ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერულ თანასწორობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.03.2018
ძალაში შესვლა 16.04.2018
ძალის დაკარგვა 02.05.2022
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016235
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერულ თანასწორობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2018 წლის 23 მარტი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ნოემბრის № 27 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 16 აპრილიდან.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი
დანართი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულება
.
თავი I
ზოგადი დებულებები და საქმიანობის პრინციპები
მუხლი 1🔗
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერულ თანასწორობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვიმმართველობის კოდექსი“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
3. სამსახურის სრული დასახელებაა: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახური.
4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურში შემავალი საჯარო მოხელეებისგან.
5. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს.
6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერულ თანასწორობის სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში.
7. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერულ თანასწორობის სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის პრინციპები
1. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
ა)მოქალქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა;
ბ)კანონის წინაშე თანასწორობა;
გ)საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;
დ)დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;
ე)საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორებით;
ვ)მიუკერძოებლობა;
ზ)საქვეყნოობა და საჯაროობა;
თ) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.
თავი II
სამსახურის უფლებამოსილებები, სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფლებამოსილებები:
ა) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის სამსახურის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) მუნიციპალური სპორტული და სახელოვნებო, სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე დაწესებულებების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა და/ან კოორდინაცია;
გ) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის მომსახურების დარგში დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
დ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის სამსახურის სფეროში დამტკიცებული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება, კოორდინაცია, ხელშეწყობა. მიზნობრივი პროგრამების მართვის განხორციელება და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის პროგრამების სფეროში ადმინისტრირებისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება;
ე) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის სფეროს პერსპექტივების განვითარების ძირითადი მიმართულების განსაზღვრასა და აგრეთვე ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების და კულტურის, ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების, აგრეთვე განათლებისა და კულტურის ადგილობრივ სფეროს მიკუთვნებული სკოლების, სკოლისგარეშე აღზრდისა და დასვენებისათვის საჭირო ობიექტების მოვლა-პატრონობის ორგანიზება-ხელშეწყობა;
ზ) შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, დაქვემდებარებულ სფეროებში დასაქმებულთა და მომსახურე სხვა პერსონალის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
თ) დარგის განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ი) სამსახურის დაქვემდებარებულ სფეროებში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლებისა, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობისათვის უფლების, წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა;
კ) განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დაძმობილებული, დამეგობრებული და სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარება;
ლ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის სფეროების ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და განვითარება;
მ) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისათვის ზრუნვა;
ნ)ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
ო) მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
პ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ჟ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად, დადგენილი წესით მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან, ტერიტორიული ორგანოებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
რ) მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;
ს) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს წარუდგინოს სათანადო გაანგარიშებები დაქვემდებარებული სფეროების საჭირო დაფინანსების გამოყოფის თაობაზე და სხვა;
ტ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები;
უ) გაწეული საქმიანობის შესახებ წარადგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაციები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე;
ფ) იზრუნოს დაქვემდებარებული სფეროების განვითარებაზე;
ქ) მიიღოს განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში;
ღ) გაუწიოს კოორდინირება დაქვემდებარებულ სფეროში მყოფ ობიექტებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრების განაწილებას;
ყ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ვალდებულებანი.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს;
დ) ამზადებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტებს;
ე) ხელს აწერს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
თ) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ი) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე, თვითმმართველობისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;
კ) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობისას;
ლ) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
მ) ესწრება მერის თათბირებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ნ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის პირველი მოადგილის და მერის მოადგილის ცალკეულ დავალებებს;
პ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
ჟ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
3.სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება.
4. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე.
5. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი,რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის„ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით,“ მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის ან/და უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
6. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.
თავი III
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 5🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურში შემავალი საჯარო მოხელეებისაგან.
თავი IV
სხვა დებულებები
მუხლი 6🔗
სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით.
მუხლი 7🔗
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.