ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.03.2018
ძალაში შესვლა 01.05.2018
ძალის დაკარგვა 01.05.2022
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016238
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბაჩანა მარკოიშვილი | ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.05.2022
დოკუმენტის ტექსტი
ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2018 წლის 29 მარტო
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №45 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბაჩანა მარკოიშვილი
დანართი
ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური
1. ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული –
განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდგომში –
სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული.
2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “და ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთულებისგან (განყოფილებებისაგან).
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება;
ბ) სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
6. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და საჯარო მოსამსახურეებისაგან.
7. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
8. განყოფილების საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
9. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების და პროექტების, შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალური საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის კოორდინაციას, თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;
გ) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, მათთვის გამოცდილების გაზიარებას;
დ) ცოდნაზე, შემოქმედითობასა და ინოვაციებზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ინოვაციური პროექტების, ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერას;
ე) მუნიციპალურ პროგრამებში ახალგაზრდების მიზნობრივი ჩართულობის, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა-დაგეგმვის კოორდინაციას, რაც მორგებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე;
ვ) ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
ზ) გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, ოჯახში ძალადობის პრევენციას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით პროგრამებისა და დოკუმენტაციის მომზადებას;
თ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ი) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;
კ) მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ ქალაქებთან/რეგიონებთან და მათ შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობას, ახალი კონტაქტების მოძიებას და კრეატიულ თანამშრომლობას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსი
2. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის ფუნქციებსა და კომპეტენციებს.
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ე) უნაწილებს კორესპონდენციას თანამშრომლებს, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე, ანაწილებს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;
ვ) მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ზ) მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
თ) მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით, ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗.
განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ფუნქციები
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების მომზადებას და მათ შემდგომ რეალიზებას;
ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი თვითმყოფადობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და შემოქმედებითი საქმიანობის დაცვას და განვითარებას, კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას და პოპულარიზაციის ხელშეწყობას;
გ) ახალგაზრდულ, სპორტულ, სფეროებში ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და დამკვიდრებას, ახალგაზრდა სპორტსმენებისა და სპორტული კოლექტივების მხარდაჭერას;
დ) საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების დაგეგმვას, მომზადებას, ჩატარებას, მათ შესახებ ინფორმაციის დამუშავებას, ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნას და ანალიზს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სპორტული ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) მოსახლეობის ფიზიკური გაჯანსაღების, სპორტული ტრადიციების დაცვის, გაღრმავების, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობის, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების მიზნით, პროგრამების შემუშავებას და რეალიზებას;
ზ) მუნიციპალურ პროგრამებში ახალგაზრდების მიზნობრივი ჩართულობის, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა-დაგეგმვის კოორდინაციას, რაც მორგებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე;
თ) განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების და ახალგაზრდების გამოვლენას. მათი მხარდაჭერის ფორმატში სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას კომპეტენციის ფარგლებში;
ი) ქვეყნის მასშტაბით გამოჩენილ ადამიანებთან – მწერლებთან, დრამატურგებთან, მეცნიერებთან, სპორტსმენებთან, შემოქმედებით ჯგუფებთან, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, ორგანიზაციებთან თანამშრომლობას მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის და მოქალაქეთა კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის სფეროში მათი ინფორმირებულობის და მომზადების დონის ამაღლების მიზნით;
კ) კოორდინაციას უწევს საგანმანათლებლო და კულტურული ტურიზმის განვითარების საკითხებთან დაკავშირებული პროექტების და პროგრამების შემუშავებას;
ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ფუნქციები
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სოციალური, ჯანმრთელობის დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომის ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას, პრობლემების შესწავლას და მათ მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების დახმარების თაობაზე პროექტების მომზადებას და რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ე) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ლ) შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ვ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;
თ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
კ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას.