“სისხლისსამართლებრივ განაჩენთა საერთაშორისო აღიარების შესახებ“ ევროპულ კონვენციასთან შეერთების თაობაზე“

მიღების თარიღი 07.12.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1179
სარეგისტრაციო კოდი 00000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 17/01/2002
matsne.gov.ge 312 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

“სისხლისსამართლებრივ განაჩენთა საერთაშორისო აღიარების შესახებ“ ევროპულ კონვენციასთან შეერთების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} .MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პარლამენტის დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა "სისხლისსამართლებრივ განაჩენთა საერთაშორისო აღიარების შესახებ" ევროპულ კონვენციასთან შეერთების თაობაზე      1. საქართველო შეუერთდეს ჰააგის 1970 წლის 28 მაისის ევროპულ კონვენციას "სისხლისსამართლებრივ განაჩენთა საერთაშორისო აღიარების შესახებ".      2. კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ იგი უფლებას იტოვებს, მოითხოვოს განაჩენის აღსრულების მოთხოვნის და თანდართული დოკუმენტების ქართული, ინგლისური ან რუსული თარგმანი, თუ ეს დოკუმენტები არ არის შედგენილი ერთ-ერთ აღნიშნულ ენაზე.      3. კონვენციის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო უფლებას იტოვებს, უარი თქვას:      ა) განაჩენის აღსრულებაზე, თუ მიიჩნევს, რომ იგი უკავშირდება ფისკალურ დანაშაულს;      ბ) განაჩენის აღსრულებაზე, რომელიც გამოტანილია იმ ქმედების გამო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით იქნებოდა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს განხილვის საგანი;      გ) განჩენის აღსრულებაზე, რომედიც მომთხოვნი სახელმწიფოს ორგანოების მიერ გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ვადების გასვლის შემდეგ წარმოებული პროცესის შედეგად;      დ) in absertin გამოტანილი განაჩენის და ordonance penales აღსრულებაზე;      ე) კონვენციის მე-8 მუხლის დებულებათა გამოყენებაზე იმ შემთხვევაში, როცა საქართველოს აქვს უპირატესი კომპეტენცია და აღიაროს მხოლოდ იმ აკტების ეკვივალენტურობა, რომელიც დროებით აჩერებს ან აუქმებს დროის ლიმიტს, რომელიც ამოიწურა მომთხოვნ სახელმწიფოში.      4. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის განხორციელების შესაძლებლობის სრულ აღდგენამდე საქართველო იხსნის პასუხისმგებლობას აღნიშნულ ტერიტორიებზე ამ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.      5. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უხრუნველყოს კონვენციის 62-ე და 63-ე მუხლებით გათვალისწინებული განცხადებების მომზადება და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის მათი მიწოდება.      საქართველოს პარლამენტის                             თავმჯდომარე                                                 ნინო ბურჯანაძე      თბილისი,      2001 წლის 7 დეკემბერი.      N 1179 - Iს.