შპს „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკის” გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№330210318002267373 (2/1770-18)
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის №  330210318002267373  (2/1770-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

 

2018 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ანა ჩოგოვაძე

 

განმცხადებელი – შპს „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკა”

მოთხოვნა –შპს „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკის” გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

 

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2018 წლის 22 იანვარს შპს „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკის” წარმომადგენელმა ზურაბ კივილაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, შპს „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკას” აქვს 2000 ლარის ოდენობის დავალიანება კრედიტორ როსტომ ყიფიანის მიმართ, რომელსაც ვერ ასრულებს. 2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით საწარმოს საბანკო ანგარიში დახურულია და სალაროში თანხა არ ირიცხება. სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს” და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობების მიხედვით  შპს „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკას” არ გააჩნია  უძრავი ან მოძრავი ქონება, ანდა წილები სხვა კომპანიებში და სხვა მსგავსი ქონება. ასევე არ გააჩნია ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშზე და არ წარმოადგენს არცერთი საზოგადოების წილობრივ მონაწილეს/პარტნიორს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით, შპს „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკის” განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან შპს „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკას” არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 30 იანვარს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკა” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკა” (ს/კ 206040684) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                ანა ჩოგოვაძე