სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის ბრძანებ ა № 02-455/ო
2018 წ ლის 14 მარტი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის № 385 დადგენილების (დანართი № 1) შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.გაიცეს შპს ,,ემერჯენსი სერვისიზე“ (მის.: თბილისი, ლუბლიანას ქ. № 13/ მიხეილ ჭიაურელის ქ. № 6) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6) .
3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,ემერჯენსი სერვისის“ გენერალური დირექტორის გ. ვაშაკიძის განცხადებები: № 9785, 31.01.2018წ;
№ 10645, 2.02.2018წ; N10947, 2.02.2018წ. ადგილზე შემოწმების აქტი Nლ/ლნ-400-51, 09.03.2018 .
ზეპირი მოსმენის ოქმი № 4, 13.03.2018წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე