო მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ განხორ­ციელე­ბუ­ლ პროექტებში მონაწილეობას; ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაციას; ზ) უზრუნველყოფს საკურატორო მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ მუნიციპალური სერვისების მოსახლეობისათვის მიწოდების ავტომატიზაციის და ელექტრონული ფორმით მი­წო­დების საშუალებების დანერგვის კოორდინაციას და განხორციელებას. თ) აანალიზებს და შეიმუშავებს წინადადებებს და პროგრამებს საკურატორო მუნიციპა­ლუ­რი ორგანიზაციების საქალაქო მუნიციპალური სერვისების ხელმისაწ­ვდომობის უზრუნ­ველ­ყოფის მიზნით;  ი) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მონაწილეობას ღებულობს საკურა­ტო­რო მუნიციპალური ორგანიზაციების პარტნიორის უფლებამო­სი­ლე­ბის განხორციელების სა­კითხებზე შემოსული კორესპოდენციის განხილვაში, საპასუხო წერილების, სამარ­თლებ­რივი აქტების პროექტების მომზადებაში; კ) უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის საკურატორო ორგანი­ზაციებიდან შესაბამისი მასალების მიწოდებას; ლ) უზრუნველყოფს საკურატორო ორგანიზაციებზე გაცემული რეკომენდაციების შესრუ­ლების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებას; მ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით დაფიქსირებული სამე­ურ­ნეო, კომუნალური და სხვა სახის საყოფაცხოვრობო პრობლემების აღრიცხვის ერთიანი სის­ტემის ფორმირებას, მოწოდებული მასალების სისტემატიზაცია-დამუშავებას, პრობლემების მოგ­ვა­რების მიზნით შესაბამისი სამსახურების ჩართულობასა და მონიტორინგის განხორ­ცი­ელებას; ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით გან­საზ­ღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შეს­რულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 12🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები 1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუს­ხით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვ­­რულ ფუნქციებს. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებ­ლობა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სა­მა­რ­თლებრივი აქტები. მუხლი 13🔗. სამსახურის დაფინანსება და ქონება  1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით. 2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიციპა­ლი­­ტე­ტის სა­კუთ­რებას. მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.      2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მო­­ქ­მე­დი კანონმდებლობით დადგენილი წე­სით.