ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №57 |
|
2018 წლის 29 მარტი დაბა ხულო |
|
არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
3. სამსახურის სრული დასახელებაა: ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური.
4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის სტრუქტურაში შემავალი საჯარო მოხელეებისგან.
5. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში.
6. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.
7. სამსახური ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) წინაშე.
8. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე.
9. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მერიას.
10. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ხულო ტბელ, აბუსერისძის ქ. №1.
ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;
გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;
ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორებით;
ვ) მიუკერძოებლობა;
ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა;
თ) სამართლებრივი სახელმწიფოს სხვა პრინციპები.
ა) მუნიციპალიტეტის სწორი ურბანული განვითარება, სამშენებლო პოლიტიკის გაუმჯობესება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
ბ)მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება.
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ-სივრცითი მოწყობის რეალიზაციისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამუშავება, მათი დამტკიცებისა და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება;
გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებაში, განხორციელებაში და კონკურსების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
დ) მშენებლობის ნებართვის სფეროში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში, მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ხულოს მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება, რომლებიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა;
ე) დადგენილი წესით, I კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ვ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ზ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
თ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ესკიზების პროექტის შეთანხმება;
ი) კანონით დადგენილი წესით სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების შეთანხმება;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;
ლ) მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება;
მ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;
ნ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სარეკლამო და შემეცნებითი მნიშვნელობის მასალების მომზადება და გავრცელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ო) თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
პ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება და კანონით დადგენილ ვადებში და წესით განხილვა;
ჟ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების შემუშავება;
რ) ურთიერთთანამშრომლობა, როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შესაბამის სტრუქტურებთან;
ს) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვადასხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
ტ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერის სხვა დავალებების შესრულება;
უ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
2. სამსახურის უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე;
ბ) დადგენილი წესით დოკუმენტების სრულყოფისა და კანონიერების თაობაზე წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, ამზადებს დასკვნებს სივრცითი მოწყობის პირობების დადგენის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების, მუნიციპალიტეტის კომპეტენციას დაქვემდებარებული მშენებლობის ნებართვის გაცემაზე;
გ)უზრუნველყოფს თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
დ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ე) ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის;
ვ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის მერს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენას;
თ) მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
ი) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას;
კ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მუნიციპალიტეტის მერს, მერის მოადგილეებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
ლ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
მ) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;
ნ) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ო) ესწრება მერის თათბირებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
პ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;
ჟ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება.
5. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე.
6.სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, ეკისრება სამსახურში შემავალი საჯარო მოსამსახურეებიდან ერთ-ერთს.
7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.
4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის მართვის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.