ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.160.016474
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კარიერული მართვის სამსახური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №94 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N34 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2018 წლის 21 მარტი
ქ. რუსთავი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლის და 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის, 240-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 9 აგვისტოს №173 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 10.08.2012 წ., 020080160.35.160.016156).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი