📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.03.2018
ძალის დაკარგვა 10.04.2025
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.150.016142
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,288 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.03.2018 მიღება
10.04.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2018 წლის 19 მარტი სოფ. წეროვანი ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-16 მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა  დ  გ  ე  ნ  ს: მუხლი 1🔗 ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესი დამტკიცდეს  დანართის სახით. /თან ერთვის/ მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალგორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №1 დადგენილება  (ვებგვერდი 12.01.2017; სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.150.016109). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი                                                                                                                               დანართი ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსების და გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამების (ახალშობილთა დახმარება, გარდაცვლილთა ოჯახების დახმარება,  ავადმყოფთა სამედიცინო დახმარება, ას წელს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარება) დაფინანსების, ფულადი დახმარების გაცემის პირობებს, დახმარების მიმღებთა კატეგორიებს, მოქალაქეთა მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას, დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობასა და მისი გაცემის პროცედურას. მუხლი 1🔗. ახალშობილთა დახმარება 1. ერთჯერადად თითოეულ ახალშობილზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ ახალგორის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები, რომელთაც შეეძინათ შვილი. თანხა გათვალისწინებულია ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის ასლი; დ) დევნილი მშობლ(ებ)ის პირადობისა და დევნილის მოწმობის ქსეროასლები; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. დახმარების გაცემა მოხდება განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. 4. ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით დახმარების მისაღებად ოჯახმა მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით უნდა მიმართოს ბავშვის დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში. მუხლი 2🔗.  გარდაცვლილთა ოჯახების დახმარება 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარებას მიიღებს  2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ახალგორის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირის ოჯახი. თანხა გათვალისწინებულია მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება  გამგებლის სახელზე; ბ) თანხის ამღები პირის გარდაცვლილთან  ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ასეთის არარსებობის შემთხვევაში, რწმუნებულის ცნობა ნათესაური კავშირის  შესახებ ან განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯების გაღების თაობაზე; გ)    განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი; დ) გარდაცვლილის გარდაცვალებისა და დევნილის მოწმობის ქსეროასლები: დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში ცნობა  შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილი პირის 2008  წლის აგვისტოს მოვლენებამდე ახალგორის მუნიციპალიტეტში მუდმივად ცხოვრების შესახებ; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. დახმარების თანხის ოდენობა განსაზღვრულია 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. 4. დახმარების გაცემა მოხდება  განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. 5. გარდაცვლილის ოჯახმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით უნდა მიმართოს გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში.  მუხლი 3🔗.  ავადმყოფთა სამედიცინო დახმარება 1. ავადმყოფთა სამედიცინო დახმარების პროგრამა ითვალისწინებს დევნილი მოქალაქეების იმ გამოკვლევის, ოპერაციისა და  სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, რომელიც არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება ჯანდაცვის საყოველთაო სადაზღვევო პროგრამით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. აგრეთვე, დაზღვევის მიერ გაწეული დახმარების შემდგომ დარჩენილი თანხის თანადაფინანსებას. დაფინანსებას მიიღებენ ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა, პირის 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის შესახებ, აგრეთვე დევნილი ოჯახის წევრები – მეუღლე, შვილები. 2. მოქალაქეთა გამოკვლევის, მკურნალობის და ოპერაციის დაფინანსება ხორციელდება მოქალაქეთა მიერ შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტის, გამგეობიდან გაცემული საგარანტიო წერილის, სამკურნალო დაწესებულებიდან შესრულებული სამუშაოს შესახებ შემოსული დოკუმენტის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით ( გადარიცხვით). 3. ერთ მოქალაქეზე სამედიცინო დახმარების თანხის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ნორმატივებით: ა) ერთ მოქალაქეზე  სამედიცინო მომსახურების ვალდებულების ზღვრული ოდენობა წლის განმავლობაში (01 იანვარი - 31 დეკემბერი) განისაზღვროს არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა. ოპერაციის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთასი) ლარს (ამ თანხაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს თერაპიული მომსახურების ღირებულება ონკოდაავადებულთათვის),  გამოკვლევისა და სარეაბილიტაციო ვარჯიშების შემთხვევაში –    300 ( სამასი) ლარს; ბ) 100 (ასი) ლარამდე ღირებულების სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდეთ (საგარანტიო წერილი გაიცემა)  მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს; გ) 101 (ას ერთი) ლარიდან 150 (ას ორმოცდაათი) ლარამდე სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 100%-ით. დ) 151 (ას ორმოცდათერთმეტი) ლარიდან 300 (სამასი) ლარამდე  სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 80%-ით. ე) 301 ( სამას ერთი) ლარიდან 500 ( ხუთასი) ლარამდე სამედიცინო  მომსახურება დაფინანსდეს 70%-ით. ვ)  501 (ხუთას ერთი) ლარზე ზევით სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 50%-ით დადგენილი ზღვრული ნორმატივების ფარგლებში. 4. ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამით დახმარების მსურველებმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის ( პაციენტის) პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა N100); დ) ანგარიშფაქტურა-კალკულაცია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) ცნობა სადაზღვევო კომპანიიდან განმცხადებლისათვის სადაზღვევო პროგრამით აღმოჩენილი დახმარების შესახებ. 5. სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, სამედიცინო დაწესებულებიდან შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ. მუხლი 4🔗.  ას წელს გადაცილებულ  მოქალაქეთა დახმარება 1. წელიწადში ერთხელ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ფულად დახმარებას მიიღებს ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 100 (ასი) წელი და მეტი. თანხა გაიცემა ხანდაზმულთა სოციალური დაცვის პროგრამიდან. 2. აღნიშნული დახმარების მისაღებად ხანდაზმულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები, დევნილის მოწმობის არქონის შემთხვევაში ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე  პირის ახალგორში მუდმივად ცხოვრების შესახებ; გ) საბანკო ანგარიში. 3. დახმარების გაცემა მოხდება  განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. მუხლი 5🔗.  სოციალური დახმარების განკარგვა-გაცემის ორგანიზაცია 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვა-გაცემის პროცესის ორგანიზებას უზრუნველყოფს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამების მომსახურების სამუშაო ჯგუფი. 2. ახალგორის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ორგანიზაციას უკეთებს დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტების თავმოყრას, გადამოწმებას და სამუშაო ჯგუფის სხდომებისათვის მომზადებას. 3. სოციალური პროგრამების მომსახურების სამუშაო ჯგუფი სხდომაზე იხილავს და ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს და თანდართულ დოკუმენტაციას. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე  საგარანტიო წერილის მომზადებაზე, აგრეთვე დახმარების გაწევისა და სამედიცინო დაწესებულებისათვის თანხის გადარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზების  გამოვლენის შემთხვევაში საბუთები შენიშვნებით უბრუნდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს. 4. დახმარების მიმღები სუბიექტის არაქმედუნარიანობის შემთხვევაში თანხის მიღების თაობაზე დოკუმენტაცია შეიძლება წარმოადგინოს ოჯახის სხვა წევრმა. მუხლი 6🔗.  სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა  1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი. 2. ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს და უძღვება მის სხდომებს. 3. ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია სხდომის ოქმის შედგენაზე და სხდომის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება ჯგუფის მუშაობას. ამ შემთხვევაში სხდომის მდივანი უფლებამოსილია სხდომის მდივნობა დააკისროს ჯგუფის რომელიმე წევრს. 4. სამუშაო ჯგუფი მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ მაინც. 5. ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება  დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები . მუხლი 7🔗.  სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების მიღება 1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის  არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3. სამუშაო ჯგუფის მიერ დადებითი გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით (ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ჯგუფის ხელმძღვანელის ხმა). მუხლი 8🔗.  სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები 1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში. 3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით. 4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია ჯგუფის თავმჯდომარე. 5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას. 6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 9🔗.  სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. 2. სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის და  საკრებულოს წინაშე. იგი გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციას კვარტალში ერთხელ წარუდგენს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიას, ხოლო ექვს თვეში ერთხელ ანგარიშს წარუდგენს გამგებელს და  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  . მუხლი 10🔗. პროგრამის შეზღუდვის სფერო პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება : საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე, მშობიარობაზე (მ.შ. საკეისრო კვეთა), ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე, ტრანსპლანტაციის ხარჯებზე (არ ანაზღაურდება ინპლანტატის საფასური, გარდა იმ ნოზოლოგიისა, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით) სამედიცინო ხასიათის დამხმარე საშუალებების დაფინანსებაზე: სათვალე, კონტაქტური ლინზები, სმენის აპარატი (მ.შ. იმ პროცედურაზე, რომელთა ჩადგმა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას). გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომლებიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. სტომატოლოგიურ მომსახურებაზე (გარდა იმ ნოზოლოგიისა, რომელიც ფინანასდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით). მედიკამენტებზე, ალკოჰოლური და ნარკოლოგიური ინტოქსიკაციის მომსახურებაზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე.