შპს ,,აფხაზეთის რეგიონალური მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აფხაზეთის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიას’’ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/8621-1 8წ
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2018 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
მოვალე – შპს ,,აფხაზეთის რეგიონალური მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აფხაზეთის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია’’
(საიდენტიფიკაციო კოდი 200083159).
დირექტორი – შპს ,,რეაბილიტაცია’’ (წარმომადგენელი თამარ მუმლაძე).
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,აფხაზეთის რეგიონალური მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აფხაზეთის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის’’ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 21 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,აფხაზეთის რეგიონალური მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აფხაზეთის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის’’ დირექტორმა შპს ,,რეაბილიტაციამ’’ და მოითხოვა კომპანიის გაკოტრება.
განცხადებაში აღნიშულია, რომ შპს ,,აფხაზეთის რეგიონალური მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აფხაზეთის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია’’ არ ფუნქციონირებს, მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. ორგანიზაცია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში, მას არ ერიცხება დებიტორული მოთხოვნები და არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანებები. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ერიცხება. ამავდროულად კომპანიას აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 107,06 ლარის ოდენობით, რომელიც არის უზრუნველყოფილი საგადასახადო გირავნობა იპოთეკით. ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა. განმცხადებელმა მიუთითა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტზე და მოითხოვა შპს ,,აფხაზეთის რეგიონალური მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აფხაზეთის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის’’ გაკოტრება.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.
სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 7 თებერვლის ცნობით და სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას’’ 2018 წლის 19 მარტის ცნობით დადგენილია, რომ შპს ,,აფხაზეთის რეგიონალური მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აფხაზეთის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია’’-ს უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშსწორების ანგარიში სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიაში’’ და ანგარიშზე აქვს 0 (ნული) ლარი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 თებერვლის №75050 ცნობის შესაბამისად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს ,,აფხაზეთის რეგიონალური მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აფხაზეთის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის’’ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე სააგენტოს 2018 წლის 13 თებერვლის №74026 ცნობის თანახმად, შპს ,,აფხაზეთის რეგიონალური მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აფხაზეთის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია’’ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.
სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 8 თებერვლის №MIA 01800314819 ცნობით ირკვევა, რომ შპს ,,აფხაზეთის რეგიონალური მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აფხაზეთის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის’’ სახელზე სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტის შესაბამისად, 2018 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით შპს ,,აფხაზეთის რეგიონალური მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აფხაზეთის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის’’ საგადასახადო ვალდებულება შეადგენს: ძირითადი გადასახადი 46 ლარი, საურავი - 12,36 ლარი და ჯარიმა 48,7 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,აფხაზეთის რეგიონალური მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აფხაზეთის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის’’ (ს/კ 200083159) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე