⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.02.2019)
გაუქმებულია:

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს" ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.03.2018
ძალის დაკარგვა 19.02.2019
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016349
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 582 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.03.2018 მიღება
19.02.2019 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
საგანმანათლებლო დაწესებულება
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, კერძოდ:
მუხლი 2
სსიპ
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მუხლი 2
სტუდენტი
საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (გარდა მაგისტრატურის საგანმანათლებლო სტუდენტებისა), რომელიც განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
მუხლი 2
წარმატებული სტუდენტი
სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი)
მუხლი 2
ფულადი საჩუქარი
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ წარმატებული სტუდენტისათვის გაცემული ფულადი საჩუქარი
მუხლი 2
აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი
სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს" ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 2018 წლის 23 მარტი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს’’ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტის   შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის  „ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს“ (კოდი 04 02) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესი’’ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სწავლის დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 15 თებერვლის   №25  დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე დანართი №1 ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის  ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს’’ (კოდი 04 02) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის  ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს’’ (კოდი 04 02) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის წესი’’ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს, ახალციხის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე ფულადი საჩუქრის გაცემის პირობებსა და წესს. 2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება ფულადი საჩუქრის გაცემის გზით. 3. დაფინანსება ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალიწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საგანმანათლებლო დაწესებულება – ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, კერძოდ: ა.ა) სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბ) სტუდენტი – საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (გარდა მაგისტრატურის საგანმანათლებლო სტუდენტებისა), რომელიც განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; გ) წარმატებული სტუდენტისტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი); დ) ფულადი საჩუქარი – ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ წარმატებული სტუდენტისათვის გაცემული ფულადი საჩუქარი; ე) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტისტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით. მუხლი 3🔗. ფულადი საჩუქრის გაცემის ადმინისტრირება სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური). მუხლი 4🔗. წარმატებული სტუდენტებისათვის ფულადი საჩუქრის გასაცემად აუცილებელი კრიტერიუმები და პირობები 1. ფულადი საჩუქარი შეიძლება გაიცეს  სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ყველა კრიტერიუმს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი; დ) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი); ე) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი. 2. ფულადი საჩუქრის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) საბანკო რეკვიზიტები; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ; დ) ამონაწერი ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ. 3. ფულადი საჩუქარი ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 500.00 (ხუთასი) ლარს (დარიცხული). 4. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი (დანართი №2). მუხლი 5🔗. ფულადი საჩუქრის გაცემა 1. წარმატებულ სტუდენტს ფულადი საჩუქარი გადაირიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე. 2. ფულადი საჩუქარი გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით. მუხლი 6🔗. კონტროლის განხორციელება ამ წესის შესრულების კონტროლი ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ, წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით. დანართი №2 .