„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.117.016409
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2018 წლის 28 მარტი

ქ. ამბროლაური

 

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №37  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 05/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016362)  შევიდეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ბიუჯეტიდან ბენეფიციარებზე - ამ პროგრამის მე-6 და მე-11 მუხლების მიზნებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის  რეგისტრაციისა და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებზე, ხოლო სხვა ქვეპროგრამებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციის მქონე მოქალაქეებზე, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე – დევნილებზე, გასაცემი თანხის (შემდგომში – ბენეფიტი) ოდენობასა და გაცემის წესს.“;

ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე პუნქტი:

„3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირზე – დევნილზე თანხა გაიცემა იმ შემთხვევაში,  თუ იგი არ წარმოადგენს სხვა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარს.“;

გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მშობლის პირადობის  დამადასტურებელი მოწმობის  ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის  ასლი (საჭიროების შემთხვევაში);“;

დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ახალშობილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის  ასლი (საჭიროების შემთხვევაში);“;

ე) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მშობლების/მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები/ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის  ასლები/ასლი (საჭიროების შემთხვევაში);“;

ვ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ბავშვის/ბავშვების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის  ასლი/ასლები (საჭიროების შემთხვევაში);“;

ზ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შშმ ბავშვის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის  ასლი (საჭიროების შემთხვევაში);“;

თ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ომის ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის  ასლი (საჭიროების შემთხვევაში);“;

ი) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის  ასლი (საჭიროების შემთხვევაში);“;

კ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ხანდაზმულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);“;

ლ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);“;

მ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);“;

ნ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიასლან საგანელიძე