დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.2018
ძალის დაკარგვა 25.06.2025
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016376
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 790 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.03.2018 მიღება
25.06.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2018 წლის 27 მარტი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და „გენდერული თანასწორობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის შესაბამისად,  დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის, მიერ შექმნილ გენდერულ თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო. მუხლი 2🔗. დამტკიცდეს დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი დანართი 1 დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდეგში – საბჭო) იქმნება „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და არის სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის  შესაბამისად განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით. 2.  საბჭო იქმნება საკრებულოს მიერ  მისი  უფლებამოსილების ვადით. 3.  საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,  „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით,  დედოფლისწყაროს   მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილებები, შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება  ამ დებულებით. 5. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე. მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, შეიმუშაოს და  დედოფლისწყაროს   მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად  დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; ბ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის; გ) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები; ე) გენდერულ თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები; ვ) განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტები; მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები; ზ) მოახდინოს დედოფლისწყაროს მუნიუციპალიტეტის სამრთლებრივი აქტების პროექტების ანალიზი გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით და საჭიროების შემთხვევაში საკრებულოსთვის წარსადგენად შეიმუშაოს წინადადებები; თ) განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. საბჭო წელიწადში ერთხელ,  საანგარიშო წლის არაუგვიანეს ნოემბრისა, დედოფლისწყაროს   მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ. 3. საბჭო უფლებამოსილია,  დედოფლისწყაროს   მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით  წარმოადგინოს  დედოფლისწყაროს   მუნიციპალიტეტის საკრებულო სხვადასხვა სახის ურთიერთობებში. მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს თავმჯდომარეობს  დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/ ან თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე  ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, მუნიციპალიტეტის მერის მიერ შერჩეული ერთი წარმომადგენლისაგან, რომელიც იქნება საბჭოს მდივანი და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა პირებისაგან. 3.  საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 4. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ცხრაზე ნაკლები. საბჭოს შემადგენლობაში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა იყოს 40% -ზე ნაკლები. 5.  საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, სხვადასხვა უწყებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებმა. 6. საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება. მუხლი 4🔗. საბჭოს მუშაობის წესი 1.  საბჭოს სხდომას 3 თვეში  ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. 2.  საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ან/და საბჭოს შემადგენლობის 1/3-ის ინიციატივით. 3. საბჭოს სხდომაზე გასატანი საკითხების მომზადებას კოორდინაციას უწევს და საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ადგენს საბჭოს მდივანი. 4. საბჭოს თავმჯდომარე განსაზღვრავს საბჭოს  სხდომის მოწვევის თარიღს, დროს და ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს. 5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯომარის ხმა. 7.  საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრებს. 8.  საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი. 9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის  თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 10. საბჭოს სხდომის ოქმს აქვეყნებს საბჭოს მდივანი. 11. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა. სხდომის ჩატარების დროს და ადგილს აქვეყნებს საბჭოს მდივანი. 12. სხდომაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას ან მოქალაქეთა გაერთიანებებს. ამ მიზნით  ორგანიზაციამ/ მოქალაქეთა გაერთიანებამ სხდომის დაწყებამდე  2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს წერილობით საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. 13. საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებები, სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ სხდომის ოქმის შედგენიდან 3 დღის ვადაში მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან მიღებიდან ერთი თვის ვადაში განიხილონ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები, წინადადებები და რეკომენდაციები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობით აცნობონ საბჭოს. მუხლი 5🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ - ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს მუშაობის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.