„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთკავკასიური მილსადენის სისტემის საშუალებით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1202
სარეგისტრაციო კოდი
00000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 9, 25/01/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთკავკასიური მილსადენის სისტემის საშუალებით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ” ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რატიფიცირებულ იქნეს „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთკავკასიური მილსადენის სისტემის საშუალებით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ” ხელშეკრულება დანართებთან ერთად.

2. აღნიშნული ხელშეკრულების რომელიმე პირობის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს საქართველოს კონსტიტუცია, რამდენადაც ამ უკანასკნელს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მიმართ.

3. პროექტის განხორციელებისას ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზრდის პერსპექტივიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტთან შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც განახორციელებს მაქსიმალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მიერ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გაზის ოპტიმალური მოხმარების პარამეტრების განსაზღვრაზე კონტროლსა და მონიტორინგს, შეიმუშავებს მოხმარებული გაზის მონეტიზაციის სქემებსა და პროცედურებს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე და მოამზადებს წინა-დადებებს აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის წარსადგენად, მათ შორის, საქართველოს მაგისტრალური გასზადენების გამოყენებისა და რეაბილიტაციის შესახებ.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე     გ. წერეთელი

თბილისი,

2001 წლის 19 დეკემბერი.

№1202-Iს