საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 28.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №23/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016398
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ზოგიერთი პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ 2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ზოგიერთი პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ზოგიერთი პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და სხვა ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №23/2018
2018 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
საუბნო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრის დღემდე არაუადრეს 30-ე (29 მარტი) და არაუგვიანეს მე-20 დღისა (8 აპრილი) განახორციელონ ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება, რომელშიც მითითებული იქნება:
1. ამომრჩევლის სახელი, გვარი;
2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
3. ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი;
4. საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი, სადაც ამომრჩეველს შეეძლება ხმის მიცემა;
5. ამომრჩევლის მიერ სიაში ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი საარჩევნო კომისიის ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა.
მუხლი 2🔗
ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება მოხდება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ბარათების მისამართებზე დარიგებას ახორციელებს კომისიის არანაკლებ 2 წევრი ერთდროულად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული განცხადების საარჩევნო კომისიაში შეტანის, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და მისი განმცხადებლისათვის გაცნობის, ასევე გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 31-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებით.
მუხლი 4🔗
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების ასლი, ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 2 დღის ვადაში ეგზავნება:
1. შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას;
2. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებში შესაბამისი ასახვის მიზნით.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული განცხადების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში წარდგენის ბოლო ვადაა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღე (10 აპრილი). შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ ამ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლი დაუყოვნებლივ, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-14 დღისა (14 აპრილი), ეგზავნება ამომრჩეველთა ერთიან სიაში ასახვის მიზნით, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიასა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
მუხლი 6🔗
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ამ დადგენილების მოთხოვნათა ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება განიხილება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 28-ე მუხლით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად.
მუხლი 7🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ამომრჩევლის მონაცემების ბარათის სახეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (29 მარტი) ადგენს ცესკო განკარგულებით.
მუხლი 8🔗
დაევალოს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტს, ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური ხარჯების დაფარვა მოახდინოს, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხებიდან.
მუხლი 9🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 10🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი