,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2018 წლის 27 მარტი ქ. გურჯაანი |
1.დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“
2.დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს წევრები და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები. აგრეთვე მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინებით არჩეული წარმომადგენელი.
2. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც თანამდებობრივად არის მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი.
3. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს წევრებად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისა,საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოიწვევა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ (ერთობლივი წარდგინების არ არსებობის შემთხვევაში) საკრებულოს თავმჯდომარისადმი მათი მიმართვის საფუძველზე.
5. მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოში წევრთა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წარმომადგენელი.
6. საბჭოს სხდომაზე ცალკეული საკითხების განხილვისას,საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება მოწვეული იქნეს მერიის თანამდებობის პირები,დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები,ექსპერტები და სპეციალისტები.“.
|