⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.06.2025)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.03.2018
ძალის დაკარგვა 10.06.2025
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016425
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 846 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.03.2018 მიღება
10.06.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 2018 წლის 22 მარტი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება თანდართული რედაქციით. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 2 ივნისის №37 დადგენილება; ბ) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 2 ივნისის №35 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია დანართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ–საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით. 2.  „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს“ (შემდგომში – საბჭო). 3. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს მიზანი საბჭოს შექმნის მიზანია მუნიციპალიტეტის მიერ გენდერულ სფეროში ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების გენდერული თანასწორობის საკითხებზე საქმიანობის კონტროლი, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და გენდერული თანასწორობის გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება; გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარდგენა; დ) საკანონმდებლო აქტების პროექტებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა; ე) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა; ვ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ზ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; თ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა; კ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად; ლ) საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; ბ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 4🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან. 2. საბჭოს თავმჯდომარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები. 4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 5🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი 1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას. 2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს. 5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 7. საბჭო იკრიბება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით. 8. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოს საბჭოს მდივანი. 9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 10. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 11. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს. მუხლი 6🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.