📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.03.2018
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016418
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 229 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.03.2017 ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 20.06.2024 შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 01.07.2024 ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 10.07.2024 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 06.06.2018

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის განაკვეთების დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №40 2018 წლის 23 მარტი ქ. თელავი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის განაკვეთების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2  და მე-5 მუხლების  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები შემდეგი სახით: 1) სამორინეს თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარი; 2) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარი; 3) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; 4) სისტემური – ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი; 5) ლატარიის  მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არაუმეტეს 20%-ისა; 6) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემური – ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 500 (ათას ხუთასი) ლარი; 7) კლუბის თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 4 000 (ოთხი ათასი) ლარი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №4 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 26/01/2017, 010250050.35.176.016142). მუხლი 3🔗 დადგენილება  ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე