ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.03.2018
ძალის დაკარგვა 06.06.2022
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.138.016345
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2018 წლის 23 მარტი
ქ.ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანულის კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე
დანართი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
სამსახურის ცნება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
2. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ახალციხე, კოსტავას ქ. №18.
5. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს.
მუხლი 2🔗.
ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი საფუძვლები
1. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
2. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
მუხლი 3🔗.
ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციები
ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის გარე იერსახის, გარე რეკლამის, გარე ვაჭრობის ნორმების დაცვა;
ბ) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება;
გ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;
დ) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;
ე) გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
ვ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონით დადგენილი ზომების განხორციელება;
თ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი;
ი) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი აქტის გამოცემა;
კ) შესრულებული სამუშაოების განხორციელებაზე ტექნიკური ზედამხედველობა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
ლ) დასახლებებში გარე განათებაზე და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირებაზე მონიტორინგი;
მ) შესრულებულ სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად შემსრულებლის მიერ გამოყენებული სამშენებლო მასალების და კონსტრუქციების ხარისხის, მათი გამოყენების ვარგისიანობაზე ყველა საკონტროლო ლაბორატორიული გამოცდების და შემოწმებების კონტროლი;
ნ) მუშაობის პროცესში შემსრულებლის მიერ მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით სამუშაოების შესრულების ინსპექტირება-კონტროლი;
ო) ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით;
პ) შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების მიზნით დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება. უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვა, შესაბამისი წინადადებების მომზადება კომპეტენციიის ფარგლებში და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენა.
მუხლი 4🔗.
სამსახურის შემადგენლობა
1. ზედამხედველობის სამსახურის შემადგენლობაში შედის:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
გ) გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების ზედამხედველობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
დ) სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ვ) სამსახურის მოხელეები.
2. სამსახურის სტრუქტურის ქვედანაყოფებია:
ა) მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილება;
ბ) გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების ზედამხედველობის განყოფილება;
გ) სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის განყოფილება;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის განყოფილება.
მუხლი 5🔗.
ზედამხედველობის
სამსახურის
პირველადი
სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია მერის წინაშე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოხელეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) პერიოდულად წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗.
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობებს მისი არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან/და გადაყენებისას.
მუხლი 7🔗.
მშენებლობისა
და
რეაბილიტაციის
ზედამხედველობის განყოფილება
მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების კონტროლი;
ბ) ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების კონტროლი;
გ) გვირაბების, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობის და რეაბილიტაცია-
რეკონსტრუქციის პროცესების კონტროლი;
დ) სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობისდა რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების კონტროლი;
ე) მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების კონტროლი;
ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან;
ზ) ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე /სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა;
თ) ზედამხედველობა ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
კ) კანონით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
მუხლი 8🔗.
გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების ზედამხედველობის განყოფილება
გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების ზედამხედველობის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) ხაზობრივი ნაგებობისათვის, I და II სტადიებით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების განხორციელება;
ბ) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დადგენის თაობაზე არსებული ნორმატივების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, საგზაო მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულების და მათი არსებულ კანონმდებლობასთან (ნორმატივებთან) შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;
გ) დაგეგმილი აუცილებელი საგზაო სამუშაოების, ყოველწლიურად დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შესრულებისას დაშვებული დარღვევების გამოვლენა და სათანადო რეაგირება;
დ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათ აღკვეთასა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
ვ) კანონით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
მუხლი 9🔗.
სივრცითი
მოწყობისა
და
კეთილმოწყობის
ზედამხედველობის განყოფილება
სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია:
ა) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა- გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში და შესრულების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ - დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლი.
გ) ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე /სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა- მოწესრიგებაზე კონტროლი.
დ) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დადგენის თაობაზე არსებული ნორმატივების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, საგზაო მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულების და მათი არსებულ კანონმდებლობასთან (ნორმატივებთან) შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვა და კანონმდებლობით გათალისწინებული წესით შემდგომი რეაგირება;
ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან თვითნებურ გაჩეხვაზე რეაგირება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
თ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე მონიტორინგი;
ი) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;
კ) სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე კონტროლის განხორციელება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერთან შესაბამისი მოხსენების წარდგენა;
ლ)უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვა, და კანონმდებლობით გათალისწინებული წესით შემდგომი რეაგირება;
მ) კანონით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
მუხლი 10🔗.
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ზედამხედველობის განყოფილება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი“ და „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დარღვევებზე ზედამხედველობის გაწევა;
ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;
გ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება-რეაგირება;
დ) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დადგენის თაობაზე არსებული ნორმატივების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე სამართლებრივი რეაგირება;
ე) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენაზე სამართლებრივი რეაგირება;
ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი’’, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’ და „ნარჩენების მართვის კოდექსი’’ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი’’ საქათველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომების მიღება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ი) კანონით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
მუხლი 11🔗.
სამსახურის მოხელეთა ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები
1. სამსახურში მომუშავე საჯარო მოხელეებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურში მომუშავე საჯარო მოხელეები ასრულებენ ზემდგომის დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მერისა და ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
3. მოხელე უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე.
4. მოხელე დადგენილი წესით სარგებლობს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით.
5. მოხელე სარგებლობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოხელის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
6. მოხელე ვალდებულია:
ა) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაოს თავის პროფესიულ განვითარებაზე;
ე) შეასრულოს დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 12🔗.
დებულებაში
ცვლილებისა
და
დამატების
შეტანის წესი
დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.