⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.06.2019)
გაუქმებულია:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 29.03.2018
ძალის დაკარგვა 19.06.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №42/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430080000.22.022.017501
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,058 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2018 მიღება
19.06.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №42/ნ 2018 წლის 29 მარტი ქ. თბილისი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №110 დადგენილების საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: მუხლი 1🔗 დაფუძნდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის წესდება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი დანართი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი (შემდგომში – საზოგადოებრივი კოლეჯი) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერისტეტი). 2. საზოგადოებრივი კოლეჯი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „პროფესიული განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით. 3. საზოგადოებრივ კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, შესაბამისი სახაზინო და საბანკო ანგარიშები, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. საზოგადოებრივი კოლეჯის მისამართია: ქ. თბილისი, უზნაძის ქ. №68. მუხლი 2🔗. საზოგადოებრივი კოლეჯის მიზნები და ამოცანები 1. საზოგადოებრივი კოლეჯის მიზანია: ა) ყველა საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; ბ) სხვადასხვა ხანგრძლივობის სასერტიფიკატო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ისეთი სასწავლო კურსების განხორციელება, რომელიც არ საჭიროებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას; გ) სხვადასხვა დანიშნულების, ჟანრისა და ფორმატის ისეთი მულტიმედია პროდუქციის წარმოებას და გავრცელებას, რომელიც ხელს უწყობს განათლებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციას და სტუდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის ზრდას; დ) ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების სტუდენტების ჩართულობას, კოლეჯის გეგმით გათვალისწინებული მულტიმედია პროდუქციის წარმოებაში. 2. თავისი მიზნების მისაღწევად საზოგადოებრივი კოლეჯი: ა) უზრუნველყოფს თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, პროფესიული პრაქტიკული დაოსტატებისა და პიროვნული განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით; ბ) ზრუნავს პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე; გ) ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას; დ) ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო - სამეწარმეო პარტნიორობას; ე) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიული სტუდენტებისთვის სწავლის პირობების შესაქმნელად; ვ) ხელს უწყობს ცოდნის თანამედროვე მეთოდების გავრცელებას; ზ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა პროფესიულ კოლეჯებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და იმ იურიდიულ პირებთან, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ხელს უწყობენ პროფესიული განათლების მიმართულებებით პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას; თ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებში ჩართვას; საერთაშორისო ვიდეოპროექტებში, კონკურსებში, ფესტივალებსა და კონფერენციებში მათ მონაწილეობას; ი) ახორციელებს სხვადასხვა ხანგრძლივობის სასერტიფიკატო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ისეთ სასწავლო კურსებს, რომლებიც არ საჭიროებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას. კ) ახორციელებს სხვა აქტივობებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. თავი II საზოგადოებრივი კოლეჯის მართვა მუხლი 3🔗. საზოგადოებრივი კოლეჯის მართვის ორგანოები და სტრუქტურა საზოგადოებრივი კოლეჯის მართვის ორგანოებია – საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი და საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭო. მუხლი 4🔗. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი 1. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი. 3. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის უფლება-მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილე. მუხლი 5🔗. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის ფუნქციები საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი): ა) ახორციელებს საზოგადოებრივი კოლეჯის მართვას; ბ) წარმოადგენს საზოგადოებრივ კოლეჯს მესამე პირებთან ურთიერთობებში; გ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი კოლეჯის შინაგანაწესს, ბიუჯეტსა და საშტატო განრიგს; დ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და საზოგადოებრივი კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა; ე) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს), რომლებიც შესასრულებლად სავალდებულოა საზოგადოებრივი კოლეჯის ყველა მომსახურე პირისთვის; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევის მიზნით ქმნის საარჩევნო კომისიას, ადგენს სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნებთან დაკავშირებულ ვადებს; ზ) არაუგვიანეს ყოველი წლის პირველი თებერვლისა, სამეთვალყურეო საბჭოს აბარებს ყოველწლიურ ანგარიშს საზოგადოებრივი კოლეჯის საგანმანათლებლო, ფინანსური და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში განხორციელებული სხვა აქტივობების მდგომარეობის შესახებ; თ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; აგრეთვე აუცილებელია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა ისეთი გარიგებების დადებისას, რომელთა ღირებულებაც აღემატება საზოგადოებრივი კოლეჯის  ბიუჯეტის 5%-ს; ი) ზედამხედველობას უწევს საზოგადოებრივ კოლეჯში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს (თეორიულ და პრაქტიკულ მოდულებს) და სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას; კ) ასრულებს საზოგადოებრივი კოლეჯის მართვის ორგანოების ფუნქციებს ახლად დაფუძნებული ან/და რეორგანიზებული საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნამდე; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საზოგადოებრივი კოლეჯის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭო 1. საზოგადოებრივი კოლეჯის მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისაგან. 2.  სამეთვალყურეო საბჭო: ა) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას; ბ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის შინაგანაწესს და უნივერსიტეტთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს; გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას; დ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის სამოქმედო გეგმას; ე) აკონტროლებს დირექტორის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას; ვ) ითანხმებს დირექტორის მიერ წარმოდგენილ საზოგადოებრივი კოლეჯის წესდების პროექტს და წარუდგენს უნივერსიტეტს, ხოლო უნივერსიტეტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დასამტკიცებლად; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7🔗. სამეთვალყურეო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება 1. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით – სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრის პირველად შეკრების შედეგად, საბჭოს პირველ სხდომაზე. 2. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 3. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ, ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 2 წევრის ინიციატივით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით. 4. სამეთვალყურეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოზე ცალკეული საკითხები შესაძლოა მიღებულ იქნეს ფარული კენჭისყრით. 5. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს საზოგადოებრივი კოლეჯის სხვა საჯარო კოლეჯთან გაერთიანება/მიერთება ან საზოგადოებრივი კოლეჯის გაყოფა/გამოყოფა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით. 6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი სურვილით; ბ) თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს: ბ.ა) საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს მიმართვის საფუძველზე, უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი უნივერსიტეტის მიერ დანიშნული  პირია; ბ.ბ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი პროფესიული სტუდენტების მშობელთა ან პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელია; გ) პროფესიული სტუდენტი, რომლის წარმომადგენლად მშობელი ითვლება, აღარ სწავლობს საზოგადოებრივ კოლეჯში; დ) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელსა და საზოგადოებრივ კოლეჯს შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა; ე) უნივერსიტეტის მიერ დანიშნული დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი აღარ არის შესაბამისი დაწესებულების თანამშრომელი; ვ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში; ზ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან მხარდაჭერის მიმღებადაა ცნობილი; თ) გარდაიცვალა. მუხლი 8🔗. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 1. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მიერ, ხმათა უბრალო უმრავლესობით. 2. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა უფლებამოსილების ვადით. თუ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელია, იგი აირჩევა პროფესიული სტუდენტის სწავლის ვადით. 3. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: ა) იწვევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს; ბ) ორგანიზებას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობას; გ) ხმის უფლებით მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; დ) მეთვალყურეობას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას. 4. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი სურვილით; ბ) თუ ამ წესდებით დადგენილი წესით შეუწყდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება; გ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ 3 წევრის გადაწყვეტილებით. მუხლი 9🔗. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევა/დანიშვნა 1. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადა სამი წელია. 2. სამეთვალყურეო საბჭო შედგება 5 წევრისგან. 3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედის: ა) დამსაქმებელთა წარმომადგენელი; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი; გ) საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი; დ) პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელი; ე) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელი. 4. სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრის, დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის დანიშვნა ხდება უნივერსიტეტის მიერ, შესაბამისი ორგანოების ან/და ორგანიზაციების მიერ საზოგადოებრივ კოლეჯში წარდგენილი კანდიდატურების გათვალისწინებით. 5. პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლისა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევა ხდება საზოგადოებრივ კოლეჯში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე, ამ წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. მუხლი 10🔗. უნივერსიტეტის მიერ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნა 1. უნივერსიტეტის რექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაციას. 2. დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, უნივერისტეტი შეარჩევს საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, რაც მტკიცდება უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 11🔗. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევა 1. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელს ირჩევენ პროფესიული სტუდენტების სწავლის ვადით მათი მშობლები, ხოლო პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელს საზოგადოებრივ კოლეჯში მომუშავე პროფესიული განათლების მასწავლებლები პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით. 2. პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლის ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევის მიზნით, კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების დღეს ნიშნავს დირექტორი. 3. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად, დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად. 4. ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. პროფესიული სტუდენტის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს აქვს ერთი ხმა პროფესიულ სტუდენტზე. 5. მასწავლებელი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ მასწავლებელს და მშობელი მხოლოდ მშობელს. 6. საარჩევნო კომისიის მიერ ცალ-ცალკე დაითვლება: ა) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის შედეგები; ბ) პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლების შედეგები. 7. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას. მუხლი 12🔗. საარჩევნო კომისია 1. პროფესიულ სტუდენტთა მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევნების ორგანიზების მიზნით დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საარჩევნო კომისია, რომელიც შედგება საზოგადოებრივი კოლეჯის თანამშრომლებისგან. 2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს: ა) სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატი მასწავლებელი; ბ) დირექტორი ან მისი ნათესავი; გ) დირექტორის მოადგილე ან მისი ნათესავი. 3. საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა, უფლებამოსილება და საარჩევნო კომისიის წევრთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. თავი III საზოგადოებრივი კოლეჯის ქონება და დაფინანსების წყაროები, საზოგადოებრივი კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი მუხლი 13🔗. საზოგადოებრივი კოლეჯის ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება 1. საზოგადოებრივი კოლეჯის ქონება შედგება მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2.  საზოგადოებრივი კოლეჯი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ფინანსური ანგარიშგება და დასამტკიცებლად წარუდგინოს უნივერსიტეტს. საზოგადოებრივი კოლეჯის ფინანსურ ანგარიშგებას ამოწმებს  უნივერსიტეტის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 14🔗. საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი    1. საზოგადოებრივი კოლეჯის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს უნივერსიტეტი. 2. უნივერისტეტის თანხმობას საჭიროებს საზოგადოებრივი კოლეჯის  მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, საზოგადოებრივი კოლეჯის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასასაქმებელი შტატგარეშე მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და რაოდენობის განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ   ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. საზოგადოებრივი კოლეჯს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს, გაასხვისოს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. უნივერსიტეტი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საზოგადოებრივი კოლეჯის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 15🔗. საზოგადოებრივი კოლეჯის დაფინანსება 1. საზოგადოებრივი კოლეჯის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. საზოგადოებრივი კოლეჯის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში. 3. საზოგადოებრივი კოლეჯის სახსრების განკარგვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება საზოგადოებრივი კოლეჯის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. საზოგადოებრივი კოლეჯის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია. თავი IV საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მუხლი 16🔗. საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საზოგადოებრივი კოლეჯის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. თავი V წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი მუხლი 17🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი საზოგადოებრივი კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი VI გარდამავალი დებულებები მუხლი 18🔗. გარდამავალი დებულებები 1. საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნამდე მის უფლებამოსილებებს ახორციელებს დირექტორი. 2. საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნების ჩატარება დირექტორმა უზრუნველყოს სტუდენტთა პირველი ნაკადის ჩარიცხვიდან 6 თვის ვადაში. 3. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენლის დანიშვნა უნივერსიტეტმა უზრუნველყოს საზოგადოებრივ  კოლეჯში სტუდენტთა პირველი ნაკადის ჩარიცხვიდან  6 თვის ვადაში. 4. საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებიდან 1 წლის ვადაში, დასრულდეს საზოგადოებრივი კოლეჯის ავტორიზაციისათვის მოსამზადებელი სამუშაოები.