ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.03.2018
ძალაში შესვლა 01.05.2018
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016278
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,157 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2018 მიღება
01.05.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკციების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 22.10.2020 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 20.11.2017 მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 03.06.2019 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 01.02.2018 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 28.01.2022

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №58 2018 წლის 29 მარტი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ხულოს მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო   ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  14  ნოემბრის №23 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  2018 წლის 1 მაისიდან.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე დანართი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.  2.   შიდა აუდიტის და მონიტორინგის  სამსახური  არის ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერიის) სტრუქტურული ერთეული. 3. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამ­სა­ხურის სტრუქტურაში  შემავალი საჯარო მოხელეებისგან. 4. შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელების აღნიშვნით.  5. შიდა აუდიტის და მონიტორინგის  სამსახური ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 6. შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.  7. შიდა აუდიტის და მონიტორინგის   სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის ქუჩა №1. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპები შიდა აუდიტის და მონიტორინგის  სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარისა და მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტების, წინამდებარე დებულების მოთხოვნებისა და შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით:  ა) დამოუკიდებლობა; ბ) კეთილსინდისიერება; გ) ობიექტურობა; დ) პროფესიონალიზმი; ე) კონფიდენციალურობა; ვ) კანონიერება; ზ) გამჭვირვალობა. მუხლი 3🔗. შიდა აუდიტის  და მონიტორინგის  სამსახურის უფლებამოსილება და მიზნები 1. შიდა აუდიტის და მონიტორინგის  სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდება იმ დაწესებულების   სისტემაზე, სადაც ის არის ჩამოყალიბებული. 2. შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახური ეხმარება დაწესებულებას მიზნების მიღწევაში შემდეგი საქმიანობის განხორციელებით: ა)  დაწესებულების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან  შესაბამისობის  შეფასება; დ) დაწესებულების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ე)    ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ვ) დაწესებულების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ზ)  მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკის ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; თ) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშეწყობის მიზეზების დადგენისა და პრევენციის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; ი) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; კ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მიზნებს და შიდა  აუდიტორის  დამოუკიდებლობის  პრინციპებს. შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს დაწესებულების სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. მუხლი 4🔗. შიდა აუდიტის  და მონიტორინგის  სამსახურის  უფლება - მოვალეობები 1.შიდა აუდიტის და მონიტორინგის   სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის  იურიდიულ  პირებში განახორციელოს მონიტორინგი, ჩაატაროს  შიდა აუდიტორული  შემოწმებები. ბ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მერიის სტრუქტურული ერთეულებსა და ტეროტორიულ ორგანოებს მიმართოს მოთხოვნით წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების  შექმნის ან  წარდგენის  და  ახსნა-განმარტების  მიცემის  თაობაზე; გ) ჩაატაროს შიდა აუდიტორული შემოწმება მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მომსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე; დ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. შიდა აუდიტორს შიდა აუდიტის და რისკის შეფასების განხორციელების ფარგლებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, შეუზღუდავი დაშვება აქვს მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის ორგანოს ყველა საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან მხოლოდ შიდა აუდიტის პროგრამის წარდგენის შემთხვევაში. 3. მუნიციპალიტეტის მერიის  მოსამსახურეები/თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება. 4. შიდა აუდიტის და მონიტორინგის  სამსახური ვალდებულია: ა)  დაიცვას შიდა აუდიტის და მონიტორინგის  სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი. შიდა აუდიტის და მონიტორინგის   მარეგულირებელი კანონმდებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული  შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია; ბ) ჩაატაროს მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დადადგენილი წესით; გ)შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტი,  შესაბამისი აუდიტის პროგრამა. დ) უზრუნველყონ შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; ე) წელიწადში ერთხელ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მერს ; ვ)  შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენამდე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტის შედეგები;  ზ) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1.მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის  სამსახურს ხელმძღვანელობს მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის   სამსახურის უფროსი. 2.სამსახურის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.  3.სამსახურის უფროსი  ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 4.სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს  და  წარმართავს შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის  საქმიანობას; ბ) ამზადებს და მუნიციპალიტეტის მერს შესათანხმებლად  წარუდგენს სამსახურის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; გ) ახორციელებს შიდა აუდიტორთა საქმიანობის კოორდინირებას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; დ) მუნიციპალიტეტის მერს  შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას; ე) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს აუდიტის სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე; თ) აკონტროლებს აუდიტის სამსახურში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ი)  პერიოდულად ისმენს აუდიტის სამსახურში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; კ) შუამდგომლობს სამსახურისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია აუდიტის სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ლ) შუამდგომლობს  სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; მ) წარუდგენს მერს წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის,  სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით; ო)   ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები 1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ  სამართლებრივი აქტი. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის მართვის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 7🔗. სხვა დებულებები 1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.