1. მერიის სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სტრუქტურული ერთეული საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სტრუქტურული ერთეულის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას უძღვება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული –
ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული –
ეკონომიკის სამსახური;
გ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული –
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;
დ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული –
ზედამხედველობის სამსახური;
ე) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული –
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
ვ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული –
შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;
ზ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული –
განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური;
თ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული –
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;
ი) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული –
შიდა აუდიტის სამსახური.
5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისა