📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2018
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016304
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 916 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (10)
1 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია
2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია
3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების რეაბილიტაცია
4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალ-კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა
5 პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია
6 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების შიდა რემონტი და პანდუსების მოწყობა
7 ძელსკამების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის
8 ატრაქციონების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N ღონისძიებების დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.10.2016 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.05.2021 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 16.06.2023 აბაშის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.12.2019 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.01.2019

დოკუმენტის ტექსტი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №38 2018 წლის 28 მარტი ქ. ტყიბული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის, მე-2 პუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ   დ ა ა დ გ ი ნ ა : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი, დანართი №1-ის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის  განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 იანვრის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge 26/01/2015; 010250020.35.125.016150). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე დანართი  N1 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების (შემდგომში „ამხანაგობა“) საერთო ქონების განვითარების ხელშეწყობისათვის, პროგრამით დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად აუცილებელია არსებობდეს ამ მიზნით გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესი, რომლითაც, ერთი მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობა, ხოლო მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები კანონით დადგენილი წესით, შეთანხმდებიან ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სამუშაოების თანადაფინანსების პრინციპებზე. მუხლი 1🔗 ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში (შემდგომში „სამსახური“) აღრიცხვაზე მყოფ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას. მუხლი 2🔗 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ სამსახურში აღრიცხვაზე დადგომისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების დაფუძნების ოქმის დედანი; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული წესდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით; დ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღები ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; ე) წევრთა შემადგენლობაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ამხანაგობის წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით; ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის შეცვლის შემთხვევაში, ამხანაგობის საერთო კრების ნოტარიულად დამოწმებული ოქმის დედანი; ზ) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას. 2. სამსახური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. 3. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს: ა) წინამდებარე წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სამსახურში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 3🔗 ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას; ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა; გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში; დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 4🔗 1. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილ ამხანაგობის ხელშემწყობ პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ამხანაგობებმა განცხადება უნდა წარადგინონ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში 2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს: ა) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ; ბ) პრობლემის არსს, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება; გ) საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას; დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ან წევრთა ხელმოწერასა და ბეჭედს, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს). მუხლი 5🔗 პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსება: 1. ამხანაგობისათვის საჭირო მასალების შეძენას ან/და სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოვლენილი ფიზიკური ან იურიდიული პირი. 2. ამხანაგობამ ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეძენილი მასალების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია, გამოუყენებელი მასალები ამოიღოს ამხანაგობიდან და დაასაწყობოს შენახვის წესების დაცვით, შემდგომი განკარგვის მიზნით (ვრცელდება ამხანაგობებზე, რომლებზედაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, წინამდებარე პროგრამის ფარგლებში გაიცა შესაბამისი ასიგნება სარემონტო მასალების შესაძენად). 3.  ამხანაგობები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს განვითარების ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში მონაწილეობის მიღებაზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:  - განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამზადებული ხარჯთაღრიცხვა და ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღირებულების დანართ №2-ში  აღნიშნული ამხანაგობის წილის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტის ორიგინალი. 4. პროგრამით განსაზღვრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების, საექსპერტო და ლაბორატორიული დასკვნების (აუცილებლობის შემთხვევაში) მომზადება მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა უზრუნველყოს 100%-იანი დაფინანსებით. 5. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 6🔗 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, აღრიცხავს და განიხილავს ამხანაგობის მიერ შემოტანილი განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან. 2. სამსახური ვალდებულია, მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს წინადადებები, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 3. მერის მიერ, თანადაფინანსებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ, ამხანაგობა ვალდებულია 10 სამუშაო დღის განმავლობაში, წარმოადგინოს პროექტით განსაზღვრული სავალდებულო თანადაფინანსების პროცენტული წილის გადახდის საბანკო ქვითარი. 4. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ: ა) ჩასატარებელი სამუშაოების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაფინანსება მიზანშეუწონელია; ბ) წარმოდგენილი პროექტი შედგენილია დარღვევით; გ) განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების თანადაფინანსების პროექტი განხორციელებულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარდა გარკვეული შემთხვევებისა. დანართი  №2 პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა N ღონისძიებების დასახელება თანადაფინანსების წილი % მერიის წილი % ამხანაგობის წილი % 1 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია 90/10 90 10 2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია 95/5 95 5 3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების რეაბილიტაცია 99,9/0,1 99,9 0,1 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალ-კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა 90/10 90 10 5 პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია 90/10 90 10 6 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების შიდა რემონტი და პანდუსების მოწყობა 90/10 90 10 7 ძელსკამების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის 90/10 90 10 8 ატრაქციონების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის 90/10 90 10