„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 |
|
2018 წლის 20 მარტი ქ. ამბროლაური |
|
2. პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტში ეკონომიურად შეჭირვებულ მოქალაქეთა დახმარება და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, რისთვისაც ბენეფიტი გაიცემა ახალშობილთა ოჯახების, მრავალშვილიანი 3 და მეტი (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი), მარჩენალდაკარგული (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) და უსახლკარო ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა), სოციალურად დაუცველი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა, 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების, მარტოხელა მშობლისა და 10 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა (ომის მონაწილეთა) და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისათვის/სარიტუალო მომსახურებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარებას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიურ უფასო ერთჯერად კვებას.
ა) ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ბ) მრავალშვილიანი (3 და მეტი 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
გ) მარჩენალდაკარგული (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
დ) უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ზ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა (ომის მონაწილეთა) და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისათვის/სარიტუალო მომსახურებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა;
თ) 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ი) ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება;
კ) მარტოხელა მშობლის (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ლ) 10 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების საახალწლო და სააღდგომო სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა;
მ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება;
ნ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება.
2. დაინტერესებულმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი) (მშობლის);
ე) ახალშობილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ახალშობილის და მისი და-ძმების დაბადების მოწმობის ასლები;
ზ) მშობლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. დაინტერესებულმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მშობლების/მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები/ასლი;
დ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი) (მშობლების/მშობლის);
ე) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ვ) მშობლის (ერთ-ერთის) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
ა) ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – მშობელზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – წარმომადგენელზე – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მიმღებმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი/ასლები;
ე) ცნობა სსიპ – „სოციალური მომსახურების სააგენტოდან“ ბავშვის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ (დედ-მამით ობოლი ბავშვის შემთხვევაში);
ვ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები;
ზ) ბავშვის/ბავშვების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
თ) მშობლის/მეურვის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. დაინტერესებულმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი);
დ) საცხოვრებელი ფართის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
ე) ქირავნობის ხელშეკრულება;
ვ) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია ოჯახის უსახლკარობის შესახებ;
ზ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წერილობითი ინფორმაცია სტატუსის შესახებ);
თ) გამქირავებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. დაინტერესებულმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მშობლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ცნობა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოდან“ ბავშვის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ;
ე) შშმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) შშმ ბავშვის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
თ) მშობლის/მეურვის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. დაინტერესებულმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ომის ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი) (ომის ვეტერანის);
ვ) სოციალურად დაუცველი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანმა – ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) ომის ვეტერანის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება;
ბ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის (ომის მონაწილის) დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება.
2. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისათვის გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
3. დაინტერესებულმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) დაკრძალვის ხარჯის გამწევი პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ვეტერანის მოწმობის ასლი (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში);
ე) გამოთხოვილი იქნას გარდაცვლილი ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის (ომის მონაწილის) გარდაცვალების შემთხვევაში), საჭიროების შემთხვევაში;
ვ) პირის მიერ უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯის გაწევის თაობაზე მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია მაჟორიტარი დეპუტატის და ორი მეზობლის დადასტურებით (უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში);
ზ) დაკრძალვის ხარჯის გამწევი პირის საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. დაინტერესებულმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ხანდაზმულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი) (ხანდაზმულის);
ე) ხანდაზმულის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. მოქალაქემ/უსახლკაროდ დარჩენილმა ოჯახის წევრმა/წარმომადგენელმა ფაქტის დადგომიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი);
დ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წერილობითი ინფორმაცია სტატუსის შესახებ);
ე) აქტი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოდან;
ვ) პოლიციის მიერ მოკვლეული მასალები, ხანძრის მიზეზების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში).
3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს ინფორმაციას:
ა) სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“, დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ბ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან“, დაინტერესებული პირისა (განმცხადებლის) და მისი ოჯახის წევრების მიერ უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის შესახებ.
4. განცხადებები, სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმების და განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი).
5. თანხა გაიცემა სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე გამოცემული მერის ბრძანებით.
6. დაზარალებულის საბანკო ანგარიში.
7. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორებით.
2. დაინტერესებულმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი);
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) მარტოხელა მშობლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიწოდებული სიების საფუძველზე.
3. ბენეფიციარს სასაჩუქრე პაკეტი გადაეცემა მერის წარმომადგენლის მიერ, აღნიშნული საჩუქრის მიღება დოკუმენტურად დადასტურებული იქნება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერებით.
2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი);
დ) ბენეფიციარის პროგრამის შესაბამისობასთან მერის წარმომადგენლის და მაჟორიტარი დეპუტატის წერილობითი ინფორმაცია;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ.
3. ქვეპროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
4. ქვეპროგრამის ადმინისტრირებას და კონტროლს, თავიანთი კომპენტენციის ფარგლებში, ახორციელებენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურები.
5. საშეშე მერქნის მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. სრულყოფილი მასალები შემდგომი განხილვისათვის ეგზავნება მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი და მიმართოს რეკომენდაციით მერს, საშეშე მერქანი გაიცეს მოქალაქეზე, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არის უკიდურესად გაჭირვებული. ამ შემთხვევაში დაინტერესებულმა მხარემ დამატებით უნდა წარადგინოს მერის წარმომადგენლის და მაჟორიტარი დეპუტატის წერილობითი შუამდგომლობა საშეშე მერქნით დახმარების პროგრამაში ჩართვის აუცილებლობის შესახებ.
6. ოჯახებს საშეშე მერქანი მიეწოდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერსა და მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
2. დაინტერესებულმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (შშმ პირის შემთხვევაში);
დ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი);
ე) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ.
3. განცხადებები სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად შემოწმების და განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს.
4. სამუშაო ჯგუფი მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, გამონაკლისის სახით, მიმართოს რეკომენდაციით მერს ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების პროგრამაში იმ ბენეფიციართა ჩართვის შესახებ, რომლებიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ და არიან უკიდურესად გაჭირვებულები. ამ შემთხვევაში დაინტერესებულმა მხარემ დამატებით უნდა წარადგინოს მერის წარმომადგენლის და მაჟორიტარი დეპუტატის წერილობითი შუამდგომლობა მისი ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების პროგრამაში ჩართვის აუცილებლობის შესახებ.
5. სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მოსარგებლეთა ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების პროგრამაში ჩარიცხვის შესახებ.
6. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, ვანო კობახიძის ქ. №4) ყოველდღიურად, გარდა კვირისა და სხვა უქმე დღისა.
7. კვება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერსა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.
2. პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია.
3. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მერის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე.
4. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.