ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის, მოსაკრებლის ოდენობის და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.03.2018
ძალის დაკარგვა 01.11.2018
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №––––––––––––––– (ადმინისტრაციული ერთეული)
ქვითარი N ----------------- თარიღი -------------------
აბონენტის ნომერი --------------------------------------
აბონენტი: ------------------------------------------------
მისამართი: -----------------------------------------------
სახლი N --------------------------------------------------
მიმდინარე თვე: -----------------------------------------
ტარიფი-1 სული/1კვ.მ. -------------
სულადობა/ფართი: ------------
გასული პერიოდის დავალიანება (------- ლარი)
დარიცხვა მიმდინარე თვეში ------- ლარი
გადახდა მიმდინარე თვეში: ------- ლარი
სულ დავალიანება: ------- ლარი
გადაიხადა: ---------- ლარი ----------თეთრი
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016294
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები მუნიციპალური ორგანიზაციები, (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 2 | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული, და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 3 | კინოთეატრები და თეატრები |
| 4 | სკოლები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 5 | სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისათვის მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 6 | საავადმყოფოები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 7 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 8 | სტადიონები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) |
| 9 | სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი) |
| 10 | სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები (სავაჭრო დარბაზი) |
| 11 | აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები |
| 12 | შერეული საქონლის ბაზრობები |
| 13 | ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით) |
| 14 | ავტოგასამართი სადგურები |
| 15 | ავტომანქანების სარემონტო და ავტოსამრეცხაო სერვისები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის, მოსაკრებლის ოდენობის და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2018 წლის 28 მარტი
ქ. ხობი
ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის, მოსაკრებლის ოდენობისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია თანხმად №1 დანართისა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისთვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა თანხმად №2 დანართისა.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ნიმუში თანხმად №3 დანართისა.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის, მოსაკრებლის ოდენობისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 თებერვლის №141 დადგენილება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა
დანართი №1
ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
ზოგადი ნაწილი
1.
ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და აწესრიგებს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახევინებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესებისა და გადახდის წესს, მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3.
ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4.
მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამღრვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
5.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის მიერ მოსაკრებლის ამოღება ხორციელდება ამ ინსტრუქციის შესაბამისად, მოსაკრებლის გადამხდელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1.
მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, დგინდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2.
მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის – სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3.
ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4.
მოსაკრებლის გადამხდელი მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.
ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხევევაში ამხანაგობა წერილობით მიმართვას მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ პირს და წარუდგენს ყველ მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6.
მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
7.
ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითარის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
8.
მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
9.
ნარჩენების წარმომქნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილებების გაუთვალისწინებლად.
10.
მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
11.
თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1.
მოსაკრებლის გადახის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისთვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის - მომსახურების მიღებისთანავე.
2.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
4.
არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი.
5.
ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი.
6.
მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არ ყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
2.
მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.
3.
გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 6🔗.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უფლებამოსილ ადგილობრივ თვითმმართველობის შესაბამის სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
მუხლი 7🔗.
ინსტრუქციის მიღება და მასში ცვლილებების შეტანა
1.
ინსტრუქციას ამტკიცებს საკრებულო.
2.
ინსტრუქციაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის ოდენობა
№
სამეწარმეო საქმიანობა
ზომის ერთეული
ნარჩენების თვიური დაგროვება ნორმა მ3
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში
(ლარი)
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები მუნიციპალური ორგანიზაციები, (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
საერთო ფართის 1მ2
0,002
0,024
2
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული, და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
საერთო ფართის 1მ2
0,022
0,26
3
კინოთეატრები და თეატრები
მაყურებლის ერთი სავარძელი
0,002
0,024
4
სკოლები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთ მოსწავლეზე
0,002
0,024
5
სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისათვის მოსაკრებელი არ დაერიცხება)
მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი)
0,14
1,68
6
საავადმყოფოები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთი საწოლი
0,096
1,15
7
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
საერთო ფართის 1მ2
0,022
0,26
8
სტადიონები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)
ღია ფართის 1მ2
0,002
0,024
დახურული ფართის 1მ2
0,01
0,12
9
სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)
საერთო ფართის 1მ2
0,041
0,49
10
სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები (სავაჭრო დარბაზი)
საერთო ფართის 1მ2
0,021
0,25
11
აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები
საერთო ფართის 1მ2
0,025
0,30
12
შერეული საქონლის ბაზრობები
საერთო ფართის 1მ2
0.02
0,24
13
ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)
ღია ფართის 1მ2
0,04
0,48
14
ავტოგასამართი სადგურები
საერთო ფართის 1მ2
0,016
0,19
15
ავტომანქანების სარემონტო და ავტოსამრეცხაო სერვისები
ღია საერთო ფართი 1მ2
0,002
0,024
დახურული საერთო ფართის
0,01
0,12
16
აბანოები, საუნები,
დახურული საერთო ფართის 1მ2
0,016
0.19
17
სადალაქოები და სილამაზის სალონები
საერთო ფართის 1მ2
0,03
0.36
18
მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
საერთო ფართის 1მ2
0,02
0.24
19
რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0,04
0.48
20
საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურების სერვისები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0,025
0.30
21
საცხობები
საერთო ფართის 1მ2
0,02
0.24
22
დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები
საერთო ფართის 1მ2
0,04
0.48
23
რკინიგზის და საავტომობილო სადგურები
ღია ფართის1მ2
0,008
0.10
დახურული ფართის 1მ2
0,008
0.10
24
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები
საერთო ფართის 1მ2
0,008
0.10
25
საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები (შიდა მისასვლელი გზები, სკვერები, გაზონები) გამოუყენებელ ღია ტერიტორიებზე მოსაკრებელი არ დაირიცხება
საერთო ფართის 1მ2
0,008
0.10
26
სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა -ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)
საერთო ფართის 1მ2
0,03
0.36
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის მ = გ X რ.
მ - ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი)
გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)
რ - ზომის ერთეულის ფაქტიური რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ)
დანართი №3
––––––––––––––– (ადმინისტრაციული ერთეული)
ქვითარი N ----------------- თარიღი -------------------
აბონენტის ნომერი --------------------------------------
აბონენტი: ------------------------------------------------
მისამართი: -----------------------------------------------
სახლი N --------------------------------------------------
მიმდინარე თვე: -----------------------------------------
ტარიფი-1 სული/1კვ.მ. -------------
სულადობა/ფართი: ------------
გასული პერიოდის დავალიანება (------- ლარი)
დარიცხვა მიმდინარე თვეში ------- ლარი
გადახდა მიმდინარე თვეში: ------- ლარი
სულ დავალიანება: ------- ლარი
გადაიხადა: ---------- ლარი ----------თეთრი
––––––––––––––– (ადმინისტრაციული ერთეული)
ქვითარი N ----------------- თარიღი -------------------
აბონენტის ნომერი --------------------------------------
აბონენტი: ------------------------------------------------
მისამართი: -----------------------------------------------
სახლი N --------------------------------------------------
მიმდინარე თვე: -----------------------------------------
ტარიფი-1 სული/1კვ.მ. -------------
სულადობა/ფართი: ------------
გასული პერიოდის დავალიანება (------- ლარი)
დარიცხვა მიმდინარე თვეში ------- ლარი
გადახდა მიმდინარე თვეში: ------- ლარი
სულ დავალიანება: ------- ლარი
გადაიხადა: ---------- ლარი ----------თეთრი