ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა–შესწავლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.03.2018
ძალაში შესვლა 01.05.2018
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №64
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016284
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,429 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2018 მიღება
01.05.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 31.01.2022 შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.04.2022 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.10.2017 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 14.08.2020 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 28.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა–შესწავლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №64 2018 წლის 29 მარტი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ხულოს მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა–შესწავლის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №26 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე დანართი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახური არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის აღრიცხვა-შესწავლას, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთა  სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებს. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის სრული დასახელებაა: ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახური. 4. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან. 5.სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყე­ნებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. 6. სამსახური ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) წინაშე. 7. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე. 8. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მერიას. 9. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის ქუჩა №1. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლება-მოსილებათა განხორციელებას; გ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; დ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას; ე) ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებასა და დამტკიცებული პროექტების განხორციელებას; ვ) მოსახლეობის პირველადი სამედიცინო-სანიტარიული და სხვა სახის სოციალური დახმარების ორგანიზებას; ზ) დადგენილ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვის კონტროლს; თ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას; ი) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას; კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკომიგრანტთა აღრიცხვას, მათი პრობლემების შესწავლას, შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვასა და მათ სოციალურ უფლებათა დაცვას; ლ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის ორგანიზებას; მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ პირთა ოჯახებისათვის  სოციალური პროგრამების შემუშავებას; ნ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43¹ და 43² მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს; ო) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის მართვას; პ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე; ჟ) მოქალაქეთა და სხვადასხვა დაწესებულებებიდან შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა; რ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის დარეგისტრირება მუნიციპალიტეტის მართვის სისტემაში (portal.mms.gov.ge); ს) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთა სტატუსის მართვის საბჭოსათვის წარდგენას; ტ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეწყვეტას და შეჩერებას რეესტრის საფუძველზე; უ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ცნობის გასაცემად განაცხადის დარეგისტრირებას, მომზადებასა და გაცემას; ფ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ქ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე; ბ)უზრუნველყოფს თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; გ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; დ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის; ე) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის მერს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და  მუნიციპალიტეტის მერისთვის  წარდგენას; ზ) მუნიციპალიტეტის მერს  პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; თ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციულ წარმოების წარმართვას; ი) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მუნიციპალიტეტის მერს, მერის მოადგილეებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; კ) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში; ლ) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომი­სიე­ბში; მ) ესწრება მერის თათბირებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ნ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და მო­ნა­წი­ლეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; ო) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნ­ქციებს. 3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსა­ხუ­რი­სადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება. 4. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქ­მია­ნობისათვის მერის წინაშე. 5. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება სამ­სა­ხურში შემავალი რომელიმე განყოფილების უფროსს. 6. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურ­­თიე­რ­თო­ბის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძ­ვლე­ბი განი­საზ­ღ­ვ­რე­ბა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  შე­სა­ბა­მი­სად. მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. სამსახურს შედგება შემდეგი  სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება; ბ) სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის განყოფილება; გ) მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთა სტატუსის მართვის განყოფილება. 2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის  დებულებითა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 5🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ბ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების, პროგრამებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის პროექტების შემუშავება; გ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვა და შედეგების მონიტორინგი; დ) სამინისტროს პროგრამების განხორციელებაზე კონტროლი; ე) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ვ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა; ზ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებით დაინტერესებულ საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა; თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ თემის სამედიცინო პუნქტებში (თსპ) და ამბულატორიებში მიმდინარე ჯანდაცვის მიმართულებით გაწეული სამუშაოების შემოწმება; ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43¹ და 43² მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 6🔗. სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის განყოფილება სტიქიით დაზარალებულთა საქმეების განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) შესაბამის ორგანოებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით სტიქიით დაზარალებულთა ნაკადების რეგულირების, დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზების, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიით დაზარალებულთა სოციალურ-ეკონომიკური, მათ შორის, საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა, მონიტორინგი და მათი უფლებების დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება; გ) ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიით დაზარალებულთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; დ) შესაბამის ორგანოებთან ერთად სტიქიასაშიში ტერიტორიებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება და სტიქიით დაზარალებულთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევისა და დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება; ე) სტიქიით დაზარალებულთა საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სხვა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ვ) სტიქიით დაზარალებულთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის მიზნით, სამართლებრივი ბაზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ზ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 7🔗. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთა სტატუსის მართვის განყოფილება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთა სტატუსის მართვის განყოფილების ძირითადი ამოცანებია: 1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის მართვა: ა) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე; ბ) მოქალაქეთა და სხვადასხვა დაწესებულებებიდან შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა; 2. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის დარეგისტრირება მუნიციპალიტეტის მართვის სისტემაში (portal.mms.gov.ge); 3. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთა სტატუსის მართვის საბჭოსათვის წარდგენა; 4. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეწყვეტა და შეჩერება რეესტრის საფუძველზე; 5. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ცნობის გასაცემად განაცხადის დარეგისტრირება, მომზადება და გაცემა; 6.  ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; 7. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 8🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები 1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციული  სამართლებრივი აქტი. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის მართვის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 9🔗. სხვა დებულებანი 1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.