ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.03.2018
ძალაში შესვლა 01.05.2018
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016277
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
matsne.gov.ge 1,036 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2018 მიღება
01.05.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 01.04.2022 ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 16.11.2017 მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.01.2024 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 10.11.2017 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 26.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №57 2018 წლის 29 მარტი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ხულოს მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის თანდართული დებულება, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ,,არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  14 ნოემბრის №27 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე დანართი ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ხულოს მუნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგა­ნულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას. 2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­ლობის კოდექსი“ და ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შე­საბამისად. 3. სამსახურის სრული დასახელებაა: ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური. 4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამ­სა­ხურის სტრუქტურაში  შემავალი საჯარო მოხელეებისგან. 5. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში. 6. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყე­ნებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. 7. სამსახური ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) წინაშე. 8. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე. 9. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მერიას. 10. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა  ხულო ტბელ, აბუსერისძის ქ. №1. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძ­ველ­ზე; ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწო­ნას­­წორებით; ვ) მიუკერძოებლობა; ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა; თ) სამართლებრივი სახელმწიფოს სხვა პრინციპები. მუხლი 3🔗. სამსახურის ამოცანები 1. სამსახურის ამოცანებია: ა) მუნიციპალიტეტის სწორი ურბანული განვითარება, სამშენებლო პოლიტიკის გაუმჯობესება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; ბ)მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები  1. სამსახურის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებებია: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ-სივრცითი მოწყობის რეალიზაციისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამუშავება, მათი დამტკიცებისა და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართ­ლებ­რი­ვი აქტების პროექტის მომ­ზა­დე­ბა; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებაში, განხორციელებაში და კონკურსების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება; დ) მშენებლობის ნებართვის სფეროში, ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეუ­ლ­ის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში, მშე­ნ­ე­ბ­ლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ხულოს მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის შესა­ბა­მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომ­ზა­დე­ბა, რო­მ­ლე­ბიც, როგორც წესი, იყოფა  სამ ურთიე­რ­თ­დამოკი­დებულ, მაგრამ ადმინი­ს­ტრა­­ცი­უ­ლი წარ­მ­ო­­ების თვალსაზრი­სით დამოუკიდე­ბელ სტადიად: I სტადია – ქალაქ­თ­მ­შ­ე­ნ­ე­ბ­­ლო­ბ­ი­თი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირო­ბ­ე­ბ­ის დამ­ტ­კი­ცება); II სტადია – არქიტექ­ტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არ­ქ­ი­ტ­ე­ქ­ტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთა­ნ­­ხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა; ე) დადგენილი წესით, I კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში დაგეგმილი მშე­ნებ­ლობა/მონტაჟის ქალაქთმ­შე­­ნე­ბ­­ლობით დოკუმენტებთან შესა­ბა­მისობის და მშენებლობის გან­­ხორციელების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე შესა­ბა­მისი ადმინისტრაციულ-სამართ­ლებ­რი­ვი აქტის პროექტის მომ­ზა­დე­ბა; ვ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალი­ზე­ბ­ის ან ლე­გალიზებაზე უარის თქმის შესახებ ხულოს მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის შესა­ბა­მი­სი ადმინის­ტ­რა­ც­ი­ულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ზ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ისათვის მიწის ნაკ­ვე­თე­ბის საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ ხულოს მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის შესა­ბა­მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; თ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ესკიზების პროექტის შეთანხმება; ი) კანონით დადგენილი წესით სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების  შეთანხმება; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარ­მო­ება; ლ) მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მო­მ­ზადება; მ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირება დარგში არსებული მდგომარე­ო­ბის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე; ნ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სარეკლამო და შემეცნე­ბითი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მასალების მომზადება და გავრცელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ო) თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; პ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება და კანონით და­დ­გე­ნილ ვადებში და წესით განხილვა; ჟ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების შემუშავება; რ) ურთიერთთანამშრომლობა, როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შე­ს­ა­ბამის სტრუქტურებთან; ს) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვადასხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; ტ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერის სხვა დავალებების შესრულება; უ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით სხვა უფლებამოსილების განხორ­ცი­ე­ლება. მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი 2. სამსახურის უფროსს  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი. 3. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე; ბ) დადგენილი წესით დოკუმენტების სრულყოფისა და კანონიერების თაობაზე წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, ამზადებს დასკვნებს სივრცითი მოწყობის პირობების დადგენის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების,  მუნიციპალიტეტის კომპეტენციას დაქვემდებარებული მშენებლობის ნებართვის გაცემაზე; გ)უზრუნველყოფს თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; დ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ე) ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის; ვ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის მერს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და  მუნიციპალიტეტის მერისთვის  წარდგენას; თ) მუნიციპალიტეტის მერს  პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; ი) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას; კ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მუნიციპალიტეტის მერს, მერის მოადგილეებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; ლ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; მ) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში; ნ) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომი­სიე­ბში; ო) ესწრება მერის თათბირებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; პ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და მო­ნა­წი­ლეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; ჟ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნ­ქციებს. 4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, უშუალოდ განახორციელოს სამსა­ხუ­რი­სადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება. 5. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქ­მია­ნობისათვის მერის წინაშე. 6.სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, ეკისრება სამ­სა­ხურში შემავალი საჯარო მოსამსახურეებიდან ერთ-ერთს. 7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურ­­თიე­რ­თო­ბის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძ­ვლე­ბი განი­საზ­ღ­ვ­რე­ბა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შე­სა­ბა­მი­სად. მუხლი 6🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები 1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ  სამართლებრივი აქტი. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის მართვის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 7🔗. სხვა დებულებანი 1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.