ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.03.2018
ძალაში შესვლა 01.05.2018
ძალის დაკარგვა 01.08.2019
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №63
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.136.016283
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე | ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.07.2019
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №63
2018 წლის 29 მარტი
დაბა ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე
დანართი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. მერიის შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას; შესყიდვების წლიური გეგმისა და შესყიდვების ანგარიშის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას; სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებების განხორციელებას, სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას სასამართლოში.
2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
3. სამსახურის სრული დასახელებაა: ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური.
4. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.
5. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.
6. სამსახური ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში - მერი) წინაშე.
7. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე.
8. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მერიას.
9. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის №1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები
ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების შედგენა;
ბ) დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისთვის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
გ) სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებული სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად ტენდერების გამოცხადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი პროცედურების წარმოება;
დ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მათი შენახვაж
ვ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების აღრიცხვა, არქივის წარმოება;
თ) შესყიდვების სამუშაოების უზრუნველყოფა, შესყიდვების ობიექტების ერთგვაროვნებისა და შესყიდვის საშუალების შერჩევა; გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების, სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების და სხვა დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
ი) კვარტალური ანგარიშის შედგენა და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მერისათვის წარდგენა;
კ) სატენდერო კომისიის წევრებისათვის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;
ლ) კოორდინაცია ადგილობრივი შესყიდვების განხორციელების მიმდინარეობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში;
მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, კვარტალური ანგარიშების და სხვა მასალების ინფორმაციის მომზადება და სააგენტოში მათი დროულად გადაგზავნის უზრუნველყოფა;
ნ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდვების განხორციელების თაობაზე ანგარიშის მომზადება;
ო) შეისწავლის ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისას გამოვლენილ ნაკლოვანებებს და რეკომენდაციებს წარუდგენს მერს მათი აღმოფხვრის თაობაზე;
პ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ჟ) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადება, მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადება;
რ) შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვა;
ს) გამართულi კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მერიის თანამდებობის პირთა კომუნიკაცია მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
ტ) მერის, მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების იურიდიული კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
უ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი ვიზირება;
ფ) სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვა;
ქ) მერიის სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას;
ღ) მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში, სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ყ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე;
ბ)უზრუნველყოფს თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
დ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის;
ე) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის მერს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენას;
ზ) მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
თ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას;
ი) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მუნიციპალიტეტის მერს, მერის მოადგილეებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
კ) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;
ლ) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
მ) ესწრება მერის თათბირებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ნ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;
ო) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება.
4. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე.
5. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება სამსახურში შემავალი რომელიმე განყოფილების უფროსს.
6. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) შესყიდვების განყოფილება;
ბ) იურიდიული განყოფილება.
2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს, განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 5🔗.
შესყიდვების განყოფილება
შესყიდვების განყოფილების ფუნქციაა:
ა) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადება;
გ) ელექტრონული ტენდერების შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება;
დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება;
ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება;
ვ) ელექტრონულ სისტემაში ყველა ხელშეკრულებაზე საკასო შესრულებების ასახვა;
ზ) სისტემაში საგადახდო დოკუმენტაციის ატვირთვა (ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი);
თ) კონსოლიდირებულ ტენდერებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება;
ი) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ხელშეკრულების გაფორმებისათვის ყველა სახის დოკუმენტაციის მომზადება;
კ) ხელშეკრულებებზე ერთიან ელექტრონულ სისტემაში სტატუსების მიცემა.
მუხლი 6🔗.
იურიდიული განყოფილება
იურიდიული განყოფილების ფუნქციაა:
ა) მერის, მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების იურიდიულ საკითხებზე კონსულტაცია, სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ბ) მერიის თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის გარიგებების, შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამართალდარღვევის ოქმების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების ექსპერტიზა, მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან, მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან და რეკომენდაციების მომზადება;
გ) სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვა;
დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოება მერიის სხვა სამსახურებთან, წარმომადგენლებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან;
ე) მუნიციპალურ სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა;
ვ) მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადება;
ზ) მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში და მერიის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 7🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები.
4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის მართვის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
სხვა დებულებანი
1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.