თავი II — თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები
1. მოვლითი ჭრის ჩატარებისას (გარდა განათებითი და სანიტარიული ჭრისა) უნდა მოინიშნოს მოსაჭრელი ხეების უბანი.
2. მოვლით ჭრას (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები და მარაგის შემატების დაჩქარების მიზნით განსაზღვრულ შემთხვევებში – ჯგუფურად მდგარი რჩეული ხეები.
3. სანიტარიული ჭრის ჩატარებისას ხეების შერჩევა უნდა მოხდეს რაიონის, კვარტალის ფარგლებში. მოჭრას ექვემდებარება ზეხმელი, ხმობადი (ღეროს ერთი მესამედი ხმელი), გადატეხილი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით დაზიანებული ხეები.
4. სანიტარიული ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების უბანი არ ინიშნებ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2018.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 29/03/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება