შპს ”ბაგები სითი ჯგუფის” კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/40113-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2 / 2 / 40113-16

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

 

2018 წლის 19 მარტი

 ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  თამარ ბურჯანაძე

 

განმცხადებელი შპს „ბაგები სითი ჯგუფი“

(საიდენტიფიკაციო ნომერი 205126781)

დირექტორი ჯუმბერ ხატიაშვილი

წარმომადგენელი   მალხაზ ალბორაშვილი

 

გაკოტრების მმართველი ნანა ამისულაშვილი

 

მოთხოვნა   კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

 

შპს „ბაგები სითი ჯგუფის“წარმომადგენელმა მალხაზ ალბორაშვილმა 2016 წლის 29 დეკემბერს განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „ბაგები სითი ჯგუფის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 21 თებერვალს 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით შპს „ბაგები სითი ჯგუფის“ მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა ნანა ამისულაშვილი.

 

2018 წლის 15 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა - ნანა ამისულაშვილმა, რომელმაც შპს „ბაგები სითი ჯგუფის“ გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით წარმოადგინა საბოლოო ანგარიში. ამავე მომართვიდან გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს „ბაგები სითი ჯგუფის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა და კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადება, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების გზით.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ 42-ე მუხლის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გაკოტრების მმართველის ნანა ამისულაშვილის განცხადების საფუძვლეზე მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა)გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა; ბ)შპს „ბაგები სითი ჯგუფის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 11 აპრილი 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19 შემდეგი დღის წესრიგით:

 

·   გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა;

·  შპს „ბაგები სითი ჯგუფის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა.

 

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 

 

მოსამართლე:                                                                                                        თამარ ბურჯანაძე