📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დუშეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისთვის “ გათვალისწინებული ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთვნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.03.2018
ძალის დაკარგვა 24.04.2019
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016341
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 751 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.03.2018 მიღება
24.04.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისთვის “ გათვალისწინებული ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთვნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2018 წლის 27 მარტი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისთვის “ გათვალისწინებული ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწრთვნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისთვის“ გათვალისწინებული ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწრთვნელების წახალისების წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისთვის“ გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწრთვნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  10 აპრილის №11 დადგენილება  (matsne.gov.ge, 11/04/2017, ს/კ: 010250000.35.152.016291). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი  დანართი დუშეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისთვის “ გათვალისწინებული ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწრთვნელების წახალისების წესი მუხლი 1🔗 1. წინამდებარე წესი არეგულირებს წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწრთვნელების წახალისების და სპორტის განვითარების ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა  კატეგორიებს,  მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. 2. დაფინანსების საბიუჯეტო პროგრამის დასრულების ვადაა 2018 წლის 31 დეკემბერი. მუხლი 2🔗 1. ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს, შემდეგი ოდენობით: ა) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/გახდება საქართველოს ჩემპიონი სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, თუ იგი დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ  პირობას: ა.ა)  ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“  ფილიალის სასპორტო სკოლის მოსწავლედ; ა.ბ) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში მისი პირველი მწრთვნელია ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მწრთვნელის პოზიციაზე მომუშავე პირი (სასპორტო სკოლის მწრთვნელი) და ჩემპიონატში მონაწილეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელით; ბ) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/გახდება საქართველოს მეორე ადგილის პრიზიორი სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო   400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, თუ იგი დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ  პირობას: ბ.ა)  ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“  ფილიალის სასპორტო სკოლის მოსწავლედ; ბ.ბ) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში მისი პირველი მწრთვნელია ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მწრთვნელის პოზიციაზე მომუშავე პირი (სასპორტო სკოლის მწრთვნელი) და ჩემპიონატში მონაწილეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელით; გ) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/გახდება საქართველოს მესამე ადგილის პრიზიორი სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 300 (სამასი) ლარის ოდენობით, თუ იგი დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ  პირობას: გ.ა)  ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“  ფილიალის სასპორტო სკოლის მოსწავლედ; გ.ბ) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში მისი პირველი მწრთვნელია ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მწრთვნელის პოზიციაზე მომუშავე პირი (სასპორტო სკოლის მწრთვნელი) და ჩემპიონატში მონაწილეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელით; დ) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/გახდება საქართველოს ჩემპიონი სპორტის გუნდურ სახეობაში გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, თუ იგი დააკმაყოფილებს  შემდეგ პირობას: დ.ა)  ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“  ფილიალის - სასპორტო სკოლის მოსწავლედ; ე) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/გახდება მსოფლიოს ჩემპიონი სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ევროპის ჩემპიონს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თუ იგი დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ  პირობას: ე.ა)  ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“  ფილიალის სასპორტო სკოლის მოსწავლედ; ე.ბ) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში  მისი პირველი მწრთვნელია ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მწრთვნელის პოზიციაზე მომუშავე პირი (სასპორტო სკოლის მწრთვნელი); ვ) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/გახდება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ადგილის პრიზიორი სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ადგილის პრიზიორს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით,  თუ იგი დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ  პირობას: ვ.ა)  ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“  ფილიალის სასპორტო სკოლის მოსწავლედ; ვ.ბ) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში  მისი პირველი მწრთვნელია ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მწრთვნელის პოზიციაზე მომუშავე პირი (სასპორტო სკოლის მწრთვნელი). 2. ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში დასაქმებულ, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სპორტსმენთა მწრთვნელებს (პირველი მწრთვნელი) წახალისების სახით მიეცეთ ერთჯერადი ფულადი ჯილდო (პრემია) სპორტსმენისთვის განსაზღვრული ფულადი ჯილდოს ნახევრის ოდენობით. მუხლი 3🔗 1. გადაწყვეტილებას ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ – „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – დირექტორი. 2. ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მიღების მსურველმა პირმა უნდა წარუდგინოს ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების დირექტორს განცხადება და სათანადო დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება ნაჩვენები სპორტული შედეგი და ამ წესის მეორე მუხლით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობა. მუხლი 4🔗 წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.