ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2018
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.133.016249
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 965 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 06.07.2015 მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 14.03.2019 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.04.2018 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 31.01.2018 ქურთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 07.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 2018 წლის 28 მარტი ქ. ბათუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის –  „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად. 2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენადიმ ვარშანიძე დანართი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების   რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს  (შემდგომში – საბჭო) შემადგენლობა მტკიცდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. 2.  საბჭო წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს  მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის, საქართველოს კანონის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე. მუხლი 2🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის  პირველი მოადგილე. 2.   საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ: ა)   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი წევრი; ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები; გ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები; დ) მოწვეული ექსპერტ(ებ)ი, რომლ(ებ)იც არ არიან საჯარო მოსამსახურე(ებ)ი. 3.   საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს  მდივანი. 4.  საბჭოს უფლება აქვს, მოიწვიოს სპეციალისტი სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად. მუხლი 3🔗. საბჭოს  კომპეტენცია 1. საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე, მათ შორის სპეციალური ზონალური შეთანხმებისთვის, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; ბ) ქალაქთმშნებლობითი დოკუმენტების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცესების საჯაროობის მიზნით, საზოგადოებრივი ინფორმირების სამუშაოებისა და განხილვების ორგანიზება; გ) ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებთან  დაკავშირებით წინადადებების, შენიშვნების და საჩივრების განხილვა; დ)  მშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; ე) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; ვ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცებისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; ზ) სპეციალური ზონალური შეთანხმებისთვის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; თ) საბჭოს მიერ რეკომენდებული სპეციალური (ზონალური) შეთანხმებითა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით გათვალისწინებულ საკითხთა შესრულების მონიტორინგი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერისათვის  შესაბამისი დასკვნებისა  და წინადადებების მომზადების მიზნით; ი) სხვა საქმიანობა ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, არქიტექტურულ- სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 2. ზემოთ აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისას საბჭოს უფლება აქვს, ისარგებლოს ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის მერიაში დაცული  ოფიციალური მონაცემებითა და დოკუმენტებით, რომლებიც აუცილებელია საბჭოს მუშაობისათვის. მუხლი 4🔗. საბჭოს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები . 1.საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს; ბ) კოორდინაციას უწევს საბჭოს  წევრების საქმიანობას; გ) ხელს აწერს საბჭოს  სხდომების ოქმებს; დ) აწარმოებს სამსახურებრივ მიმოწერას; ე) საბჭოს სხდომებში მონაწილეობისათვის იწვევს სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სპეციალისტებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს; ვ) აკონტროლებს საბჭოს სხდომების დღის წესრიგის, სამუშაო გეგმისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას; ზ) ასრულებს წარმომადგენლობით ფუნქციას; თ) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. 2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს  ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მუხლი 5🔗. საბჭოს მდივანი 1. საბჭოს  მდივანს საბჭოს წევრთაგან განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი. 2. მდივანი: ა) ორგანიზებას უწევს სხდომების გამართვას, კოორდინაციას უწევს საბჭოს მუშაობას; ბ) განაგებს საბჭოს საქმის წარმოებას, ხელს აწერს საბჭოს ოქმებს; გ) საბჭოს წარუდგენს განსახილველ საკითხთა განრიგს; დ) საბჭოს წევრებს აწვდის საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს, კონტროლს უწევს დოკუმენტაციის შეგროვებასა და მის დამუშავებას; ე) აკონტროლებს საბჭოს სხდომების დღის წესრიგის მიმდინარეობას; ვ) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. საბჭოს  წევრების უფლება-მოვალეობები 1. საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) დააყენოს საბჭოს სხდომებზე საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში; ბ) საბჭოს წევრს უფლება აქვს, საბჭოს სხდომის გამართვიდან 2 დღის განმავლობაში საბჭოზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია წერილობით  წარუდგინოს საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას. 2.  საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში; ბ) დააფიქსიროს სრულყოფილი პოზიცია დღის წესრიგით გათვალისწინებულ თითოეულ განსახილველ საკითხზე; გ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; დ) წარმოუდგინოს საბჭოს ანგარიში დავალებების შესრულების შესახებ. 3. საბჭოს წევრებს უნდა მიეცეთ აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდება მათი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. მუხლი 7🔗. საბჭოს აპარატი და მისი კომპეტენცია 1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს აპარატი. 2. საბჭოს აპარატის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეები. 3. საბჭოს აპარატის შემადგენლობას განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი. 4. საბჭოს აპარატის უფლებამოსილებებს განეკუთვნება: ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოზე განსახილველი საკითხების თაობაზე მოქალაქეთა  ინფორმირება; ბ) განსახილველი საკითხების თაობაზე საბჭოს სხდომის ოქმის დღის წესრიგის შედგენა და საბჭოს წევრებისთვის გაცნობა; გ)საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განსახილველად ზეპირი მოსმენების სხდომ(ებ)ის ორგანიზება; დ)ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს შემაჯამებელი ოქმის შედგენა და მისი შესაბამისი რეესტრის წარმოება; ე) სპეციალური ზონალური შეთანხმებისათვის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ვ)ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება; ზ)საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერისთვის მოსამზადებელი ანგარიშის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა; თ) სხვა საქმიანობა, რომელიც აუცილებელია საბჭოს შეუფერხებელი მუშაობისათვის. მუხლი 8🔗. საბჭოს მუშაობის რეგლამენტი 1. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს წევრს უფლება აქვს, სხდომის დაწყების წინ თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას. 3.  საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა)  ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და დამსწრე საბჭოს  წევრების ვინაობა; დ) დღის წესრიგი (განსახილველი საკითხები); ე) განსახილველ საკითხზე საბჭოს თითოეული წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთება; ვ) საკითხზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ზ)  კენჭისყრის შედეგები; თ) განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და  მდივანი.   5. საბჭოს თითოეულ წევრს, მათ შორის მდივანს, აქვს ერთი ხმა. 6. საბჭოს სხდომის კვორუმია საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საბჭოს მიერ გადაწყვეტილებათა მიღება ხდება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. მუხლი 9🔗. ანგარიშგება საბჭო, ყოველ 6 თვეში ერთხელ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერისთვის  ამზადებს ანგარიშს.