“ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი ოქმის რატიფიცირების შესახებ“

მიღების თარიღი 27.12.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1243
სარეგისტრაციო კოდი 000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 17/01/2002
matsne.gov.ge 416 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

“ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი ოქმის რატიფიცირების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} .MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პარლამენტის დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა "ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის" პირველი ოქმის რატიფიცირების შესახებ      საქართველოს პარლამენტი ადგენს:      1. რატიფიცირებული იქნეს რომის 1950 წლის 4 ნოემბრის "ადამიანთა უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის" პარიზის 1952 წლის 20 მარტის პირველი ოქმი.      2. პირველი ოქმის პირველი მუხლის მოქმედება არ გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებსაც "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვთ ან მიენიჭებათ დევნილის სტატუსი ამ სტატუსის მინიჭების გარემოებების აღმოფხვრამდე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, აღნიშნული კანონის თანახმად, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, უზრუნველყოს დევნილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე არსებული საკუთრების მიმართ ქონებრივი უფლებების განხორციელება ამავე კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ.      3. პირველი ოქმის პირველი მუხლის მოქმედება გავრცელდეს "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედების სფეროზე იმავე კანონის მე-4, მე-8, მე-15 და მე-19 მუხლების მოთხოვნათა შესაბამიისად.      4. პირველი ოქმის პირველი მუხლის მოქმედება გავრცელდეს "ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებაად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედების სფეროზე ამავე კანონის მე-2 და მე-3 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად.      5. პირველი თავის პირველი მუხლის მოქმედება გავრცელდეს "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონით რეგულირებულ ურთიერთობებზე ამავე კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.      6. საქართველოს ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნებაზე პირველი ოქმის პირველი მუხლის მოქმედება გავრცელდეს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის N258 ბრძანებულების საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტის შესაბამისად.      7. საქართველო აცხადებს, რომ საქართველოს განმარტებით, "ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის" პირველი ოქმის მე-2 მუხლი არ აკისრებს მას ვალდებულებას, დააფინანსოს სპეციალური სასწავლებლები (რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის მიხედვით), გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.      8. საქართველო აცხადებს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების გამო საქართველოს ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, იკისროს პასუხისმგებლობა ამ კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების დებულებათა პატივისცემასა და დაცვაზე, რის გამოც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის განხორციელების შესაძლებლობის აღდგენამდე საქართველო იხსნის პასუხისმგებლობას აღნიშნულ ტერიტორიებზე თვითგამოცხადებული, უკანონო ხელისუფლების ორგანოების მიერ პირველი ოქმის დებულებათა დარღვევაზე.       საქართველოს პარლამენტის                             თავმჯდომარე                                                 ნინო ბურჯანაძე      თბილისი,      2001 წლის 27 დეკემბერი.      N 1243 - Iს.