„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 ივლისის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2018 წლის 29 მარტი ქ. დმანისი |
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ“;
ბ) დადგებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმა (დანართის №1).“;
გ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მ ი თ ი თ ე ბ ა № ----------
დამრღვევის ვინაობა და მისამართი --------------------------------------------------------------------------
(მაინდენტიფიცირებელი დოკუმენტი, მონაცემები)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამშენებლო საქმიანობის ობიექტი ---------------------------------------------------------------------------
(მისამართი, საკადასტრო კოდი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აღნიშნული გათვალისწინებულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი”
საქართველოს კანონის ------------- მუხლის ---------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დარღვევის გამოსწორების ვადა ----------------------------------------------------------------- დღე.
მითითება შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ: -------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შედგენის თარიღი: -----------------------------------------------------------------------------------------------
მითითება ჩაჰბარდა და გაეცნო: --------------------------------------------------------------------------------
(განთავსების ადგილი)
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად შესრულდა. (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი).
თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (25-ე მუხლის მე-7 პუნქტი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ ( 25-ე მუხლის მე-9 პუნქტი).
დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ ( 25-ე მუხლის მე-10 პუნქტი).
საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ გათვალისწინებულ ვადაში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბრძანების გამოცემლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება (საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში დმანისის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25-ე მუხლის მე-14 პუნქტი).
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული ბრძანება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით (25-ე მუხლის მე-15 პუნქტი).
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან ბრძანების გაცნობა (პირადი ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში – ბრძანებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე (25-ე მუხლის მე-19 პუნქტი).