ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ,,სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამი -ს დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №62 |
|
2018 წლის 28 მარტი ქ. ხონი |
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დადგენილება განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღებასთან და გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. ადგენს ფულადი დახმარების სახეებს, მათი მიმღები (ბენეფიციარები) პირების კატეგორიებს. მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენ დოკუმენტების ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებას“.
2. I თავის, პირველ მუხლს დაემატოს „ღ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ,,დღის ცენტრები’’-ს ყოველთვიური დაფინანსება“.
3. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული შუამდგომლობა;
გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა სოციალური მდგომარეობის შესახებ;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ;
ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
4. II თავის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდულ შესაძლებლობის სტატუსის შესახებ.
გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
დ) მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ბანკის ანგარიშის ნომერი“.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
5. II თავის, მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) შშმ სტატუსის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;
ე) სსე აქტის ამონაწერი ან ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა № IV100/ა;
ვ) გადაწვეტილება სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის/ მზრუნველობის/ მხარდამჭერის შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
ზ) თანხის მიმღების ბანკის ანგარიშის ნომერი“.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“
6. II თავის მე-4-მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა „დღის ცენტრების“ ყოველთვიური დაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 1000 (ათასი ) ლარის ოდენობით.
5. სოციალური პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ორგანიზაციამ ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობით განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის ნომერი.
გ) ხარჯთაღრიცხვა (მიმდინარე თვეში) გასაწევი ხარჯების შესახებ.
დ) 2017 წლის 29 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №601 დადგენილებით სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ბენეფიციარზე გაცემული მიმდინარე თვის გააქტიურებული მომსახურეობის ვაუჩერი.
6. თანხა გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
7. II თავის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხანდაზმულმა ან ხანდაზმული მოქალაქის ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) 90 და მეტი წლის ასაკს მიღწეული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ბანკის ანგარიშის ნომერი“.
„3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
8. II თავის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) მშობლის/ მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი“.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
9. II თავის მე-7 მუხლის მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა პირმა ან მოქალაქის ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღები პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა № IV-100/ა;
დ) ანგარიშფაქტურა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც პაციენტი იღებს სამედიცინო მომსახურებას;
ე) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხონის რაიონული განყოფილებიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი;
ვ) ცნობა – ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული;
ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული შუამდგომლობა;
თ) სსიპ – სოციალური მომსახურების საგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიმართვა – ბენეფიციარისათვის მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეული თანადაფინანსების შესახებ“
5 ბენეფიციარი სამედიცინო თანადაფინანსებისთვის იღებს საგარანტიო წერილს, რომელსაც გასცემს მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში წარსადგენად“.
6. მოქალაქეს, რომელსაც ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია არსებული დავალიანების დაფარვა, შეიძლება გადაერიცხოს სამკურნალო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურეობის თანხა წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, თუ მერიას თანადაფინანსების მოთხოვნით მომართავს სტაციონარიდან გამოსვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში“.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღების მსურველმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტაცია. ბ) ცნობა (შეთანხმება) დავალიანების შესახებ, შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებიდან“.
8. თანხის ჩარიცხვა მოხდება სამედიცინო დაწესებულებიდან შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ხონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე“.
10. II თავის მე-7-მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) არასრულწლოვანზე/მცირეწლოვანზე სამედიცინო მომსახურების თანადაფინასების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს დაბადების მოწმობის ასლი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი“.
11. II თავის მე-8 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა № IV-100/ა
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი“.
5. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
12. II თავის მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა № IV-100/ა);
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი“.
5. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
13. II თავის მე-10 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა № IV-100/ა გაცემული ონკოლოგის მიერ.
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი“.
„5. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
14. II თავის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) მეურვის/მზრუნველის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მეურვეობის/მზრუნველობის შესახებ;
დ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
ე) ბავშვის/ბავშვების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
ვ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები;
ზ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
15. II თავის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) დაბადების მოწმობის ასლი;
ე) უდედმამობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
ვ)ბანკის ანგარიშის ნომერი.
„3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
16. II თავის მე-13 მუხლის მე-2, და მე-3, პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ცნობა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
ე) ამონაწერი სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
„3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
17. II თავის მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
გ) ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ინვალიდობის მოწმობა (ფორმა №50/2);
ე) ბანკის ანგარიშის ნომერი“.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
18. II თავის მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ვეტერანის/მასთან გათანაბრებული პირის მოწმობის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
19. II თავის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ვეტერანის/მასთან გათანაბრებული პირის მოწმობის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
20. II თავის მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ცნობა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურიდან – ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
21. II თავის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ვეტერანის/მასთან გათანაბრებული პირის მოწმობის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
22. II თავის მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული 2008 წლის ომში დაღუპულის ოჯახის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
23. II თავის მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გასაწევი სარიტუალო მომსახურების ხარჯთაღრიცხვა;
ე) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი/ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი /მარტოხელა მიცვალებულის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთულში მერის წარმომადგენლის მიერ გარდაცვლილის მარტოხელობის დამადასტურებელი ცნობა;
ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
4. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
24. II თავის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი /ვეტერანთან გათანაბრებული პირის მოწმობის ასლი/მარჩენალდაკარგულის მოწმობის ასლი პოლიტიკურ რეპრესიის მსხვერპლთა ოჯახის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურიდან ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის „ხონის სერვისცენტრის მიერ გაცემული ქვითრის ასლი;
ე) ცნობა ქსელის ტელეფონის აბონენტის შესახებ;
ვ) ცნობა, ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ.
„3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
25. II თავის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე“.
26. II თავის 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ დადგენილების 21-ე და 22-ე მუხლებით გათვალისწინებული იმ პირების წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსება, რომლებიც ცხოვრობენ ქ.ხონში სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. პროგრამაში ჩართვის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებლის შესახებ“.
4. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
27. II თავის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დადგენილებით განსაზღვრულ პროგრამათა ორგანიზება-ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური)“.
28. II თავის 25-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სოციალური დახმარების მისაღებად განმცხადებელი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ხონის მუნიციპალიტეტის მერიას.
„2. მერია უზრუნველყოფს სოციალური დახმარების ბენეფიციართა განცხადებების რეგისტრაციას დადგენილი წესის შესაბამისად“.
„3. მერიაში შემოსული ყველა განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე ბრძანების პროექტის მოსამზადებლად ეგზავნება სამსახურს“.
29. II თავის 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 28. „მერის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და სოციალური დახმარება, იგზავნება ხონის მუნიციალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი დახმარების სათანადო წესით გაცემას უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.
|