📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე

მიღების თარიღი 30.03.2018
ძალის დაკარგვა 12.04.2021
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.153.016433
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 902 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.03.2018 მიღება
12.04.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №39 2018 წლის 30 მარტი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტის,   „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დაწესდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდო და მისი ოდენობები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 გუნდურ სახეობებში (ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი და სხვა გუნდური სახეობები) პირველი საპრიზო  ადგილის დაკავების შემთხვევაში, გამარჯვებულ გუნდზე და მათ მწვრთნელებზე გადასაცემი ფულადი ჯილდოს ოდენობა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინადადების საფუძველზე, განსაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ – განკარგულებით. მუხლი 3🔗 1. საქართველოს ჩემპიონატში ერთი სპორტსმენის მიერ  სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში  ერთი ან მეტი პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, სპორტსმენს გადაეცეს ერთი სრული ფულადი ჯილდო და დანარჩენის შემთხვევაში სრული ოდენობის 30 %. 2. საქართველოს ჩემპიონატში ერთი მწვრთნელის რამდენიმე სპორტსმენის ან ერთი სპორტსმენის მიერ სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში ერთზე მეტი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, მწვრთნელს გადაეცეს ერთი სრული ფულადი ჯილდო და დანარჩენის შემთხვევაში სრული ფულადი ჯილდოს 30%. მუხლი 4🔗 ფულადი ჯილდო გადაეცეთ მხოლოდ იმ მწვრთნელებს, რომლებიც სასწავლო-საწვრთნელ საქმიანობას ახორციელებენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სპორტულ დაწესებულებებში და რომელთა მიერ მომზადებულმა მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა სპორტსმენმა დაიკავეს დადგენილების დანართი 1-ით განსაზღვრული საპრიზო ადგილები. მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტიდან სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენთა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №21 დადგენილება www.matsne.gov.ge, 02/04/2015, (190040000.35.153.016271) და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა  და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოების დაწესების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 05/01/2017, 190040000.35.175.016135). მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე დანართი #1                    1. მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში (უფროსი ასაკი) I  ადგილი – 3 000 ლარი                                      მწვრთ. – 1 000 ლარი. II  ადგილი – 1 500 ლარი                                     მწვრთ. – 500 ლარი. III  ადგილი – 1 000 ლარი                                     მწვრთ. – 400 ლარი. 2. მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში (ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წლის და ზემოთ)) I  ადგილი – 1 000 ლარი                                      მწვრთ. – 300 ლარი. II  ადგილი – 700 ლარი                                        მწვრთ. – 200 ლარი. III  ადგილი – 500 ლარი                                       მწვრთ. – 150 ლარი. 3. მსოფლიო ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში (უფროსი ასაკი) I  ადგილი – 1 500 ლარი                                      მწვრთ. – 500 ლარი. II  ადგილი – 1 000 ლარი                                      მწვრთ. – 400 ლარი. III  ადგილი – 700 ლარი                                       მწვრთ. – 300 ლარი. 4. მსოფლიო ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში (ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წლის და ზემოთ)) I  ადგილი – 700 ლარი                                         მწვრთ. – 200 ლარი. II ადგილი – 500 ლარი                                        მწვრთ. – 150 ლარი. III  ადგილი – 300 ლარი                                       მწვრთ. – 100 ლარი. 5.  ევროპის ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში (უფროსი ასაკი) I - ადგილი - 1 500 ლარი                                         მწვრთ. – 500 ლარი. II - ადგილი - 1 000 ლარი                                        მწვრთ. – 400 ლარი. III - ადგილი - 700 ლარი                                          მწვრთ. – 300 ლარი. 6. ევროპის ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში (ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წლის და ზემოთ)) I  ადგილი – 600 ლარი                                            მწვრთ. – 200 ლარი. II  ადგილი – 400 ლარი                                           მწვრთ. – 150 ლარი. III  ადგილი – 300 ლარი                                          მწვრთ. – 100 ლარი. 7. ევროპის ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში (უფროსი ასაკი) I  ადგილი – 1 000 ლარი                                         მწვრთ. – 400 ლარი. II  ადგილი – 700 ლარი                                           მწვრთ. – 300 ლარი. III  ადგილი – 500 ლარი                                          მწვრთ. – 200 ლარი. 8. ევროპის ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში (ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წლის და ზემოთ)) I  ადგილი – 500 ლარი                                            მწვრთ. – 200 ლარი. II  ადგილი – 300 ლარი                                           მწვრთ. – 150 ლარი. III  ადგილი – 200 ლარი                                          მწვრთ. – 100 ლარი. 9. საქართველოს ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში (უფროსი ასაკი)  I  ადგილი – 1 000 ლარი                                            მწვრთ. – 300 ლარი. 10. საქართველოს ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში (ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წლის და ზემოთ)) I ადგილი – 500 ლარი                                            მწვრთ. – 150 ლარი. 11. საქართველოს ჩემპიონი არაოლიმპიურ სახეობაში (უფროსი ასაკი) I ადგილი – 500 ლარი                                            მწვრთ. – 200 ლარი. 12. საქართველოს ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში (ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წლის და ზემოთ)) I ადგილი – 300 ლარი                                            მწვრთ. – 100 ლარი. 13. მსოფლიო ოლიმპიური თამაშები (უფროსი ასაკი) I  ადგილი – 5 000 ლარი                                      მწვრთ. – 2 500 ლარი. II  ადგილი – 4 000 ლარი                                     მწვრთ. – 2 000 ლარი. III  ადგილი – 3 000 ლარი                                     მწვრთ. – 1 500 ლარი. 14. მსოფლიო ოლიმპიური თამაშები (ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წლის და ზემოთ)) I  ადგილი – 1 500 ლარი                                      მწვრთ. – 700 ლარი. II  ადგილი – 1 000 ლარი                                     მწვრთ. – 500 ლარი. III  ადგილი –   800 ლარი                                     მწვრთ. – 400 ლარი. 15. ევროპის ოლიმპიური თამაშები (უფროსი ასაკი) I  ადგილი – 2 000 ლარი                                      მწვრთ. – 1 000 ლარი. II  ადგილი – 1 500 ლარი                                     მწვრთ. – 700 ლარი. III  ადგილი –   1 000 ლარი                                     მწვრთ. – 500 ლარი. 16. ევროპის ოლიმპიური თამაშები (ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წლის და ზემოთ)) I  ადგილი – 1 000 ლარი                                      მწვრთ. – 500 ლარი. II ადგილი – 800 ლარი                                        მწვრთ. – 400 ლარი. III  ადგილი –   600 ლარი                                      მწვრთ. – 300 ლარი. 17. საქართველოს ფალავანი (ქართული ჭიდაობა) I ადგილი – 1 500 ლარი                                      მწვრთ. – 500 ლარი. 18. ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატში ორ ან მეტეკიპაჟიანი ნავით მონაწილეობის შემთხვევაში ფულადი ჯილდო გადაეცეს გამარჯვებულ ეკიპაჟს: დიდებში – 1000 ლარი, ახალგაზრდებში, ჭაბუკებში (16 წლის და ზევით) – 500 ლარი.