ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.03.2018
ძალაში შესვლა 01.05.2018
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016279
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე | ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 14.11.2017
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №59
2018 წლის 29 მარტი
დაბა ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №29 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 01 მაისიდან.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე
დანართი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახური არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის მუნიციპალური ღონისძიებების პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.
2. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) წინაშე.
5. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე.
6. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მერიას.
7. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
8. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ხულო, ტბელ-აბუსერისძის ქუჩა №1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
1. მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციაში არსებული განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს განვითარების კონცეფციების და პროგრამების მომზადება, მართვა და შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
ბ) განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების პროექტების მომზადება, საკრებულოში დასამტკიცებლად წარდგენა და პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
გ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;
დ) სამსახურს დაქვემდებარებული დაწესებულებების ზედამხედველობა, ადმინისტრირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ე) თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებულ კულტურის, საგანმანათლებლო, სკოლის გარეშე, სპორტული და ახალგაზრდულ საქმეთა დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით საჭირო წინადადებათა შემუშავება, მათი განხორცილების უზრუნველყოფა;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული, ახალგაზრდული სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების, კულტურისა და სპორტული ობიექტების, აგრეთვე კულტურისა და განათლების სფეროს მიკუთვნებული სკოლების, სკოლისგარეშე აღზრდისა და ახალგაზრდობის დასვენებისათვის საჭირო ობიექტების მოვლა-პატრონობის ორგანიზება;
ზ) ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამისი სამუშაოების მომზადების ორგანიზებისათვის ხელის შეწყობა;
თ) საბიბლიოთეკო საქმის განვითარების ხელშეწყობა;
ი) განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა დარგების სტიმულირების სფეროს განვითარებისათვის საბიუჯეტო სახსრებს გარეშე კაპიტალის (ინვესტიციების, გრანტებისა და სხვა სახსრების) მოზიდვა;
კ) მუნიციპალიტეტში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისათვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველი, შშმ პირებისა და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და მოზარდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება;
მ) გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში დასაქმებულ საზოგადო მოღვაწეთა საქმიანობისათვის ხელშეწყობა;
ნ) შემოქმედთა, პედაგოგთა და სპორტსმენთა საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესწავლა და მათი მოღვაწეობის სტიმულირების უზრუნველყოფა;
ო) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2 სამსახურის უფლება-მოვალეობები:
ა) სამსახურის კომპეტენციის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად დადგენილი წესით მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში შემავალი სამსახურებისაგან და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან;
ბ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე დაამყაროს ურთიერთობანი და ითანამშრომლოს სხვა ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
გ) მიიღოს მონაწილეობა მის სფეროს მიკუთვნებულ მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;
დ) მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს წარუდგინოს სათანადო გაანგარიშებები მის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროების საჭირო დაფინანსების გამოყოფის თაობაზე;
ე) მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი მასშტაბის ფესტივალების, კონკურსებისა და შეჯიბრებების დაარსებაში, კოორდინაცია გაუწიოს მათ ორგანიზებას;
ვ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით;
ზ) კულტურის, სპორტის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლისგარეშე შემოქმედებითი დაწესებულებების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
თ) მონაწილეობა მიიღოს მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციაში;
ი) სამსახურში არსებულ მდგომარეობაზე გაწეული საქმიანობის შესახებ დადგენილი წესით წარადგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე;
კ) მის კომპეტენციას დაქვემდებარებულ სფეროებში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე საინფორმაციო საშუალებებით უზრუნველყოს საზოგადოების რეგულარული ინფორმირება;
ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები
1. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ორგანიზებას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხს აგებს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის განყოფილებებს შორის და კონტროლს უწევს მათ საქმიანობას;
გ) განახორციელებს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს;
დ) აკონტროლებს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ხულოს მუნიციპალიტეტის მერის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური და მატერიალური სახსრების გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად;
ვ) სამსახურის საჯარო მოსამსახურეთაგან პერიოდულად ისმენს ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) ესწრება მერის თათბირებსა და საჭიროების შემთხვევაში – ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს;
ი) წარმოადგენს სამსახურს სახელმწიფო ორგანოებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
კ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;
ლ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მოქმედი კანონმდებლობის, აგრეთვე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მოვალეობის დროებით შეუსრულებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას მერის ბრძანების საფუძველზე მის მოვალეობას ასრულებს ამ სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
5. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) განათლების და კულტურის განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული.
ბ) სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული.
გ) ტურიზმის განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული.
2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 5🔗.
განათლებისა და კულტურის განყოფილება
განათლებისა და კულტურის განყოფილების ფუნქციაა:
ა) უზრუნველყოფს განათლებისა და კულტურის სფეროს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების შესაბამისის მუნიციპალური პროგრამების პროექტების მომზადებას და პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ბ) უზრუნველყოფს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვას;
გ) მუნიციპალური მუზეუმის, თეატრის, ბიბლიოთეკებისა და კულტურის სხვა დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას;
დ) საბიბლიოთეკო საქმის განვითარების ხელშეწყობა;
ე) განათლებისა და კულტურის სფეროში საინფორმაციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
ვ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში არსებული ეროვნული სიმდიდრის დაცვა;
ზ) გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმიანობის სფეროში დასაქმებულ საზოგადო მოღვაწეთა საქმიანობისათვის ხელშეწყობა;
თ) განათლებისა და კულტურის სფეროში დამეგობრებული მუნიციპალიტეტების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარება;
ი) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს;
კ) ასრულებს მერის, მერის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 6🔗.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციებია:
ა) კულტურული, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობა;
ბ) მიზნობრივი პროგრამების პროექტების შედგენა;
გ) ექსკურსიებისა და კულტურული ღონისძიებების მოწყობა;
დ) საქველმოქმედო და სოციალური აქციების მოწყობა;
ე) ახალგაზრდების დასვენება სამთო გამაჯანსაღებელ და სამკურნალო ბანაკებში;
ვ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;
ზ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, სპორტული კომპლექსების მართვის ხელშეწყობა;
თ) ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალურ ღონისძიებებში.
მუხლი 7🔗.
ტურიზმის განყოფილება
ტურიზმის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური მონაცემების ტურისტული სერვისი ხარისხის, კვლევებისა და ანალიზის წარმოება;
ბ) ტურისტული და საკურორტო საქმიანობის გაფართოება, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
გ) მიზნობრივი პროგრამების პროექტების შედგენა;
დ) ტურიზმის სახეების მიხედვით ტურისტული მარშუტების მომზადება, შემუშავება და პრაქტიკული რეალიზება;
ე) ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობა;
ვ) საკურორტო სეზონის განვითარების მიზნით ადგილობრივი ტრადიციული სახალხო დღესასწაულების პოპულარიზება და ფესტივალების დამკვიდრება;
ზ) ტურიზმის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, მისი მართვა და სისტემატიზაცია;
თ) სარეკლამო საინფორმაციო მასალების შექმნა, ტირაჟირება და გავრცელება;
ი) ადგილობრივი ტურისტული, კულტურული და ისტორიული ძეგლების დაცვა შენარჩუნების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება.
მუხლი 8🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.
4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის მართვის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 9🔗.
დასკვნითი დებულებანი
1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.