⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.05.2022)
გაუქმებულია:

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.03.2018
ძალაში შესვლა 16.04.2018
ძალის დაკარგვა 02.05.2022
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016238
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,397 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.03.2018 მიღება
16.04.2018 ძალაში შესვლა
02.05.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2018 წლის 23 მარტი ქ. ქობულეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  – შიდა აუდიტის სამსახურის  დებულება თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის  დებულების დამტკიცების  შესახებ,“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ნოემბრის   № 33 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 16 აპრილიდან. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი დანართი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა . მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს მერიაში შემავალ „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და  ემორჩილება მხოლოდ კანონს და ანგარიშვალდებულია მერიის წინაშე. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს წინამდებარე დებულებით, მერიის დებულებით, „სახელმწიფო შიდა  ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით, მუნიციპალიტეტსა და საქართველოში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტებით. იცავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპებით. 3.სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია მერიის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სათათბირო ორგანოს შიდა ფინანსურ კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ კომისიასთან  კოორდინირებულად. 4. სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს მერიის სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. 5. სამსახური მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 6. სამსახურის სრული დასახელებაა: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  – შიდა აუდიტის სამსახური. 7. შიდა აუდიტის სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სამსახურში შემავალი პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. 8. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141. მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. სამსახურის ძირითადი მიზნები და ამოცანებია: ა) დამოუკიდებელი და ობიექტური საქმიანობა, რომლის შედეგადაც განსაზღვრავს და აანალიზებს მერიაში არსებული პოლიტიკის და პროცედურების შესრულებას, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვას, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენებას, ამოცანების ეფექტურ შესრულებას და შედეგად მერიის დასახული მიზნების მიღწევას; ბ) უზრუნველყოფს მერიის სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ არსებული ინფორმაციით; გ) სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით კანონშესაბამისი რეაგირება და ასეთი გადაცდომების პრევენცია. 2.სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს: ა) მერიის წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება, მერიის სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით: ა.ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შეფასება; ა.ბ) მერიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/ მონიტორინგი; ა.გ) მერიის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ა.დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ა.ე) მერიის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ა.ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს მერიის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს; ბ) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და მისი აღმოჩენის მიზნით განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შემდგომი ღონისძიებები: ბ.ა) მერიის ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფში (ერთეულში) და მერიისადმი დაქვემდებარებულ ყველა ერთეულში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; ბ.ბ) ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფში (ერთეულში) და მერიისადმი დაქვემდებარებულ ყველა ერთეულში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ბ.გ) მერიის სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, მერიის სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მერიისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება; ბ.დ) მერიის სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი; ბ.ე) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მერთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა. 3. სამსახური უფლებამოსილია: ა) მერიის სისტემაში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: ა.ა) სისტემური აუდიტი; ა.ბ) შესაბამისობის აუდიტი; ა.გ) ფინანსური აუდიტი; ბ) მერიის სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მიიღოს მერიის სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება. აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა; გ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი; დ) განახორციელოს მერიის სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს მერიის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის, მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ფაქტები. განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები და სხვა სახის ინფორმაცია და მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება; ე) განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ შედგენილი დასკვნა წარუდგინოს მერს, ხოლო მერიის სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მერიის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით. 4. სამსახური ვალდებულია: ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები; ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა; გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში; დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს მერიას; ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მერს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე; ვ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; ზ) მერიის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; თ) შედგენილი სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა რეაგირებისათვის გადაუგზავნოს მერს და შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელს; ი) სამსახურის წარმომადგენელთა მოთხოვნის შემთხვევაში, მერიის სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია დაუყონებლივ გამოცხადდეს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს სათანადო განმარტება ან წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია, უზრუნველყოს არსებულ მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა და დახმარება გაუწიოს სამსახურის წარმომადგენლებს სხვა ქმედების განხორციელების მიზნით. მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი (შემდგომ – სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. სამსახურის უფროსი: ა) იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს; ბ) შეიმუშავებს და მერს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; გ) პერიოდულად აცნობებს მერს დამტკიცებული შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ; დ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ე) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; ვ) უზრუნველყოფს კვალიფიციური შიდა აუდიტორების შერჩევას და მერს წარუდგენს მათ დასანიშნად; ზ) თანამშრომლობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სათათბირო ორგანოს შიდა ფინანსურ კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ კომისიასთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას; თ) ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სათათბირო ორგანოს შიდა ფინანსურ კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს; ი) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე; კ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას, ასევე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს; ლ) მერს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; მ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ო) ასრულებს მერის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს; პ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,“ მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის ან/და უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე – უფროსი სპეციალისტი. 3. სამსახურის საჯარო მოხელეების  უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ხოლო ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 4. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურ­თი­ე­რ­თო­ბის შეწყვეტის, აგრეთვე  სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­საზ­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობ­რი­ვი თვითმმართველობის კოდექსი“  შე­სა­ბა­მი­სად. მუხლი 4🔗 1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახური  შედგება:  ა) სამსახურის უფროსი;    ბ)  სამსახურში შემავალი საჯარო მოხელეები. 2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 5🔗 1.  სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით. მუხლი 6🔗 1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე,  მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.