ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2018 წლის 28 მარტი ქ. ბათუმი
|
|
2. კომისია იქმნება საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.
4. კომისიის საქმიანობის წესი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.
ა) კომისია განიხილოს და საკრებულოს სხდომისთვის მოამზადოს მის სფეროს მიკუთვნებული საკრებულოს გაწყვეტილებათა პროექტები, წინადადებები, რეკომენდაციები, დასკვნები და წარუდგინოს საკრებულოს ბიუროს;
ბ) მოისმენს საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს;
გ) სამოქმედო სფეროში განიხილოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი პროგრამების პროექტები და მათ შესახებ მიიღოს შესაბამისი დასკვნები;
დ) განიხილოს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების დოკუმენტი, მუნიციპალური პროგრამების და ბიუჯეტის პროექტები და შეიმუშაოს დასკვნები;
ე) აკონტროლებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
ვ) აკონტროლებს მერიის შესაბამისი მიმართულების სტრუქტურული ერთეულის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას, ისმენს მათ ანგარიშებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და შეფასებებს;
ზ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
თ) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
ი) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ;
კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების პირობების დადგენის შესახებ.
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.
2. იღებს გადაწყვეტილებას კომისიასთან საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
4. კომისია ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;
გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;
დ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
ე) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ვ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ზ) კომისიის მიერ განხილულ საკითხებზე ამზადებს შესაბამის დასკვნებს, რომელიც წარედგინება საკრებულოს ბიუროს;
თ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის და აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
ი) კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისის წევრთა მოთხოვნის საფუძველზე კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;
ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
მ) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;
ნ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ო) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია წერილობით მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს;
პ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. კომისიის თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.
4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.
2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი.
3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს და მოამზადოს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.
4. კომისიაში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები:
ა) ჯანმრთელობის დაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
ბ) სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების საკითხთა სამუშაო ჯგუფი.
5. ჯანმრთელობის დაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის „ა" – „დ" პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.
6. სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“–„ზ“ პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.
2. კომისიის საბჭოების პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3. საკონსულტაციო საბჭოები კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავენ კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავენ კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს.
ა) თანაბარი უფლებით მონაწილეობდეს კომისიის სხდომებში;
ბ) გამოთქვას თავისი წინადადებები, მოსაზრებები და შენიშვნები;
გ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით დაიკავოს განსხვავებული პოზიცია და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება;
დ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;
ე) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი, კანონმდებლობის, საკრებულოს რეგლამენტისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, საკრებულოს რეგლამენტი და კომისიის დებულება;
ბ) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;
გ) დაესწროს კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;
დ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცვლელი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;
ე) შეასრულოს კომისიის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობები.
3. კომისიის წევრის მიერ თავისი მოვალეობების დარღვევის შემთხვევაში მის მიმართ გამოიყენება საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრული ზემოქმედების ფორმები.
2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია აყვანილ იქნეს ექსპერტ- კონსულტანტი.