ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის - საჯარიმო ქვითრის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო ზოგიერთი დოკუმენტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.03.2018
ძალის დაკარგვა 28.09.2023
გამომცემი ორგანო N
ნომერი №დანართი 5   ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის – საჯარიმო   ქვითრის    ჩამოწერის   შესახებ აქტი  №   ახალციხის  მუნიციპალიტეტის მერიის  ----------------------------------------------------პირველადი  სტრუქტურული ერთეული     -------    -----------------  20    წელი
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016355
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,772 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.03.2018 მიღება
28.09.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N დაბრუნების თარიღი
სახელი გვარი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის – საჯარიმო ქვითრის დასახელება და  ექსკლუზიური ნომერი
სტრუქტურული ერთეულის  (შესაბამისი  სამსახურის)    ხელმძღვანელი /  --------------------------------------------------- /
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის - საჯარიმო ქვითრის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო ზოგიერთი დოკუმენტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 2018 წლის 23 მარტი ქ.ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო ზოგიერთი დოკუმენტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ამავე კანონის 25-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209 ​3 მუხლის, 239-ე მუხლის  მ-14 პუნქტის, „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს   კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების  რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების  თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, ახალციხის   მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული, ახალციხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა, დანართი 2-ის    შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს    სააღსრულებო   ფურცლის    ფორმა , დანართი 3-ის  შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს  საჯარიმო   ქვითრის – ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    ოქმის აღრიცხვის   რეესტრის    (ჟურნალის)    ფორმები,    დანართი 4-ის     შესაბამისად. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის –  ადმინისტრაციული სამართალდარღვევევის  ოქმის  ჩამოწერის აქტის – სარეგისტრაციო ჟურნალის  ფორმა, დანართი  5-ის  შესაბამისად. მუხლი 6🔗 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის რეგისტრაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კანონმდებლობის  შესაბამისად და მისი დამზადებისათვის კანონით განსაზღვრული ღონისძიებების  გატარება. მუხლი 7🔗 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება, ოქმის შედგენა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის  სამსახურმა. მუხლი 8🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 1. ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების  შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 მარტის  №8  დადგენილება. 2. ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა   ოქმის   ჩამოწერის   აქტის   დამტკიცების   შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   2015 წლის 16 სექტემბერის №32  დადგენილება. მუხლი 9🔗 დადგენილება   ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე დანართი 1 საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული,  ახალციხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა   საჯარიმო ქვითრის –ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗 წინამდებარე წესი  შემუშავებულია  საქართველოს კანონის  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​3   მუხლის, 239-ე მუხლის  მ-14 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი’’ 47-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს   კანონის;  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების  რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების  თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს  საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, სახდელის დადების,  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის  შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით მომარაგება, ოქმის გაცემა და დაბრუნება 1. ახალციხის  მუნიციპალიტეტის მერია მოქმედი კანონმდებლობისამებრ ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების  გათვალისწინებით). 2. სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩაბარების  უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. 3. ადმინისტრაციული   სამართალდარღვევის   ოქმის   ფორმების  მიღება,   აღრიცხვა  და    გაცემა ხორციელდება  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემის, მიღებისა და დაბრუნების აღრიცხვა წარმოებს ახალციხის  მუნიციპალიტეტის მერიის   ზედამხედველობის  სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში. 4.  წინამდებარე წესის მე-4 მუხლის,  მე-6 პუნქტის  ,,ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, მზადდება 3 ეგზემპლარად, ხოლო  იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე  საჯარიმო ქვითარის  ყუა  მზადდება 2 ეგზემპლარად.   შესაბამისად იბეჭდება/ მზადდება საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი  3 ეგზემპლარად იდენტური ნომრით, რომელთაგან 2 იბეჭდება საჯარიმო ქვითრის ყუით, ხოლო  1– საჯარიმო ქვითრის ყუის გარეშე. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2.  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში. 3. სათავსი, სადაც ინახება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი   გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები ინახება  ახალციხის მუნიციპალიტეტის  მერიის შესაბამის  სამსახურებში. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების   შევსება და წარმოება 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის - საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე). 2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს – საჯარიმო ქვითარს, აწარმოებს საქართველოს კანონის ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​3 მუხლის, 239 მუხლის მე-14 პუნქტის, ამავე კანონის 240 - 242 მუხლებისა და საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი’’ 47-ე მუხლის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილ პირს აქვს ზემოხსენებული მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების ადგილზე დადების უფლება, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, და აღნიშნულს ითვალისწინებს კანონი. მითითებული მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება . 3. სართველოს კანონით ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება ხორციელდება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ნარჩენების მართვის კოდექსის 47 -ე მუხლის შესაბამისად , ამავე კანონის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილ პირს აქვს ზემოხსენებული მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების ადგილზე დადების უფლება, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას და აღნიშნულს ითვალისწინებს კანონი. 4. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი 1 – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ბ) ნაწილი 2 – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯარიმო ქვითრის ყუა. 5. საჯარიმო ქვითრი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შევსება: ა) საჯარიმო ქვითრი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე და მესამე ეგზემპალრი რჩება უფლებამოსილ პირთან და ინახება შესაბამის სამსახურში, მესამე ეგზემპლარი საჭიროების შემთხვევაში იგზავნება სასამართლოში; ბ) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში, რომლის წარმომადგენელმაც განახორციელა მათი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს. 6. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სმართალდარღვევის ოქმში შეიტანება: ა) პირველ პუნქტში – ოქმის შედგენის თარიღი; ბ) მეორე პუნქტში – ოქმის შედგენის ადგილი; გ) მესამე პუნქტში – ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, მამის სახელი; დ) მეოთხე პუნქტში – ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები (პ/ნ, სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება: მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი); ე) მეხუთე პუნქტში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ვ) მეექვსე პუნქტში – პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული შესაბამისი მუხლის მითითებით. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა საჭიროებს დამატებით გამოკვლევას აღნშნული ნაწილი ივსება უფლებამოსილი პირის მიერ არაუგვიანეს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევის გამოვლენიდან 2 სამუშო დღის ვადაში. ზ) იმ შემთხვევაში, თუ ადმინიტრაციული სამართალდარღვევა არ ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამისი სამსახურის მხრიდან ადგილზე სახდელის დადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ივსება ის საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც დაბეჭდილია ყუის გარეშე, საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ასეთ შემთხვევაში არ ივსება ოქმის მე-7 პუნქტი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი იგზავნება განსახილველად სასამართლოში. თ) მერვე პუნქტში – მოწმის მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ი) მეცხრე პუნქტში – ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება. კ) მეათე პუნქტში – მიმღები მოლარე, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი. ლ) მეთერთმეტე პუნქტში – ოქმის შემდგენელის ხელის მოწერა, მოწმის ან სხვა პირის ხელისმოწერა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამართალდამრღვევის მიერ ოქმის ჩაბარებაზე შესაბამისი მომაცემების მითითება. 7. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში. 8. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 9. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს გაყალბებისაგან დამცავ სამ ნიშანს, კერძოდ: ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაისფერი დასხივებისას ანათებს; ბ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება – ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია; გ) ექსკლუზიური გილიოშური დამცავი ბადე. 10. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს თანამშრომელი. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები, შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 11. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდამრღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 12. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად. 13. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 14. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში და საჭიროების შემთხვევაში შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (ან/და თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად  უვარგისი ადმინისტრაციულ - სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ოქმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს  ჩამოწერის აქტის (დანართი 4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგება 1. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების  შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. 2. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვისა და გაცემისათვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი. 3. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში. 4. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ბლანკები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და  სააღრიცხვო სერიით. 5. თანამშრომლისთვის საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გაცემა ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში, ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში შესაბამისი რეგისტრაციით. 6. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის  აღრიცხვისა და ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა   ოქმის  ჩამოწერის  ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით.   ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე  ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება  ზედამხედველობის სამსახურის   უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით. 7. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან  შავი ბურთულიანი კალმით. 8. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და   მოშორება კორექტორის მეშვეობით.  უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს   ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 9. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის  ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის  გაგრძელებას. 10. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში. მუხლი 7🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება და ზემდგომ  ორგანოში გადაგზავნა 1. პირს, ვის მიმართაც შედგენილია  საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი,  მის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული   სამართალდარღვევის აქტი, შეუძლია  აქტის შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად   გაასაჩივროს ახალციხის მუნიციპალიტეტის  მერთან. 2. ამ  მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული  წესით  ზემდგომ თანამდებობის   პირთან გასაჩივრებულ დადგენილებას, საჩივარს განიხილავს  მერიის ადმინისტრაცია და ამზადებს შესაბამის   სამართლებრივი აქტის პროექტს. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის   შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 234​1 მუხლით დადგენილი წესით  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების    აღსრულებას. მუხლი 8🔗. ვადების ათვლა 1. წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. 2. სამართალდამრღვევმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან  30-დღის  ვადაში უნდა გადაიხადოს ჯარიმის თანხა. 3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს   კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათს, კვირას), ვადის დამთავრების  დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ  გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ  პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. დანართი 2  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000000 ბ.ა. 1. შედგენის თარიღი _______________ 2. შედგენის ადგილი __________                                  (რიცხვი, თვე, წელი)                           (მისამართი) 3. ოქმის შემდგენელი: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ______________________________________________________________ ______________________________________________________________                                    (თანამდებობა, სახელი, გვარი, მამის სახელი) 4. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ___________ ______________________________________________________________  (მიეთითება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები: სახელი, გვარი, პ/ნომერი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი) 5. გამოვლინდა, რომ: __________________________________________________________ _______________________________________________________ (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი) 6. პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის _____________________________მუხლის _______________ ნაწილით. 7. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა _________________________ ლარის ოდენობით. 8. მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და პირადი მონაცემები: ____________________________________________ ____________________________________________________ 9. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: ___________________________________________________________ ___________________________________________________________  __________________________________________________________ 10. მიმღები მოლარე: ________________________ საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: ______________________________ ____ 11. ოქმის შემდგენელი: _____________ მოწმე ან სხვა პირი: _____________                                          (ხელმოწერა)                               (სტატუსი, ხელმოწერა) სამართალდამრღვევი: ______________________________________________________________  (ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა) 12. ოქმის ასლი ჩავიბარე: __________________ ხელმოწერა ___________                                                    (სამართალდამრღვევის სახელი, გვარი) ნაწილი II ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000000 -ის საჯარიმო ქვითრის ყუა ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში. 1. ____________________________      (გადამხდელის სახელი, გვარი, პ/ნ) 2. ____________________________  (გადამხდელის მისამართი) 3. ____________________________  (ჯარიმის ოდენობა) 4. საქართველოს ---------------------- --------------------------------------------- --------------------------------------------- კანონის ------- მუხლის --------- ნაწილი. 5. ______________________________ (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი) 6. _________________________ (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი) 7. მიმღები მოლარე _____________________________  (ხელმოწერა) 8. შემომტანი ______________________________                 (ხელმოწერა)  ბ.ა. თარიღი __________________________         (რიცხვი, თვე, წელი) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო  დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ. ნაწილი II  საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:  ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის სამართალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება/გადაწყვეტილება.  ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების/გადაწყვეტილების (საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) სასამართლოში გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.  საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია 30-დღიანი ვადა. ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლითა და პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შენიშვნა: ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. დამკვეთი: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია                                                  დამამზადებელი: მისამართი: ქ. ახალციხე, კოსტავას ქ. №18                                                              სფს-ს რეგისტრაციის № დანართი    3 სააღსრულებო ფურცლი ს  ფორმა ---------------------------------  ს/ფ                                                                                                  ------------------------------ სააღსრულებო  ფურცლის გაცემის თარიღი  საქმე № ----- ახალციხის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ზედამხედველობის  სამსახური  -------------------------------------------------------------------------------------------------- (სააღსრულების ფურცლის გამცემი) სააღსრულებო ფურცელი გაიცა: მიმართ:  -------------------------------------------------------------------------------------------------------- (დამრღვევის გვარი, სახელი პ/ნ; იურიდიული პირის შემთხვევაში სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------(სამართალდამრღვევის   იურიდიული   და   ფაქტობრივი    მისამართი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახეობა   დეტალურად   და ობიექტის მისამართი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის /დადგენილების  სრული დასახელება) აქტის /დადგენილების   გამოტანის თარიღი   ------------------------------------------------------------------ აქტის /დადგენილების  კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი  ----------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (სანქციის დასახელება, აღსრულების წესი, ვადა, სხვა დეტალები) კრედიტორი:   ------------------------------------------------------------------------------------------------------ (დასახელება  და  რეკვიზიტები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი) მოვალე: ------------------------------------------------------------------------------------------------------------ (დასახელება  და  რეკვიზიტები) ხელმომწერი პირი:   --------------------------------------------- დანართი 4 ნაწილი  I ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა   ოქმის – საჯარიმო   ქვითრების   აღრიცხვის   ჟურნალი N გაცემის თარიღი საჯარიმო ქვითრის ოქმის N საჯარიმო  ქვითრის – ოქმის    გამცემი საჯარიმო  ქვითრის – ოქმის    მიმღები სახელი გვარი თანამდებობა ხელმოწერა სახელი გვარი თანამდებობა ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11          ნაწილი  II              დაბრუნებული  (გაფუჭებული, უვარგისი)  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა   ოქმის – საჯარიმო  ქვითრების  აღრიცხვის ჟურნალი N დაბრუნების თარიღი გამოსაყენებლად უვარგისი  ოქმის – საჯარიმო  ქვითრის   ჩამოწერის შესახებ აქტის  ნომერი ოქმის – საჯარიმო ქვითრის ინდივიდუალური ნომერი საჯარიმო ქვითრის – ოქმის   დამბრუნებელი  პირი დაბრუნებული  საჯარიმო  ქვითრის – ოქმის  მიმღები პირი სახელი გვარი თანამდებობა ხელმოწერა სახელი გვარი თანამდებობა ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 დანართი 5 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის – საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის შესახებ აქტი  № ახალციხის  მუნიციპალიტეტის მერიის  ----------------------------------------------------პირველადი  სტრუქტურული ერთეული     -------    -----------------  20    წელი № ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის – საჯარიმო ქვითრის დასახელება და  ექსკლუზიური ნომერი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის – საჯარიმო ქვითრის   ჩამოწერის მიზეზი ჩამოსაწერი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის - საჯარიმო ქვითრის   რაოდენობა შენიშვნა 1 2 3 4 ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის – საჯარიმო    ქვითრის ჩამოწერის   სისწორეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის – საჯარიმო  ქვითრის  შედგენაზე  პასუხისმგებელი პირი /  ---------------------------------------------------- / ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის – საჯარიმო ქვითრის გამოყენებასა და აღრიცხვა - ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი : /  ---------------------------------------------------- / სტრუქტურული ერთეულის  (შესაბამისი  სამსახურის)    ხელმძღვანელი /  --------------------------------------------------- /