„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №135 |
|
2018 წლის 26 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის:
ა) „ვ“ – „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ქვეყნის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;“;
დ) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ყ) პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი;“;
თ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ც) დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველოს ხელმძღვანელი;“;
ი) „წ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ – „ჰ“ ქვეპუნქტები:
„ჭ) კანონშემოქმედების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ხ) ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჯ) ენერგეტიკული რეფორმებისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ჰ) ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“.
2. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|